Aston Martin-მა პირველი კუპე „ააწყო" - One-77

Aston Martin-ი კიდევ 76 ასეთი ავტომობილის შექმნას გეგმავს. თითოეული მათგანის ფასი კი სავარაუდოდ 1.5 მლნ ევრო იქნება. პირველი ბედნიერი კი წლის ბოლოს მიიღებს საკუთარ ავტომობილს.
Aston Martin-მ აჟენევის ავტოსალონზე ბევრი ისაუბრა ახალი სუპერ-ქარის - One-77-ს შესახებს, მაგრამ მისი ზარზეიმით გამოყვანა მხოლოდ 2009 წლის ავტომობილების სილამაზის კონკურსზე სახელად - Concorso d'Eleganza Villa d'Este - მოხერხდა.
აღნიშნული ავტომობილი One-77-ს პირველი „ცოცხალი" ეგზემპლიარია. სილამაზის კონკურსის მონაწილეები სიამოვნებით ტკბებოდნენ 7.3 ლ-ნი V12-ს ხმით და პირადად ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეფასებინათ ინტერიერის გაწყობის ხარისხი თუ მატერიალები. დამერწმუნეთ, ყოველი მათგანი იოლად დარწმუნდა, რომ ყველა მომხმარებელი, რომელმაც ავტომობილის ნახმავდე შეიტანა საწყისი საფასური - 250 ათასი ევრო - მანქანის „დასაჯავშნად", სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და არცერთ მათგანს იმედგაცრუება არ ელოდა.

ალუმინის ჩანართები და ნახშირბად-პლასტიკატი - რალის შესაფერის სტილშია გამოყენებული. „პადვესკა" ორ ჯვარედინა ბერკეტზე ჰორიზონტალურად განლაგებული ზამბარებითა და ამორტიზატორებით - აგრეთვე სპორტუი სამყაროს გავლენაა. ამორტიზატორების მახასიათებლების ცვლილება რეგულირდება სარქვლების მართის სისტემით - Dynamic Suspension Spool Valve (DSSV), რომელიც პირველად გამოიყენეს სამგზავრო ავტომობილში. ყოველი კუპის „პადვესკა" სპეციალურ გადახალისებას დაექვემდებარება ქარხანაში მფლობელის სურვილის მიხედვით - იმის მიხედვით კომფორტული კუპე უნდა მას რომ ჰყავდეს თუ სპორტული.

ინტერიერი ასტონისათვის უჩვეულო სტილშია შესრულებული. ცენტრალური კონსოლის შუაში მოძრავი ეკრანია მიყუჩებული.
ატმოსფერული ძრავის ავტომობილის უკეთესი მდგრადობისათვის უკანა ღერძისკენ დაწიეს - ახლოს ცენტრთან და 100 მმ-ით დაბლა, რაც სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევას შეუწყობს ხელს.

მაყურებლებს ახალი Aston Martin-ი მოეწონათ. მათი აქტიურობის წყალობით მოდელმა „კონცეპტი და პროტოტიპი" - ნომინაციაში გაიმარჯვა.
700 „ბედაურის" წყალობით ლამის 1.5 ტონიანი ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.2 წმ-ში კრეფს. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ გახლავთ. ძალური აგრეგატი სპეციალურად ამ მოდელისათვის შექმნილ 6-საფეხურიან „რობოტთან" ერთად მუშაობს. გადაცემათა შეცვლა, ტრადიციულად, საჭის ქვეშ არსებული ღილაკითაა შესაძლებელი.
ძრავი Aston Martin-ს წინა მოდელების 12-ცილინდრიანი აგრეგატის ბაზაზე შეიქმნა Cosworth-კომპანიასთან ერთად.
http://drive.ge/index.php?m=270&newsid=421
Vorsprung Durch Technik...