განმარტებები ზვიადისტებისათვის და ეროვნულად განწყობილთათვის -- სულ მოკლედ:
იხილეთ აგრეთვე:
ახალი ნაციონალისტური ისტერიაფრთხილთა დედანი არა სტირიან* * *
ეროვნული იდეა და ეროვნული მოძრაობა უპირისპირდება არა რომელიმე კერძო პირებს (თუნდა ყველაზე ოდიოზურს), პოლიტიკურ ძალებსა და თუნდაც სახელმწიფოებს -- არამედ -- ანტიეროვნულ იდეოლოგიას ზოგადად, ანტიეროვნულ მსოფლო-რეგიონულ ძალებსა და მსოფლიო-რეგიონულ ორგანიზაციებს ზოგადად და ფუნდამენტურად...
მსოფლიო გლობალიზმისა და ანტიეროვნულობის პროდუქტი - სააკაშვილის რეჟიმი ამჟამად გადაქცეულია ყველაზე საშიშ ანტიეროვნულ ორგანიზაციად საქართველოში -- რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ეროვნულობის „ქურქში“ გახვეულიყო და ბოროტად უწევდა ექსპლოატაციას და სპეკულირებდა ეროვნული იდეებით (რამაც არაერთი ეროვნულად განწყობილი ადამიანი შეაცდინა)...
* * *
სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო დასავლური გლობალიზმის მონად გადააქცია, დასავლური გლობალიზმის ინტერესებში საქართველო ხისტად დააპირისპირა რუსულ გლობალიზმთან და გადააქცია დასავლური და რუსული გლობალიზმის შეტაკების ფრონტად-არედ...
სააკაშვილის რეჟიმმა დასავლური გლობალიზმის ინტერესებში რუსულ გლობალიზმს გაასრესინა საქართველო -- ისეთ პირობებში, როდესაც დასავლურმა გლობალიზმმა მინიმალური მხარდაჭერაც არ აღმოუჩინა საქართველოს...
* * *
2009 შუახანებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიების უმთავრესი მომენტი არის ის, რომ ქართველ ხალხს -- არაერთხელ მოტყუებულსა და დაჩაგრულს გლობალისტური სტრუქტურების მიერ -- ბოლოს თვალი აეხილა და კვლავ წამოიწყო ბრძოლა თავისი ეროვნული ინტერესებისათვის...
რა და როგორი ძალებიც არ უნდა სარგებლობდნენ სპეკულატიურად ქართველი ხალხის მიმდინარე საპროტესტო ტალღით -- საბოლოო ჯამში, საპროტესტო მოძრაობის გამარჯვება ნიშნავს ეროვნული ინტერესების მიმართულების გამარჯვებას...
ეროვნული ინტერესების გამარჯვება ან თუნდაც გაძლიერება -- ნიშნავს გლობალისტურ-სოროსული „ვარდების რევოლუციის“ საბოლოო დამარცხებას საქართველოში (და შედეგად მთელს მსოფლიოში)...
ეროვნული ინტერესების გამარჯვება ან თუნდაც გაძლიერება -- თუნდაც იმ სიტუაციაში, როდესაც ეროვნული მოძრაობის სათავეში შეფარვითა და სპეკულატიურად მოექცა ზოგიერთი ანტიეროვნული ძალა და პარტია -- საბოლოო ჯამში მაინც უზრუნველყოფს შემდგომ პერიოდში წინსვლასა და ეროვნულ კონსოლიდაციას...
ოპოზიციური ძალების გამარჯვება -- მცირე ბოროტების გამარჯვებაა!!!
დიდი ბოროტება -- სააკაშვილის რეჟიმია!!!დასავლური გლობალიზმი ისეთივე მტერია საქართველოსათვის -- როგორიც რუსული -- თანაც ბევრად უფრო ძლიერი, მდიდარი, გარყვნილი და გაქნილი...
სააკაშვილის გლობალისტური-ანტიეროვნული-კომპრადორული რეჟიმის მიერ ატეხილმა ყალბმა ნაციონალისტურმა (ანტირუსულმა) ისტერიამ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში -- ამ ისტერიის მიზანი არის არა ქართული ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ -- დამარცხება, ქართული ინტერესების ხარჯზე დასავლური და რუსული ინტერესების გამარჯვება ქართულზე...
რუსეთის სიძულვილმა არ უნდა დაგვაბრმავოს და არ უნდა დაგვაკარგვინოს ქართული ეროვნული მიზნების ხედვა, დასავლური გლობალიზმის საფრთხე...
* * *
This post has been edited by ბპგ on 10 May 2009, 18:21