არსებობს ასეთი რამე, სათაურის ადაპტირება აუდიტორიაზე.
თარგმნის დროს მხოლოდ სიტყვა-სიტყვით თარგმნა არ უნდა მოხდეს. მითუმეტეს - სათაურის შემთხვევაში.
მიღებული და საჭირო პროცესია მარკეტინგშიც. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტიც კი ხშირად განსხვავებული ბრენდით შედის. ისეთით, რომელიც უფრო მისაღები და ადვილად აღსაქმელი იქნება ამ კონკრეტული აუდიტორიისთვის.
(ნუ, "მისაღები" მარტივად ვთქვი. რეალურად, უფრო რთული კვლევების და ანალიზის შედეგად დგინდება მასეთი რამე).
სერიალიც და შოუც ჩვეულებრივი პროდუქტია. რომელიც, "იყიდება" მაყურებელზე. შესაბამისად, ეს დასაშვებია.
ყველაზე ხშირად მემგონი ამას რუსები აკეთებენ.
მაგალითად, LOST იქ შევიდა, როგორც ”ასტატსა ვ ჟივიხ” - პასლედნი გეროის სლოგანის გავლენით ალბათ.
Six Feet Under-ს დაარქვეს ”კლიენტ ვსეგდა მიორტვ”.
Grey's Anatomy-ს - ”ანატომია ლუბვი”. და ა.შ.
The X-files - საიდუმლო მასალები (რუსებისგან - ჩვენთანაც)
”გაქცევა” სწორი თარგმანია. მაგრამ დექსტერს საშინელი ნაღდად არ ჭირდებოდა

ასევე, 24 რომ ”24 საათი” გახდა ეგეც სწორია.
* * *
დაუწერია უკვე მურზაყანს სანამ მე ვწერდი

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის :დ
This post has been edited by Rocko on 4 Mar 2009, 02:32