მოდერები მაპატიებთ ამის სათქმელად ცალკე თემის გახნას, მაგრამ იმდენი უაზრო თემა გაიხსნა დღეს, რომ ამათ ფონზე ჩემი თემა ციური მანანაა

ერთი სიტყვით, ყველას გახსოვთ ალბათ გია გაჩეჩილაძის მიერ საკანში შესვლის პირველ თუ მეორე დღეს დაგეგმილი თარიღი - 9 აპრილი.
"აქ ვიჯდები მანამ, სანამ სააკაშვილი არ გადადგება. დავუშვათ, ავიღოთ რამდენი... რამდენი... 3 თვე ავიღოთ, აი 3 თვე დარჩა 9 აპრილამდე. ე. ი. პრეზიდენტის გადადგომამდე დარჩა 80 დღე".
და მთელი ოპოზიციური სპექტრის, 14 პარტიის სამოქმედო გეგმა აეწყო ვიღაც ნახევრადმომღერალის იდეაზე.
შემდეგ იყო საკნების ქალაქის იდეა, რომელიც ვერშემდგარმა ჩე გევერამ სასოწარკვეთის მიახლოებით მე-3 დღეს მოიფიქრა, როდესაც მიხვდა რომ ანონსირებულმა სტიქიამ იგი უბრალოდ გადააგდო.
და მთელი ოპოზიციური სპექტისათვის ეს იდეა გახდა ხსნა, სრული კრახის გადავადება, ძირითადი სამოქმედო გეგმა, სრული იგნორის წინააღმდეგ მოქმედი ერთადერთი იარაღი, შანტაჟისა და პროვოკაციის ძირითადი ინსტრუმენტი. და აღივსნენ სვარშჩიკნი სიხარულითა.
ამ დილით იყო და ამოდენა ხალხი უცნობის ერთ შეძახილზე გაემართა სამმართველოსაკენ და კი ნახეთ, რაც მივიღეთ.
რა ხდება - ვინ არის სინამდვილეში უცნობი? ოპოზიციის ტვინი? რუხი კარდინალი? უსაზღვრო ავტორიტეტი? მესია?
ეს თუ ყველა ჭკვიანი გყავთ, კარგად გქონიათ ბიძიკო საქმე!
Stupidity is infinite.
Stupidity is eternal.