ასეთი თემის გახსნის იდეა მომივიდა, ჩემი და მოდერატორ rekuso-ს მიერ ვიდეოების დადების შემდეგ კოკოლინას თემაში, გვახარიას გადაცემის შესახებ.
აქ დავდებ ხოლმე მოკლემეტრაჟიან ფილმებს, მუსიკალურ ალბომებს, ფოტოგრაფების და მხატვრების ნამუშევრებს, როგორც მეინსტრიმი ასევე ანდერგრაუნდი. (ეს უკანასკნელი უფრო მაინტერესებს მე პირადად)
აქვე თემაში ვიწვევ მოდერატორ rekuso-ს, ვინაიდან ის ძალიან კარგად არის გარკვეული ამ ამბებში. როცა ეცლება იმედია რამეს დადებს
ამყევით ხალხო! გავავრცელოთ ვირუსები

მარტო "მიშა მაგარია" და "გრეჩიხა ერის მამაა" თემები ძალიან მომბეზრდა.
იმედია ეს თემა პოპულარული არ იქნება.
ვიწყებ ძალიან მაგარი სლოვაკური Industrial ჯგუფის, ლაიბახის 1994 წელს გამოსული ალბომით, სახელწოდებით NATO
Laibach - NATO (1994)აქ წაიკითხავთ ინტერვიუს, ჯგუფის წევრებთან. ძააალიან საინტერესო ინტერვიუა და ვისაც გაინტერესებთ ჯერ ეს წაიკითხეთ და ალბომს მერე მოუსმინეთ. ეს კი ერთი გენიალური ვეში სხვა ალბომიდან (მოგვიანებით დავდებ). სიმღერის სახელწოდებაა "რუსეთი"
ეს ალტერნატიული მუსიკაა და ყველაფერს პირდაპირ ნუ გაიგებთ, მითუმეტეს Industrial კულტურაა
აბა, დაიქოქა თემა!