#13716359 · 6 May 2009, 00:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოდორის ხეობაში, ქართველების დაცლილ სახლებში რუს სამხედროებს ასახლებენ. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კოდორის ხეობაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალა და ტექნიკაა შეყვანილი. რუსი სამხედროები ქართველების დაცარილებულ სახლებს იკავებენ და ამ ფონზე ცინიკურად ჟღერს მარიონეტული რეჟიმის განცხადება, რომ მზად არიან, დევნილები დააბრუნონ“, - განაცხადა მალხაზ აკიშბაიამ. მისივე თქმით, მოსკოვმა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმმა ე.წ. საზღვრის ერთობლივად დაცვის შეთანხმების შესრულება დაიწყეს და ენგურის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი მესაზღვრეები განალაგეს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. „ეს ნაბიჯები რუსული აგრესიული პოლიტიკის მორიგი გამოვლინებაა. ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით დავაყენებთ ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე. მიმაჩნია, რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი. ამასთან, რუსეთის ნაბიჯების მხოლოდ დაგმობით არ უნდა შემოვიფარგლოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა აკიშბაიამ.
--------------------
Truth does not depend upon you to believe it.
|