http://family.love.geეს არის ექსპერიმენტალური პროექტი პირადად ჩემგან, არანაირი კომერციული ინტერესი პროექტში არ არის და არასოდეს არ იქნება(როგორც ყველა სხვა ჩემს პროექტში, წიპერ ვი ზნაიწე რატომ მაცვია 1 დახეული და დალატკავებული შარვალი მესამე წელია...) ჩისტა ახალი ექსპერიმენტის გამოცდის სურვილი - ასე რომ თავს რეკლამის უფლებას მივცემ, ტიმი მომიტევებს.
იდეა დაიბადა მარტივად, "ცოლიანი კაცი" ვარ უკვე მე-... მე-8 წელია... პრავდა არა ერთი და იგივე ცოლთან

ხოდა პრაქტიკამ და სხვებზე დაკვირვებამ აჩვენა მარტივი და მუდმივად განმეორებადი პრობლემა: ვინ გაიტანს ნაგავს (ან როდის გაიტანს - თუ გარკვეულია ვინც), ვინ მოიტანს საჭმელს, ვინ მოადუღებს ყავას, და შედარებით "პროგრესულ" ოჯახებში პლიუს კიდევ "ვინ დარეცხავს ჭურჭელს" (და ისევ - როდის დარეცხავს...) როდის გამოცვლი გადამწვარ ნათურას ლიუსტრაში, როდის წაუღებ უთოს ხელოსანს, სად არი დაპირებული ხორცის ბულიონი - მთელი დღეა სამსახურში ვზივარ და ვოცნებობ რო სახლში მოვალ და ბულიონი დამხვდება... და ა.შ. და ა.შ. და კიდევ ა.შ. გაუთავებლად. და რეალურად რამდენი პროცენტია ასეთ ერთი შეხედვით მარტივ და რუტინულ პრობლემბის გამო დაგროვილი აგრესია როცა წყვილები იშლებიან - ხუი ზნაეტ.
ხოდა მილიარდ ნახევარი ჯიჯღინის, ჩხუბის, მაგიდაზე მუშტების ბრახუნის, ისტერიკების, აკრძალვების, დაპირებების(რომლებიც იასნია არ სრულდება ორივე მხრიდან) - თავის თავად მომწიფდა იდეა - მარტივი რევარდების სისტემიანი ორგანაიზერ საიტი. რომელიც ზუსტად საშუალებას მისცემს წყვილებს რამენაირად "გაათანაბრონ" ის რასაც ორივე მხარე აკეთებს, ანუ ერთი იძახის ჭურჭელს სუ მე ვრეცხავ, მეორე იძახის სუ მე ვმუშაობ და რაღაცნაირად შედარების საშუალებაც კი არ არის რომელი უფრო მნიშვნელოვანია... ამ საიტით კიდევ მე ვეცადე შემექმნა შეფასებების სისტემა, თამაშის წესები და რევარდების გამოყენების მექანიზმი ისე რო ეს ყველაფერი საინტერესოც იყოს და გასართობიც.
საიტის იდეა მდგომარეობს შემდეგში:
რეგისტრაცია ხდება ოჯახის ერთიანად. ერთი პაროლით - რაც მნიშვნელოვანია - ამაზე ქვემოთ.
თქვენ თქვენთვის (ან თქვენი მეუღლე თქვენთვის) ქმნით მარტივ, სტანდარტულ დავალებას, რომლის შესრულებისთვისაც იღებს საპრიზო ქულებს. რაც მთავარია - თქვენს მიერ დავალების შესრულება/არ შესრულებას წყვეტს და საიტზე ადასტურებს თქვენი მეუღლე, და თქვენ უმოწმებთ და უდასტურებთ მას მის დავალებების შესრულებას.
ასე გიგროვდებათ ქულები რომლებიც მერე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი მეუღლესათვის რაიმე არა სტანდარტული დავალების შესასრულებლად (მაგალითად მაცივრის ყიდვა და მოტანა - არ არის სტანდარტული დავალება, ატმორის დამონტაჟება - არ არის სტანდარტული, ბავშვების ზოოპარკში გასეირნება - არ არის სტანდარტული და ა.შ. - სტანდარტული დავალებების სია ჩამოთვლილია საწყის გვერდზევე) - თუ ის ამ დავალებას შეასრულებს - თქვენგან იღებს შესაბამის რაოდენობა ქულებს, თუ არ შეასრულებს - თქვენ ქულები გიბრუნდებათ "ანგარიშზე" - ის კი ჯარიმდება.
საბოლოოდ საიტზე ჩანს თქვენი მთლიანი ოჯახის საერთო ქულების რაოდენობა, ანუ აქტივობა და მონდომება. მომავალში შესაძლებელი იქნება ქულების რაღAც დიდი რაოდენობების ფასად სხვა ოჯახებს დაავალოთ რაიმე.
საიტი მთლიანად ჩამოყალიბების და შექმნის პროცესშია, იდეურადაც და ტექნიკურადაც, ეხლა ვიგონებთ და ეხლა ვაკეთებთ, ასე რომ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ამ სფეროშიც.
ვიმეორებ:
ეს "თამაში" არის მხოლოდ იმ წყვილბისთვის რომლებიც უკვე მივიდნენ იმ სტადიაში როცა ყელში ამოუვიდათ რუტინულ თემებზე კინკლაობა, თამაში გათვლილია წყვილებზე რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ურთიერთობის უნარი და შეუძლიათ დაილაპარაკონ ადამიანურად და გადაწყვიტონ უნდათ თუ არა ასეთ თამაშში მონაწილეობა.
ნუ გამოიყენებთ თამაშს თქვენი მეუღლისთვის რაიმე ისეთის დასავალებლად რასაც ის არასოდეს არ გააკეთებს (ნუ დაავალებთ თქვენს ქმარს მაინდამაინც საცივი გააკეთოს - თუ ის ამას არასოდეს არ აკეთებს) - საიტის მიზანია შემოიტანოს ცოტა დამატებითი მოტივაცია სიზარმაცის დასაძლევად, პრობლემებში რომლებზეც თქვენ უნდა დაილაპარაკოთ და გადაწყვიტოთ ვინ რას აკეთებს ოჯახში - ვებსიატი ვერ მოგეხმარებათ.
პ.ს. ერთ ოჯახად რეგისტრაციაზე და საერთო პაროლზე:
ერთმა მკითხა ეგრეო რაღA აზრი აქო, შევალო ჩემი ცოლის იუზერითო, ჩავითვლიო ყველა დავალებას შესრულებულადო და ეგა ვარო - ვიმეორებ - ეს არ არის შეჯიბრი თქვენ ორს შორის, ეს არის მცდელობა ის რაც რუტინაა - გადააქციოთ მხიარულად, შეძლებისდაგვარად, თუ თქვენ არ შეგიძლიათ გულახდილობა და პატიოსნება ოჯახის შიგნი და თამაშისადმი სწორი დამოკიდებულება - დაჭამეთ ერთმანეთი საიტის გარეშე პლზ.

მომავალში იქნება "ოჯახური ჩატი" პირდაპირ სიატზე
პატარა პროგრამა რომელსაც დააყენებთ თქვენს კომპოუტერზე და შეგახსენებთ ხოლმე დავალებების შესახებ.
ოჯახური სურათების ატვირთვის საშუალება და მოკლე ისტორიების მოყოლის საშუალება.
ყველაფერი ეს მხოლოდ დარეგისტრირებული ოჯახებისათვის.
This post has been edited by Cyborg-Mcloud on 20 Apr 2009, 22:16
Жизнь - смертельная болезнь, передаваемая половым путем.
"ავღანეთია და იობანი ვროტია" (c) Zyklon
ჟოპოზიციონერთ მოძულე ანტიმიშისტი
ამ ქვეყანაში ქალიშვილების 90% იმიტომაა ქალიშვილი, რო მაგათ პროსტა არავინ მოტყნავს (c) Kissie