მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადება წაიკითხა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილმა წარმომადგენლებმა შექმნან წარმომადგენლობითი ორგანო და გამოაცხადონ უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ხელში აღება. “სახელმწიფო კრიზისის დროს ეს არ არის გადატრიალება და კანონის დარღვევა. ამ ორგანომ უნდა მოაგვაროს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საკითხები, ასევე რეფერენდუმზე უნდა დადგეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის სახელმწიფო მოწყობის პრინციპზე და საარჩევნო კანონმდებლობის იმ მუხლის გაუქმების შესახებ, რომელიც არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების დაკომპლექტების უფლებას აძლევს”, - განაცხადა დიმიტრი ჯაიანმა.
განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ხელისუფლების მიერ დაშვებული რამდენიმე შეცდომა, მათ შორის განსაკუთრებით მწვავედ არის აღნიშნული, რომ 2009 წლის 7 იანვარს სამებაში გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახსენა ~მრავალეთნიკური ქართველი ერი~. “თურმე საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები – თუშები, აჭარლები, კახები თუ სხვები სხვადასხვა ერი ყოფილა. ეს გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ცუდ ხელისუფლებასთან, არამედ მტერ ხელისუფლებასთან”, - ნათქვამია განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1დედა არ აქვთ ეხლა ამათ მოსადღნავი? ინტელიგენცია ბლიაწ!
* * *
ა უი ყოფილა უკვე თემა,Closed.
---------------------------
This post has been edited by cannabis on 2 May 2009, 20:16