ამ ბოლო დროს ეჭვები მაწუხებს, რომ ეკონომიკური განვითარება მიზანმიმართულად და დაგეგმილად იბლოკება, მეჩვენება ნეტა?
http://presa.ge/index.php?text=news&i=7432ახა კალაძის საქართველოში წამოწყებული ბიზნესი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამის მიზეზი სახელმწიფო ბიუროკრატიაა. ყოველ შემთხვევაში ასე თვლის თავად კალაძე, რომელმაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.
საეროთდ, ცნობილმა ფეხბურთელმა და დამწყებმა ბიზნესმენმა კახა კალაძემ მოულოდნელი გადაწყვეტილებებით უკვე დაამახსოვრა თავი ბიზნეს სექტორს. მოულოდნელი იყო მისი დიდმასშტაბიანი ბიზნესის წამოწყება საქართველოში, უცნაური იყო მისი კავშირი ზურაბ ნოღაიდლთან.
როგორც უცნაურად დაიწყო ასევე შეწყდა მისი ბიზნესპარტნიორობა ყოფილ პერმიერთან. ახლა კი კალაძე სახელმწიფო ბუიროკრატიას დაუპირისპირდა და სამართლის საძებნელად უფრო ”ზევით” დაიძრა.
კალაძე დაუფარავად აცხადებს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან მოლაპარაკების მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამის გამო, იგი აღნიშნულ უწყებასთან ურთიერთობას წყვეტს და უფრო მაღალ ინსტანციებს მიმართავს.
- ”ჩვენი პრეზიდენტი თითქმის ყოველდღე აკეთებს განცხადებებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ და ბიზნესი განვავითაროთ. როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტროს განსხვავებული ხედვა აქვს. ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები სამთავრობო დონეზე გამართავენ შეხვედრას, რომელიც დარწმუნებული ვარ შეთანხმების მიღწევაში დაგვეხმარება”, - აცხადებს კალაძე. ”კალა კაპიტალი” საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს ”არსენალ სითის” პროექტთან დაკავშირებით, პროექტისგანხორციელების ახალი, მისაღები და რეალური ვადების და შესაბამისი ვალდებულებების გადავადება მოხდეს.
როგორც ”კალა კაპიტალის” დამფუძნებლის კახი კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს შექმნილ გარემოში მასშტაბური პროექტების დასასრულებლად აუცილებელია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაზეც იმოქმედა, საგრძნობლად შეიზღუდა საინვესტიციო პროექტებში საფინანსო რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა, რაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდანაც არაერთხელ გაცხადებულა.
- ”შესაბამისად არსებული ეკონომიკური და საფინანსო კრიზისის დროს, ”არსენალ სითის” ანალოგიური ნებისმიერი მასშტაბური და კაპიტალტევადი პროექტი, რომელიც მწვავე მაკროეკონომიკური რეცესიის პირობებში მიმდინარეობს, აუცილებლად შეფასდებოდა, როგორც ძალზედ სარისკო და ეკონომიკურად გაუმართლებელი. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად ვართ ავაშენოთ ”არსენალსითი” და კიდევ ერთი ლამაზი საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას. ამაში კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ხელს გვიშლის”, - ნათქვამია განცხადებაში.
სხვათა შორის, კომპანიამ არაერთხელ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს მომხდარიყო ხელშეკრულების პირობების გადახედვა და პროექტის განხორციელებისათვის ვადების და ერთობლივი ღონისძიებების დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით შეჯერება, თუმცა, სამინისტრომ ყველა საქმიან წინადადებას ხისტად უპასუხა და კომპანიას ვალდებულებების დაუყოვნებლივი შესრულება მოთხოვა.
- ”ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა მთავრობის წევრებს, განსაკუთრებულად გაუფრთხილდნენ ინვესტორებს, რომლებიც ახლა უკვე სანთლით საძებარნი არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამინისტრო საღად ვერ აფასებს შექმნილ რეალობას, ვერ აცნობიერებს, რომ დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს ისეთი ეკონომიკური და საფინანსო გარემო, რომელიც ”არსენალი სითის” მსგავს მასშტაბურ პროექტებს განხორციელებას რეალურ საფუძველს შეუქმნიდა”, - აღნიშნავს კალაძე.
განცხადების თანახმად, სამინისტროს დარწმუნების ყველა მცდელობა, რომ აუცილებელია ”არსენალ სითის” პროექტი დღევანდელ რეალობას მოერგოს, უშედეგოდ დასრულდა.
ეკონომიკის სამინისტროსა და ”კალა კაპიტალს” შორის და ვაავლაბარში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის, ”არსენალის” საპრივატიზაციო ღირებულების გადაუხდელობის გამო მიმდინარეობს. ”კალა კაპიტალში” შემავალ ”არსენალ დეველოპმენტს” საპრივატიზაციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა დღეს ეწურება.
”არსენალ დეველოპმენტს” საპრივატიზაციო ხელშეკრულების დარღვევისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 2008 წლის 19 დეკემბრისმდგომარეობით 931’080 აშშ დოლარის ჯარიმა ერიცხებოდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ პირველ ეტაპზე 19 მლნ აშშდოლარი გადაიხადა, დანარჩენი თანხა კი 2012 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაეფარა.
”კალა კაპიტალი” ეკონომიკის სამინისტროსგან ”არსენალის” ბაზის საპრივატიზაციო ღირებულებისა და პროექტში ჩასადები ინვესტიციების სამი წლით გადავადებას ითხოვდა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სამინიტროში მოკლედ და კონკრეტულად აცხადებენ, რომ ”კალა კაპიტალის” საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
Attention is all you need.