კორუფცია ადამიანს ღირსებას ართმევს! - განაცხადა რომის პაპმა, ფრანცისკმა ყოველდღიური წირვის დროს "კაზა სანტა მარია"-ში.
"ალბათ დღეს კარგი იქნება თუკი ვილოცებთ იმ ბავშვებზე, ვინც ბინძურ პურს იღებენ თავიანთი მშობლებისგან: ისინიც ასევე დამშეულები არიან, დამშეულები არიან ღირსების არქონით! ვილოცოთ იმისთვის, რომ ღმერთმა შეცვალოს მათი გულები და რომ გააცნობიერონ, რომ ღირსება ღირსეული, პატიოსანი და ყოველდღიური სამუშაოს ნაყოფია და ის არ მოიპოვება იოლი გზით, რომელიც საბოლოოდ ყველაფერს გართმევს". თავისი გზავნილის ასახსნელად პაპმა სახარებიდან უწესო მმართველის პიროვნება მოიყვანა მაგალითად. "ქრთამის აღების ჩვევა ამქვეყნიურია და დიდი ცოდვაა. ეს ჩვევა ღმერთისგან არ მოდის. ღმერთმა ჩვენ გვიბრძანა სახლში პურის მოტანა, მაგრამ ეს პური პატიოსანი შრომის ნაყოფი უნდა იყოს.
და ის კაცი, მმართველი, მას როგორ მიჰქონდა სახლში ეს პური? თავის შვილებს ბინძურ პურს აჭმევდა! და მისი შვილები, რომლებმაც განათლება ძვირიან სასწავლებლებში მიიღეს, რომლებიც განათლებულ გარემოში იზრდებოდნენ, თავიანთი მამისგან საკვებად სიბინძურე მიიღეს, ვინაიდან მათმა მამამ, როდესაც სახლში ბინძური პური შემოიტანა, ღირსება დაკარგა!". "ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება თქვას: მაგრამ, ამ ადამიანმა ის გააკეთა, რასაც ყველანი აკეთებენ! არა, ყველანი არ აკეთებენ ამას! ამას აკეთებენ ზოგიერთი მმართველები, მენეჯერები, სახელმწიფო მოხელეები! ზოგიერთები და არა ყველანი!", - აღნიშნა რომის პაპმა.
http://www.kvirispalitra.ge/msoflio/19453-...s-arthmevs.html
პ.ს. ამ აზრს რატომ არ აპიარებენ დღევანდელი ქართველი ე.წ. "სამოქალაქო საზოგადოება", მარტო გეებზე აქვს ამ კაცს გამონათქვამები???
This post has been edited by lamazi gogo on 16 Nov 2013, 17:03