ინგოროყვას ქუჩაზე მცირე ინციდენტი მოხდაინგოროყვას ქუჩაზე მდგარი საკნების მობინადრეებსა და ქუჩის მცხოვრებლებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
საკნებთან მისული იყო ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ქალბატონი, რომლებიც გზის გახსნას მოითხოვდნენ.
მათი თქმით, ეს არის მთელი ქუჩის მოსახლეობის პოზიცია და ამ პოზიციას ყველა ღიად დააფიქსირებს.
ადგილობრივები მოითხოვენ ვითარების გარკვევას კონკრეტულად იმ ლიდერებთან, რომლებიც ინგოროყვას ქუჩის გადაკეტვის ორგანიზატორები არიან.
“ამ ქუჩის გადაკეტვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან აქ მდგარი საკნების უმრავლესობა მთელი ღამის განმავლობაში ცარიელია”,-აღნიშნეს მათ.
საკნების მობინადრეებმა ამ ქალბატონებს პროვოკატორები უწოდეს და განაცხადეს, რომ მათ პასუხს არ გასცემენ.
“მობრძანდით მიტინგზე, ლიდერებს გადაეცით თქვენი მოთხოვნები. ისინი განიხილავენ ამ საკითხს და პასუხს გაგცემენ”, _ განუცხადეს საკნების მობინადრეებმა აქ მცხოვრებლებს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მომხდარი ინციდენტი ამოწურულიასაზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მომხდარი ინციდენტი ამოწურულია.
ჯაბა ჯიშკარიანის განმარტებით, რომელიც შეთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ტელევიზიის წინ მანქანით მისული ორი მოქალაქე გადაკეტილ ქუჩაზე გატარებას ითხოვდა. ისინი ამბობდნენ რომ თბილისლები არ არიან.
ჯიშკარიანის განცხადებით, აქციის მონაწილეებს დაპირისპირების თავიდან აცილება სურდათ, თუმცა, ჩხუბი მაინც მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მყოფი ~ინტერპრესნიუსიის~ კორესპოდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და ორ უცნობ პიროვნებას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და ისმოდა სიტყვიერი შეურაცხოფაც. თუმცა, მოგვიანებით ვითარების განმუხტვა მოხერხდა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ნამდვილად დიდი დისკომფორტს გრძნობს ეს ხახლი ამ უაზრო ქუჩის გადაკეტვებით, როცა ცარიელი საკნების გამო ქუჩები გადაკეტილი და არა ხალხის გამო.
200 მეტრი ქუჩის(კოსტავს) გადაკეტვის გამო სამსახურში მიწევს 3 კილომეტრის შემოვლითი გზით სიარული.... რატომ??????