#13541301 · 24 Apr 2009, 09:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ამ მორიგი ჩვენი აცანცარებით, რიგით მე-5 ბოლო 20 წელში, არაფერი არ გამოვა. ისე როგორც არც იმ წინანდელებით არაფერი არ გამოსულა.
გარდა იმისა რომ: დავანგრიეთ და დავანაწევრეტ ქვეყანა, 100 ათასობით თანამოქალაქე უსახლკაროდ დავტოვეთ, დაიხოცა 10 ათასობით ადამიანი, 1 მილიონმა ქვეყანა დატოვა, იძულებით.
და ეს ყველაფერი მარტო ზვიადის, ეძიკას, ბანდიტი-ხუნტის (და მის ზურგ უკან ამოფარებული კორუმპირებული ინტელიგენციის), სააკაშვილის ბრალი არაა.
ესაა ყოველი ჩვენთაგანის, ჩვენი პასიურობის და სრული უპასუხისმგებლობის ბრალი.
სანამ ჩვემ ამას არ შევიგნებთ, სხვის თვალში დირეების ძებნას თავს არ დავანებებთ, არაფერი არ გამოვა.
საინტერესოა თქვენი აზრიც!
|