5 მაისის საქართველოს ისტორიაში უკვე შევიდა.
ეს დღე კიდევ დიდხანს იქნება საზოგადოების, ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების მსჯელობის, განხილვის საგანი, კიდევ უამრავი ტყუილი თუ მართალი გავრცელდება იმ მოვლენების შესახებ, რაც გუშინ მოხდა.
ზოგს არ სჯერა ოფიციალური ვერსია - მე მესმის მათი
ზოგი კი დარწმუნებულია, რომ გუშინ ორი ქართული ბატალიონი ორ რუსულ ბრიგადასთან ერთად თბილისზე წამოსასვლელად ემზადებოდა - ამ ადამიანებს მე თანავუგრძნობ!
ვერსიები ვერსიებად, მაგრამ სიმართლე ყოველთვის ერთია და ის სადღაც შუაშია.
იმას, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ არ აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ვერსიის დონეზე არსებობის უფლება ნამდვილად დაიმსახურა და ჩემის პირადი აზრით მოვლენების განვითარების ყველაზე ლოგიკური სცენარიც სწორედ ესაა.
1. დაუმორჩილებელი "ამბოხი" თუ "ამბოხებულთა" დაუმორჩილებლობა?!
პირველ რიგში ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ორი ტერმინი "ამბოხება" და "დაუმორჩილებლობა". ამბოხება თავისი შინაარსით ყოველთვის მოიცავს დაუმორჩილებლობასაც, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება, ამბოხი არის აქტიურ ქმედებათა მთელი ჯაჭვი, ეს არის აქტიური წინააღმდეგობა რაიმეს ან ვინმეს მიმართ და მოცემულ კონტექსტში გულისხმობს ძალის აქტიურ გამოყენებას. კითხვა: ჰქონდა თუ არა ამბოხს ადგილი 5 მაისს? - არა! 5 მაისს ამბოხება არ მომხდარა, გორის, მუხროვანის და ორთაჭალის ნაწილებს (სავარაუდოდ ეს უკანასკნელი ცალკე ქვედანაყოფი არაა) არანაირი აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ერორის სიუჟეტში ნაჩვენები ჯავშანტექნიკიდან არცერთი ამ ნაწილების კუთვნილი არ იყო, ამ ბატალიონების პირად შემადგენლობას არ დაუტოვებია ნაწილის ტერიტორია და დაქოქილი ტანკებიც მხოლოდ მითია - თქვენ ნახეთ სადმე მსგავსი რამ? - არა ხომ? აბა საიდან იცით რომ ტანკები დაქოქეს? - ააა ერორმა გაუშვა? მაპატიეთ, აქ ლოგიკურად ვმსჯელობთ, ერორის და გნებავთ პრეზიდენტის სიტყვებს კი ნაკლებად ვენდობით, ისევე როგორც მაესტროსას და გაჩეჩილაძისას - ამაზე შევთანხმდეთ!
რა არის დაუმორჩილებლობა? - ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ამბოხი ყოველთვის მოიცავს დაუმორჩილებლობას, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს ამბოხს! - ეს არის პასიური აქტი თავისი შინაარსით, და იგი გულისხმობს სწორედაც უმოქმედობას, ანუ ამა თუ იმ აქტის შესრულებისაგან თავის შეკავებას, უარის თქმას.
ის რაც გუშინ მოხდა არ იყო ამბოხი, ეს იყო დაუმორჩილებლობა.
აქედან გამომდინარე იბადება ლოგიკური კითხვა - ვის ან რას არ დაემორჩილა გორისა და მუხროვანის სატანკო ნაწილები და ორთაჭალის ქვედანაყოფი?! და რაში გამოიხატა დაუმორჩილებლობა?!
პასუხი მარტივია - ბრძანებას!
რა უნდა ყოფილიყო იმ ბრძანების შინაარსი, რომელმაც ამ ნაწილებში პროტესტი გამოიწვია?
და კიდევ ერთი, სრულიად ლეგიტიმური კითხვა, რატომ მაინცადამაინც გორის, მუხროვანის და ორთაჭალის ნაწილები?!
2. "თბილისური გეოგრაფია"
4 მაისს ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ მომდევნო დღეს, ანუ 5 მაისს აპირებდნენ თბილისში შემოსასვლელი ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას მცირე ხნით, კერძოდ, კახეთის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის და დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალის - ნატახტართან.
არ დაგეზაროთ და რუქას დახედეთ - სადაა განლაგებული მუხროვანის ნაწილი? - კახეთის გზატკეცილთან.
სადაა განლაგებული ორთაჭალის ქვედანაყოფი? - რუსთავის გზატკეცილთან, ნატახტართან რომელი საჯარისო შენაერთია ყველაზე ახლოს დისლოცირებული? - სწორია! გორის სატანკო ბრიგადა!
და რა ხდება ამის შემდეგ? - გაგიკვირდებათ და 5 მაისს, როდესაც გზები უნდა გადაიკეტოს, წარმოუდგენელი დამთხვევის წყალობით გორის, ორთაჭალის და მუხროვანის ნაწილებში უეცრად ცხადდება დაუმორჩილებლობა!
რა ბრძანება მიიღეს ამ ნაწილებმა 5 მაისს დილით?!
ყველაზე ლოგიკური, რისი ვარაუდიც შეიძლება - ეს იყო მოპიკეტეთა დაშლის ბრძანება!!!
3. ნოემბერი-აგვისტო- მაისი
ყველას კარგად გვახსოვს 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჩამწკრივებული ჯარი და ბეგაშვილი-კირკიტაძის მიერ "აღლუმის ჩაბარება" ლოშნა-პროშნის თანხლებით, გვახსოვს რუსთაველზე მყოფი, გენშტაბის მაშინდელი შეფი გოგავაც - ჯარი ერთხელ უკვე გამოყენებულ იქნა შიდაპოლიტიკურ პროცესებში!
ის, რომ აგვისტოში პოლიტიკოსთა მიერ წაგებული ომი ჯარისკაცებს მიაწერეს არახალია, ის, რომ ნაცვლად მაღალჩინოსნებისა თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, მათ მიერ არჩადენილი(!!!) შეცდომების გამო, პასუხის გება რიგით ჯარისკაცებს მოუწიათ ასევე ცნობილი, მრავალგზის განხილული და გადაღეჭილი თემაა.
არაერთი მითითება იყო იმაზეც, რომ თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობის ხშირი ცვლა და მაღალ პოსტებზე რბილად რომ ვთქვათ არცთუ სასურველი რეპუტაციის მოხელეთა დანიშვნა ჯარზე დადებითად ვერ აისახებოდა.
არმიაში უკმაყოფილების საბაბს ობიექტური მიზეზები გაუჩნდა. ჯარისდა სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ეს წანამძღვრები არ გამხდარა მათი ამბოხის მიზეზი და გადამწყვეტ მომენტში, ჯარმა უბრალოდ უარი თქვა სრულიად უკანონო ბრძანების შესრულებაზე - ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესში და ქცეულიყვნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.
4. ვიდეოჩანაწერები - მითები და რეალობა
ზემოთ აღვნიშნე, რომ ჯარში განწყობის მხრივ გარკვეული პრობლემები ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, ეს პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდა აგვისტომდე დაახლოებით ერთი თვით ადრე და აგვისტოს მოვლენების დროს, ხოლოს უკვე წაგებული ომის შემდეგ მათ პიკს მიაღწიეს.
თუ ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება ქართული არმისს 3 ბატალიონი ისე გადაიბიროს მტერმა (გნებავთ პირადი შემადგენლობიანად და გნებავთ მხოლოდ მეთაურები), რომ სამხედრო კონტრდაზვერვას წარმოდგენა არ ჰქონდეს, თამაშგარე იყოს დარჩენული კუდი და უშიშროება - ეს თემა მათთვის არაა!
შესაბამისმა სამსახურებმა კარგად იცოდნენ ჯარის მთლიანად და კონკრეტულად თვითოეული ნაწილის განწყობა, ისინი მაშინვე აღკვეთდნენ ყველა შესაძლო კონტაქტს მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან ასეთი რომ ყოფილიყო, მაგრამ თავად განწყობას, რომ ჯარი არ ჩაერევა შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში - ვერაფერს მოუხერხებ.
ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ გადამწყვეტ მომენტში კონკრეტული ნაწილის მეთაურები ვერ გაბედავდნენ ასეთი ბრძანების შეუსრულებლობას, ვერ გაბედავდნენ დაუმორჩილებლობას, თუმცა ამისთვისაც მზად იყვნენ, სცენარი, თუ რა უნდა მოემოქმედა ხელისუფლებას ჯარის დაუმორჩუილებლობის შემთხვევაში გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა, არც ვიდეოჩანაწერი გაკეთებულა 5 მაისს ჰაიჰარად და თათარიახნად - ის უკვე იყო შექმნილი და ინახებოდა სწორედ ასეთი შემთხვევისათვის.
თავად ჩანაწერზე ვერაფერს ვიტყვი, მასში არის ყველაფერი, რაც "ამტკიცებს" ამბოხების ვერსიას, ისევე როგორც გველუკაშვილი, ღვალაძეც დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით უყვება შსს-ს აგენტებს (ყველა მათგანის სახე დაფარულია - ამას ერთი ახსნა აქვს მხოლოდ!), ვინ, რას, როგორ და როდის გეგმავს - გასაგიჟებელი დამთხვევაა, რუსული სპეცსამსახურები გადატრიალებას გეგმავენ, ხელთ აქვთ უკვე გველუკაშვილის "მწარე გამოცდილება" და მათი აგენტი აკეთებს ზუსტად იგივეს........კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვართ ჩვენ იდიოტები რომ ეს დავიჯეროთ, და მითუმეტეს მტრის სპეცსამსახური არაა ასეთი იდიოტი, რომ მსგავსი არაპროფესიონალიზმით იმუშავოს.
5. ოპოზიცია
მიუხედავად იმისა, რომ არც ამ დაუმორჩილებლობის აქციაში და არც ვიდეოჩანაწერებში ოპოზიციის რომელიმე კონკრეტულ წარმომადგენელზე ირიბი მინიშნებაც კი არაა გაკეთებული, თუნდაც ამ ფორუმზე გუშინ საოცარ ისტერიკას და ფეკალიების ნთხევას ჰქონდა ადგილი, ამ ჩანაწერებმა ერთ, მეტად საშიშ ტრადიციას დაუდო სათავე - საკმარისია სადღაც ვიღაცამ რაღაც ახსენოს ოპოზიციის კონტექსტში და ზოგიერთი მონდომებული "მამულიშვილი" მზადაა საკუთარი ხელით დახვრიტოს მთელი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები.
ჩემთვის პირადად გუშინ საკმაოდ ნიშანდობლივი იყო, რომ ოპოზიცია ამ დაუმორჩილებლობას სრულიად გაემიჯნა და არც სცადა მისი გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის, ახლოს არ გაეკარა ამ ამბავს და ცალსახად მიანიშნა, რომ ჯარის ჩარევას პოლიტიკურ პროცესებში ისინი არ მიესალმებიან.
6. გენერალთა კლუბი
2 თვის წინ გენერალთა კლუბის არსებობის შესახებ ბევრმა პირველად გავიგეთ, სახელმწიფომ "გახსნა" "გადატრიალების მცდელობა" და დააკავა მანამდე ასევე ყველასათვის უცნობი სახელი და გვარი - ვინმე გველუკაშვილი, რომელიც გადატრიალებას სწორედ ამ კლუბის და კიდევ 3 000 კაცის საშუალებით გეგმავდა.
2 თვე გავიდა მას შემდეგ ბატონებო, გსმენიათ რამე ამ საქმის შესახებ?
რა ბედი ეწია გველუკაშვილს?
სადაა 3000 "რჩეული გადამტრიალებელი"?
გენერალთა კლუბის მონაწილეობაზე გარდა ჩანაწერში გაკეთებული მინიშნებისა რაიმე მტკიცებულება ნახა საზოგადოებამ? - არა!
გავიდა 2 თვე და იგივე კლუბი, კვლავ სახელმწიფო გადატრიალება და ამჯერად უკვე ჯარის მონაწილეობით - რატომ უნდა მჯეროდეს?!
გარდა ღვალაძის ღრმადშინაარსიანი მონოლოგისა რაიმე მტკიცებულებები გვააქვს სახეზე?
ოთანაძე და კრიალაშვილი რომ ალყაშემორტმული მუხროვანიდან "გაიპარნენ"?

ეს ხომ მარაზმია. ან ეგებ გორის სატანკო ნაწილის მეთაურის "აღიარებაა" მტკიცებულება?
უყურეთ ამ კადრებს? - კარგად დაიმახსოვრეთ მაშინ - ასე არ შეიძლება დააშინო და გაანადგურო მეომარი, ასე არ უნდა მოექცე სამხედროს!!!
7. გმირთა ვარამი!!!
კიდევ ბევრი შეიძლება გავაგრძელო, ფაქტები უამრავია, ხვალ, ზეგ და შემდეგ დღეებში კიდევ ბევრ სიახლეს გავიგებთ, მაგრამ ბოლოსათვის ქართველ ჯარისკაცებს მინდა ვუთხრა:
ბოდიში ბიჭებო!
ბოდიშს გიხდით ჩემი სახელით!
ბოდიშს გიხდით მათი სახელითაც, ვისაც სჯერა, რომ თქვენ გუშინ რუსი ღორების მხარდამხარ მზად იყავით თბილისზე, საკუთარი ხალხის, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წამოსულიყავით!
ბოდიშს გიხდით გორის და მუხროვანის სატანკო ნაწილების თვითოეულ ჯარისკაცს, იმ ჯარისკაცებს, აგვისტოში ბოლო ჭურვის გასროლამდე, ტყვიამფრქვევის უკანასკნე ტყვიამდე რომ არ დაგიტოვებიათ თქვენი პოზიციები, მტერს ჯოჯოხეთი რომ მოუწყეთ და ჯართად რომ უქციეთ ჯავშანტექნიკა.
ბოდიშს გიხდით იმ ბიჭებს, აგვისტოში მეგობარი, თანამებრძოლი მოგიკლათ მტრის ტყვიამ და დღეს ვიღაცის გარყვნილი ფანტაზია ამ მტრის თანამზრახველობას გწამებთ, საკუთარი მოძმის სისხლის წყურვილს რომ გაბრალებთ.
თქვენი, უპირველესად მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წყალობაა დღეს საქართველო საერთოდ რომ არის!
თქვენ, თვითოეული თქვენგანი გვიცავდით აგვისტოში და სიცოცხლის ფასად შეასრულეთ თქვენი ამოცანა.
ჩვენ კი ვერ დაგიცავით თქვენ როდესაც მავანის წაგებული ომის გამო გასამართლებდნენ, დეზერტირობას და მოღალატეობას გწამებდნენ....................იმიტომ რომ შეგვეშინდა პროტესტის გამოხატვა, იმიტომ რომ დაგვეზარა, ვერ გავბედეთ ან სულაც ვერ მოვიფიქრეთ, იმიტომ რომ თქვენ გმირები ხართ, ჩვენ კი
ნ ა ძ ი რ ლ ე ბ ი!!!
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა