tata-bata
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1790
წევრი No.: 18266
რეგისტრ.: 16-March 06
|
#13732625 · 7 May 2009, 00:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზუსტად ერთი წლის წინ, ჟურნალ 'ბომონდში' ანიაზე სტატია გამოქვეყნდა. განახლებულ, ყოველთვიურ, გლამურულ 'ბომონდში' - ვისაც არ უნახავს. ანამ - როგორც რესპონდენტმა და მე - როგორც კორესპონდენტმა, მორიდების გამო ეს აქ არ გავახმაურეთ. მერე ძალიან ვინანე და მინდა ახლა გამოავსწორო. მაშ ასე: ანა და მზე ჩემს მაგიდაზე ტელეფონი წკრიალებს. პატარა დისშვილი მირეკავს _ დედას არ ცალია, წამიყვანე მზიურში. _ რატომ, მაინცდამაინც მზიურში? _ მიკვირს მე. მერე მახსენდება, რომ პირველი ივნისია, ბავშვების დღე, რა გასაკვირია, გასეირნება მოუნდა პატარას. ვპირდები, გამოგივლი-მეთქი და ტელევიზორის წინ, პულტით ხელში შეუმჩნევლად მეძინება. სიზმრად ვიღაც გოგონას ვხედავ. წაბლისფერი თმა აქვს და დიდრონი თვალები. `ბავშვობიდან ვხატავდი~ _ ამბები ხშირად იწყება ასე. მინდა, სხვანაირად დავიწყო, მაგრამ ეს ამბავი მაინც ასე იწყება: ანა გოგუაძე ბავშვობიდან ხატავდა. ერთხელ, თავისი ნახატები მის ერთ საყვარელ ადამიანს _ ნინო ქათამაძეს აჩვენა. _ ფოტოების გადაღება არასოდეს გიცდია? _ ჰკითხა ნინომ _ მგონია, კარგად გამოგივა. ფოტოები! რატომაც არა! პირველ კადრად ანამ ნინოს ხელები გადაიღო. ხუთი წლის მერე ის გამოფენას მოაწყობს ერთ-ერთ კინოთეატრში, ფოტოების თემა ხელები იქნება. ხელი, როგორც _ მოდელი, ხელი _ პოზიორი, ხელი _ ფანტაზიორი; გამოფენა საოცარი გამოვა და ძვირადაც გაიყიდება, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს. მაგალითად, კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხოს ნოდარ დუმბაძის წიგნები. დუმბაძეს ყველა ვკითხულობთ, გადავფურცლავთ, გავხალისდებით და უკან, თაროზე დავდებთ. ანაც ასე მოიქცა, ოღონდ წიგნებს ცოტა სხვა თვალით შეხედა. _ ეს სულაც არ არის მხოლოდ გასართობი ამბები; ეს რაღაც სხვაა. ნოდარს მზიანი გულის მწერალს უწოდებდნენ, ნოდარმა მზიური დააარსა, მზიური, მზე, ნოდარი. ანა მზიურში მიდის, კიდევ ერთხელ მისეირნობს. მარტის თვეა. ეს ხომ ბავშვების კუნძული უნდა იყოს. სად არიან ისინი? არიან. კანტი-კუნტად, თითო-ოროლა. არა, ასე არ გამოვა. მზიურში ბევრი ბავშვი უნდა იყოს. თუნდაც, თოთხმეტ ივლისს, მწერლის დაბადების დღეს. ანას ბუნდოვანი იდეა უჩნდება და გადაწყვეტს, ეს იდეა ქეთის, ნოდარის შვილს გაანდოს. მაგრამ, რომ არ იცნობს?! სად ნახოს კოორდინატები?! _ გამარჯობა. ქალბატონ ქეთის სთხოვეთ. _ ქეთი აქ არ ცხოვრობს. გოგონა ისევ რეკავს. ბოლოს სასურველი პასუხი ესმის: _ ქეთი ვარ! ასე იპოვა ანამ ქეთი დუმბაძე. უბრალოდ, ტელეფონების წიგნი აიღო და ვაკეში მცხოვრებ ყველა დუმბაძეს დაურეკა. ფოტოებს, წლებია, იღებს. გამოფენები, დიპლომები, ჯილდოები _ არც ისე უცხოა მისთვის. ერთ-ერთ კონკურსზე დიპლომი გოგი გვახარიას პორტრეტულმა ფოტომ დაიმსახურა. ახლა `ბინა სტუდიაში~ გლამურულ ფოტოებს იღებს, მალე მათ გამოფენასაც მოაწყობს. ფოტოგრაფიაში მუდამ ახალ-ახალ საფეხურებს პოულობს. გადასაღები ობიექტებისთვის პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთებასაც აუღო ალღო და ფიქრობს, რომ _ არაფოტოგენური ადამიანი არ არსებობს! მთავარია, ისე გადაიღო, როგორც საჭიროა. ალბათ, ფოტოები იმიტომ გამოდის ასეთი. _ ეს მე ვარ?! რა ლამაზი ვყოფილვარ... _ მესმის რეპლიკა, ალბათ, არც ისე იშვიათი.
_ ზეიმი მინდა გავმართოთ _ უთხრა ანამ ქეთი დუმბაძეს, რომელიც `მზიურის~ დირექტორი აღმოჩნდა. _ თოთხმეტ ივლისს ბავშვები ქალაქგარეთ არიან, მოდი, პირველ ივნისს, ბავშვების დღეს დავამთხვიოთ, _ სთხოვა ქეთიმ. ასე მოაწყო, ჯერ კიდევ, თვრამეტი წლის გოგონამ `მზის ზეიმი~, რომლის მსგავსიც ჯერ აქ არავის გაუმართავს. ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ... `ეს ის ფრაზა, რომელიც მიყვარს _ ` დედამიცა ტრიალებს, მზე ანათებს, არ მოგერიდოს სახე შეუშვირე! პ.ს. მთავარია დაინახო...~ მესამე წელია, ივნისის დასაწყისში, `მზიურში~ დიდი ჟრიამულია, უამრავი ბავშვი და მათთან ერთად _ უფროსები ერთად მხიარულობენ, სწორედ ისე, როგორც ეს ნოდარ დუმბაძეს უნდოდა. გაიღიმე! _ ასეთი იყო პირველი ზეიმის დევიზი. რატომ, `გაიღიმე~? _ ეკითხებოდნენ ჟურნალისტები. იმიტომ, რომ შავი ფერებისა და მოღუშული სახეების დრო დამთავრდა. ახლა ჩვენ ბევრი, ბევრი ღიმილი გვინდა. მეორე დევიზი ეს ფრაზა იქნება! _ სიყვარული ყველგან არის, ჩვენ ვხედავთ მზეს! `ნინო ქათამაძე ბავშვს ელოდება. ეს ზეიმი, უპირველესად, ჯერ გაუჩენელ პატარას ეძღვნება. წლევანდელი დევიზიც _ სასწაული ხდება! _ ნინოსგან ავიტაცე~.
ანა კიდევ ბევრს მიამბობს, ირინა ლობჟანიძესა და დათო ხოსიტაშვილზე, მაია თაბაგარსა და მათზე, ვინც სულ მის გვერდითაა. მთავარ საქმეს თვითონ აკეთებს, სპონსორებს ეძებს, ყველაფერს ორგანიზებას უკეთებს და ემოციებით სავსე, ძლივს იძინებს. სხვა საქმეებში უამრავი ადამაინი ეხმარება. ვინ დაარიგებს ფერად დროშებს? ვინ გაანაწილებს ბუშტებს? ვის უნდა ჩაიცვას `მზის ზეიმის~ მაისურები? ინტერნეტსაიტ ფორუმ.ჯი-ზე გაერთიანებული ახალგაზრდები ამ დღეს პატარებზე არანაკლებ იხალისებენ. კონცერტი ბავშვებისთვის, ნახატების გამოფენა, ანსამბლი `ბომბორა~, სხვადასხვა საბავშვო წრეების თეატრალიზებული წარმოდგენები, ნოდარის ლექსების წაკითხვა, ახალი სათამაშო მოედნების გახსნა და მწერლის ოთხმოცი წლის იუბილეს აღნიშვნა _ ეს სიურპრიზების მხოლოდ ნაწილია. როგორც ყოველთვის, აქ დაპატიჟებულები იქნებიან ბავშვები, რომელთაც მზრუნველობა აქვთ მოკლებული. მათზე დღეს არა მარტო ანა, არამედ ბევრი სპონსორი ზრუნავს და ცდილობენ, დაასაჩუქრონ. მაააშ ასეეე, მზე ამოდის, ვიწყებთ გაღიმებას, დევიზი _ `სასწაული ხდება!~ ძალაში შედის. ანა გოგუაძე წელს მ ე ო თ ხ ე დ მართავს `მზის ფესტივალს~.
მეღვიძება. ტელევიზორში კადრები რატომღაც, გაჩერებულა და დიდი ასოებით წერია: ჩქარა! მახსენდება, რომ სინამდვილეში, დისშვილი სულაც არ მყავს, მაგრამ... რომელი საათია?მზიურში არ დამაგვიანდეს!  ___________________ 1505 user(s) aku, Mika Argentine, NAPSTER, [LoD]-Bagra, tata-bata, momo555, Omicron_Theta, San1, arabuli, bestic, KINGALAN, bagaa, revaza88, upfir, gege84, s7o7s7o7, ჰეისანი, iliadisi, katokato, UTUFURS, incarnation, _TEMO_, David V, batabano, rmcf, bubu1234, Corvin von Amber, 25boy, Georgian_90, peppe_N, dim78, temuxa, მამაო ენუქი, Zakharius, Kaifistka, Jacques de Molay, amorali, Sepo, TROJAN, acdachi, mоnоgamist, motoracer, Alonzo Mosely, kserks, deco5555, ROWAN ATKINSON, Amadeo, axlguns, numlock, Jebrail, taresha, puhi, voyage, Icewinds, datiko, Guivy, koleqtivizacia, Irakli.B, N/A, MATT_TUCK, mikho, aleko1990, gogach, nucha, Bavshvi, May21, kalebind, LELIN, Lo Janko, sindbad-name, vako_barca, elysian_blaze, kolxi2008, boo-ge, PEPE-5, Esthet-X, kisa1, ia_Baggins, Malekit, DoNi, Chielini_21, sandy, ANTIRUS, საბუშკი, koka10, X-spamer, ako1409, trance maniak, Tarash emxvari, Kok, NEMSO, TreZoRA  , Laegel, prince_meo, ertidaori, oddo, masterofmasterss, Do-re-mi, Zubastik, qapqiana, Member, iraklioni, Reckoner, sindiofalacheqmebshi, Bella Moretta9, EXfizikosi, Ask Jeeves, Melisa, DINAMOFAN, mtieli 70, majlajuna, Starsailor, Chieftain, irinol-ka, BettingExpert, iZako, jellyboss, წრაწიკიჩი, Mumakil, B_A_L_U, iverson, miss_pepsi, DavidKh, kanchaveli, Andy_Kaufman, eleeen, _XuCo_, Woland3D, kirkita123, marta007, penala, chikitazzz, Iashka1979, misha2005, Morbid Angel, mrgizmo, DrAcid, Dexter_Holand, abirvalg, hondacbr, GLADI, Va_, Hounddog, tunguska, Lukrenci, kardu, Marlboro™, kactus, TnD, teka_0777, GoogleBot, kid, Judas Iscariot, joao, nikode, kotuna, mamuka87, QsO, Makumba666, neitraluri, ქართველო, vercxli, erfiro, gears, L-E-O-N-I, Irakli, ZuBik, GVS, mnm_221, DINNER, NBA509, _LEONCIO_, iviko, ტეტრის, mari19, GRIM, PREDATOR, qaz, N&T, maradiora, LA_NY, <DADA>, mangia, irakli1, ladolado445, filth, speed, MrDevil, AGRADO, rupoti, misha1, POMPADOUR MADAM DE, geo_jackpot777, leviso225, paranoid, theaeka, გიოო, sakvananji, laci, Robin Hood, nikol_ozi, დღნერებო, The Undercover Man, 713, thor, z@z@, baudolino, Culer10, სპორტი, @@kato@@, licemer, D17, Andro_forza juve, Roy!, getamaan, LIKA-KHATIA, Saturn, svansky, kotekh, ChillOut, Ctrl Alt Del, Castro-Urdiales, ვირჯინია, anatexa, nikusha111, SAN-627, normana, Qotani, tradi, scarf, Joker+, megre, t-mustaevi, Bizzy, Beroname, engureli, gioexcess, ilove_ipod, DaveLuc, DOCTOR_N, pteranouka, remedeos, RACKER, erekleur, sandro545, ildarrrr, karela, shuma89, darkmanx89, kavkazski_lev, შევარდენი1906, LV-426, kotorashvili, Eneas84, Rocky Racoon, Berlioz, მროველი, dj-barca, kokito777, MR_OZIKA, witcher, pata, WOO, delpo, ბობიკა, GUGA GUGA, ira rava xar, powerxaxvi, AmaZulu, nikalashka, katie_k, salamander, storage, zura-bi, Otka, GUCI, metro123, Gisele, ///M-POWER, irocz, anarxisti, zvio89, Pornotika:)), LUNA102, mustafa_ibrahim, kataxxl, terminal1945, Georgia, Olivera, pakuna16, Nerzul, qato, rachveli1, irakli88, Manchester United, giooobibiii, ElGeorgia, Tanjo, tikoroma, Ballack*, main-teresebs, xvicha_turtlesi, Votren, Devastator, ღმ1, Vaxtanga, †††MasterHell†††, naele, davigale1, მ.დ.უ, merkvila3, SOULFUL, diakoni, masho_masho, prologic, __FLASH__, DEPO, Generali777, Zorg-ge, SmugGleR, Stason, internazionale, niniaa, nodi_ts, _kutaiseli_, ViruSx, STALKER-GG,, FAQ2, naina25, WelcomeBack, Perfect_Circle, Leprecon, Barklai, სკაინეტა, Erskine, nadusa, giorgi-alonso, Cousteau, compfreak, Futurist, Gaius_Lucrecious, jonathan, MASU, nordmann, bazuka, miumiu, WenDigO, diego, D_E_M_O, avlabar777, gvamer, The Game N.W.A., iliax, gabesa, u t a, shrek777, Death Bringer, ქეთო, ML 2002, Interista, giotodu, Anie, crazy_lady, TEZI, SCO, BLACK METAL, GT, milanist, Armor, bassbomber, maknatuna, sopo5555, anara, data_data_data, -KiMi-, KR@ZANA, benjamen glonti, temo555, tea_nita, GioMac, Luciferion, silver_ranger, LUKA-BRAZI, UZUL, Nikoia, non, bimna, NATIKA, ShotaSB, მსტოვარი, Fatu Hiva, e_brudo, REGINALD AUBREY FESSENDEN, punisher 11, Melhior, @SOPO@, Afsarosi, RTR, Nevermind, qwerty, ddavidson, Pragmatic, arvedui, gogilord, shaim, After rain, hammoonnf, GeorgianFan, My Name, bgmaster, ninika11, GeoWolf, tsula7, lashadzia, IRMA_lo, Khvanchkara, druncha, goodrich, Question, miqela13, bachana, radiohead_lover, kursebeli41, Naigtmare, chombe, kapuje, HITR, Ajaccio, Dato-Tolordava, grigola0507, Chaosphere, uvargisi, nanana, ucha68, sofka_razma83, GG74, ერთი, =jevrie=, samani, antosia, yru losi, nat_nat777, daviti505, ninuca, mind_auger, PuMa, WaTeR, giogi, playparanoid, duche, kaxelooo, Baal, edo_lemon, killerbike, BlackGlance, Lomes, COTZ, GEORGIA00995, Read-only, Voyager, MyChemicalRomance, gochino80, begelaaa, taktakuna, dime, nik_sabashvili, nini_blini, MRAVALJAMIER, LARSI, sul2, cartman, kila, Noe Ramishvili, paz, qorda, addicted, Te0, sexi-bicola, BOOGIE_STYLE, Nikalaus, BeNdeLiAni, zura08, Bootabang, J i j I, MrFenix, Malkiades, 40lari, -LN-, E-36, TooCrazy, achiko1972, hmmm, ika-farfata, zgarbi, jkjkjk, 56t56, lukito, miss_n, lev@ni, Qimikos, mixa, Evil_Alcoholic, A_V, defaultuser, Beatrice Hinkle, Ni-No, Ne$iko, _GHOST_, tifoza, berela, Manchester., marikuna1990, hermann1986, Valentine, Doctor Johanson, brenda, s12345, bacho22, alibaba2008, Anarchisti, teonala, thug, neon, nantes, mevarazazeli, ნოა, aka707, izabel, Herz0G, geograp, datva, qeto08, leon3, ernesto, ana_nushka, gc84, Koala, pompolino, BRABUS-G500, Pretorian, Memento__mori, Elbereth_Gilthoniel, axali NY, neox, saluqa, shvelieti, anano77, beshqena, S_H_I_N_Y, teacher, nikoloz__16, Odinson, MonteCristo, KalaSha1, FC BARCA, თელიფინუ, Slayer_oIo_U, balu_saba, natka2122, nastie, BIG_EGO, datka123, maxo_maxo, koshogio, bancala, zaziki, lomu, machaxela, WIKINGI75, Sunrise, webtura, MjaviTo, Ostati, triumpi, vatman, crusader, NK-407, Nika.1, vvinston, Sinope, Mercedes CLK, gegach_juve, Forsaken, Sophist, abonenti, mekvle, GIOXxXGIO, Peppi, dato2007, aikevich, kokako7, Perpetuum_Mobile_Project, ms_javaxa, zigota, Qlunchxi, fiurer, ZEVSI, mastersoft, iviko18, mcnamara, Pirali, Sattelite, soier212503, LEKS86, westsider, Tenno, tarabua, lizi11, log in, Lily, OldSantos, TrancedForLife, CUMPNOU, GEO001, Avidadrenaline, myname_myname, multimedia-64, most wanted, majorante, KERE, abucom, Man With a Movie Camera, Olaizola, GMP, TetaFiesta, MrHERCULES, love_u, Lifeisgood, Soft_Eject, Dave, giorgi33, AMD64, mamuka-SRV, PoderShileno, Mallula, mxeci, jidoo777, nokia7610, NAVARA, Corupted, natataaa, falestra, datosepar, zura1, 777, SYSDBA, ninia24, phenom animal, Venera, Mateo Falcone, amigo, DIDOSTATI, krematori, TorrentMann, GIVI EVO III, დავი, callins, saturnine, Ramzes_The_Greatest, teakooo, შაბეშა, sab100, BUBBA, shansman, benduqidze, Starfucker, bell, fan_belgia, gurji-19, SXS-077, CHISARA, kathreen, geomen, wolfdale, svanchika, MadFan, წრიპა, rainy, Vikingi_Odin, psyxo, simpson, juansher, Caqtus, sinermen, noname-111, Lamer_07, adisabeba, irakli_kaishauri, SPC, I-K-A, malvina12, Howl, G-MAN, imbalance, Eeyore, TomWaits, frenologi, efe, lenmari, Hahnne, laluka18, A_R_E_S, meamboxe, teo_charkviani, marika717, fasko, Patkach, cszone, Dembella, Tamara777, გამვლელი, Ustara, banuka, ani7777, მასკა, ni_ca, *tamtam*, lukbeson, bockuchava, ShadowCat, DaTval, chinchobarabancho, zaxara27, WEB-Camera, Zyklon, m-009 Show detailed by: Last Click, Member Name Today's Birthdays 29 members are celebrating their birthday today Classsic Girl(28), Anton(34), nukribest(37), ბპგ(64), O.Henry(33), baluvera(28), აჩი(31), ჰეისანი(38), GiG(27), baltazar_kosa(44), COOL_ZERO(23), Scrat4(26), NBA_liver(20), მადეირა(37), deputati(91), Sigmund_Freud(53), golskin(32), ele96(13), /// RiDER(21), levaniko9006(20), zozo(18), king depress(32), stivzi(19), ხუტა(44), GaySan(38), JAXIAVELII(24), LichGuarD(100), GREGRE(17), Lost-ele(13) This post has been edited by tata-bata on 7 May 2009, 01:02
|