ჩემდა გასაკვირად სხვადასხვა სტატიებში თუ ქადაგებებში წამიკითხავს კონკრეტული მართლმადიდებელი (წმინდა) მამების დადებითი განწყობილება კათოლიკური ეკლესიის მიმართ, ასევე ზოგიერთი ღირსი მამების მიერ კათოლიკე ეკლესიის მადლმოსილების აღიარება!
ვინც იცით, გთხოვთ დაწეროთ მართლმადიდებელი მამების ქადაგებები კათოლიკეებზე, სადაც ისინი აღიარებენ კათოლიციზმს, როგორც ქრისტეს ეკლესიას.
ასევე მაინტერესებს, თუ არის ცნობები, რომელიმე მართლმადიდებელ ღირს მამას 11 საუკუნის შემდეგ თუ ჰქონია ევქარისტიული ან ლოცვითი კავშირი კათოლიკურ ეკლესიასთან.
პ.ს. თემა არ ეხება მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობას, უბრალოდ მაინტერესებს ფაქტები მართლ. მამების ლოიალურობა კათოლიკეების მიმართ