bagdaაი აქაც გიდებ და მიპასუხე აბა:
აი ასეთი უაზრო და მარაზმატული პანიკა ყელში ამოვიდა. ჯერ ერთი რა იცი რომ არაფერს არ აკეთებს მთავრობა? რესპუბლიკურის და ბავშვთა საავადმყოფოების მომზადება (დედაჩემი მუშაობს ბავშვთა მესამეში) არაფერია ჰო? საზღვრებზე, ბათუმის და ფოთის პორტებზე და აეროპორტებზე გამკაცრებული კონტროლი არაფერია ჰო? ტამიფლუს მარაგის 250%-ით შევსება არაფერია ჰო?
მეორეც-ან კი რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? არსებობს პრეპარატი ტამიფლუ, რომლის მიმართაც ამ ვირუსს ახასიათებს მგრძნობელობა და იკურნება. გახდები ავად, წამალს დალევ და მორჩა. ესეც ყბადაღებული ქათმის გრიპი ხომ არაა, რომლის ანტიდოტი არ არსებობდა პირველ ხანებში. არსებობს ღორის გრიპის წამალი-ტამიფლუ. აბსოლუტურად ჩვეულებრივი, იაფი და ხელმისაწვდომი მედიკამენტოზური საშუალება.
აე, აიწია ახალი სალაპარაკო თემა. ოღონდაც რაიმე ითქვას სრუტუნას საწინააღმდეგო და არც იციან რაზე ილაპარაკონ.
აბა რას იტყვი. ტყუილია ეს ყველაფერი თუ პროვოკაცია. შემიძლია უფრო მრავალფეროვანი არჩევანიც შემოგთავაზო. დასაწყისისთვის კი იყოს ტყუილი და პროვოკაცია.