გამარჯობათ.
ერთი კითხვა მაქვს გამოცდილ ხალხთან.მოკლედ არის ადამიანი,რომელიც დღის განმავლობაში და საერთოდაც არის ყოვლად ადექვატური და ნორმალური,არავითარი გადახრა და ა.შ არ ეტყობა და არ აღენიშნება,მაგრამ როგორც თვითონ იძახის ბოლო პერიოდში დასჩემდა უცნაური რამ.კერძოდ კი ღამღამობით უცბად ეღვიძება,განერვიულებელს და აღელვებულს და გარშემო ვერაფერს და ვერავის ვერ ცნობს...ვერც გარემოს,ვერც ახლობლებს და ვერც თავის თავს...რასაც თითქმის პანიკურ მდგომარეობამდე მიჰყავს.აღსანიშნავია რომ ამ დროს სრულიად გამოფხიზლებულია და არ არის ძილ-ბურანში და ა.შ. თითონ ეს მდგომარეობა გრძელდება დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში(ხანდახან არც კი) და მერე ისევ "აზრზე მოდის" ,მშვიდდება და იძინებს

სხვა მხრივ ჩვეულებრივად ცხოვრობს და პრობლემები არ აქვს.დღისით არასოდეს არ ქონია ესეთი შემთხვევა,მაგრამ რაღაც პერიოდებში ღამით ემართება ესე...
მე პირადად ვურჩიე და ვურჩევ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლას,მაგრამ უარზეა და გადაღლილობას აბრალებს ამ ყველაფერს...
თქვენ რას იტყვით?
P.S:შეიძლება ეს სიტუაცია საწინდარი იყოს უფრო სერიოზული აშლილობის?
This post has been edited by AGAMEMNON on 26 Apr 2009, 20:42