რასა იქმს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე? "მილანის" მცველმა ოპერაცია რომ გაიკეთა, მას აქეთ აღარც კლუბში უთამაშია და აღარც ნაკრებში - ჯერაც სარეაბილიტაციო კურს გადის. კალაძეს იტალიაში რომ შევეხმიანეთ, ჯანმრთელობაზე დავეკითხეთ. ნაკრების კაპიტანმა გუნდის ბოლო ორ შეხვედრაზეც ისაუბრა.
"სარეაბილიტაციო პროცესი ნორმალურად მიდის. რა ვადებიც იყო განსაზღვრული ამ კურსისთვის, ყველაფერი ამის მიხედვითაა. ოპერაცია 3 მარტს გავიკეთე და ახლა ძირითადად კუნთის მომძლავრებისთვის საჭირო ვარჯიშებს ვაკეთებ - სრული დატვირთვით როცა შევუდგები ვარჯიშს, კუნთები საამისოდ მზად უნდა იყოს. ტრენაჟორი და აუზი - ასე ვაძლიერებ კუნთებს", - გვითხრა კალაძემ და მერე ოპერაციის დეტალებსაც ჩავეძიეთ:
"მუხლზე ხრტილის პრობლემა მქონდა. გარე მენისკი ამოჭრილი მაქვს და ხრტილი ამის გამო ცვდებოდა. ოპერაციისას ხრტილი გაიწმინდა, ძვალი გაქლიბეს და მუხლს გარე მხრიდან ნახვრეტები გაუკეთეს, სწორედ ამ ნახვრეტებმა უნდა უზრუნველყოს სახსრის კარგად მუშაობა".
გაგრძელება და სტატიის წყარო :
http://goli.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36&info_id=745