
შალვა ნათელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობა განხორციელდა
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეზე, შალვა ნათელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ პარტიიდან აცნობეს, 29 აპრილს 22:00 საათზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის ბაღში, სადაც ნათელშვილი გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ ტრადიციულად გადიოდა სამკურნალო პროცედურებს, წინასწარ ჩასაფრებულმა ორმა ათეულმა სამხედრო ფორმიანმა თავდამსხმელმა, ის თანხმლებ პირებთან ერთად ალყაში მოაქცია.
~მას შემდეგ რაც შალვა ნათელაშვილმა დაასახელა თავისი ვინაობა, თავდამსხმელებმა პასუხად საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ადგილი ჰქონდა გასროლის მცდელობასაც, რაც არ განხორციელდა პირად დაცვის სინქრონული მოქმედების, თანხმლებ პირთა სიმრავლისა და ბედნიერი შემთხვევის გამო~, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლეიბორისტული პარტია აღნიშნულს აფასებს როგორც საქართველოს ხელისუფლების მორიგ აშკარა, თავხედურ ტერორისტულ აქტს, რომელის განხორციელებასაც შეეძლო ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები მოეტანა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ლიცემერი: ჩემს მოწიწებას ბრიყვთა მიმართ არა აქვს ზღვარი,
ჩვენ მათი ვალი სამუდამო ვალად მიგვყვება,
რადგანაც, რომ არ ყოფილიყვნენ ბრიყვები სხვანი,
მაშინ ჩვენ თვითონ მოგვიწევდა ყოფნა ბრიყვებად.
უზერებო, ჩემი აზრით, რესპუბლიკელი ლომიძეს პონტია
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.