წეღან შევესწარი გადაცემა "პროფილს" და ისეთი ფრაზა გავიგე, რომ არ გავჩერებულიყავი და არ მომესმინა, არ შეიძლებოდა

ვიცი, რომ თბილისის მოსახლეობის 70% მინიმუმ მაია ასათიანის მაგ გადაცემაზე გიჟდება, ხოლო მინიმუმ 40%-ს ეს ქალი მოსწონს ძალიან. მეც მომწონს, ოღონდ უკაცრავად, მაგრამ მისი ბავშვური იდიოტიზმის გამო
ხოხოხო! შეგიძლიათ დაიწყოთ ეხლა - "შენ ვაბშე ვინმე მოგწონს?" ან "თუ არც მოგწონს, მკიდია", ან "მკიდია", მარა მაინც ვიტყვი

რომელიღაც ტელეწამყვანი ჰყავდა სტუმრად, ე.ი. და ყვება ეს ტიპი, რომ ბრაზილიაში ყოველი კარნავალის დროს, ქუჩების დასუფთავებისას, ნაგავში იყრება უამრავი რაოდენობის ის, რასაც ყველგან ნახავ: ქუჩაში, ხესთან, ბუჩქებში.. მოკლედ ყველგან. ყველა იმას ასახელებს, რაც პირველად მოსდით თავშიო ))))
ხოდა უცებ ეს წიკვინა ხმა:
"მე ვერ დავასახელებ. მე ხომ ქალი ვარ!!!!!!!"

მარაზმ...
შეიძლება ეს გოგო ჟურნალისტიკიდან გაიტანონ?
პ.ს. კევზე იყო ლაპარაკი