#13894998 · 18 May 2009, 19:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რაშია ეხლა საქმე.
11 დეკემბრიდან ვიმყოფები აშშ-ში. ვწავლობ. საქართველოში არ ვარ უბრალოდ ადამიანი, ვარ პიროვნება, რომლისგანაც ბევრ რჩევებს იღებენ და ა.შ. საქართველოში მყავს უამრავი მეგობარი, ძმაკაცი. ჩემი შეყვარებულიც მანდ არის, ძაღლიც.
ისე გამოვიდა, რომ 6 წლის რომ ვიყავი დედაჩემს მოუწია ნიუ იორკში წასვლა. ფაქტიურად, 13 წლამდე მე ის არ მინახია და ბებიაჩემმა გამზარდა. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ ბებიაჩემს უდიდეს პატივს ვცემ. მან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის რაც სათანადოდ ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის. ჰო და საქმე იმაშია, რომ ისიც იქ არის.
დედაჩემი მამაჩემთან გაშორდა, ჩემს დაბადებიდან 2 წლის შემდგომ. სწორედ 13 წლის რომ გავხდი დედაჩემმა ახალი ოჯახი შექმნა. ეხლაც ჩემ ახალ მამასთან და დედასთან პლიუს ძმასთან ვცხოვრობთ. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ არ ვარ მიჩვეული ოჯახთან ცხოვრებას. თავს უცხოთ ვთვლი ჩემივე ოჯახში.
ისე მინდა სახლში რომ ვერც კი აგიხსნით. ყოველ დღე მაგაზე ვფიქრობ. მაგრამ ერთი რამე მიშლის ხელს - სწავლა. უნდა ვისწავლო. იქნებ რამეთი დამხმაროთ, თორე ყოველ დღე დაგრუზული დავდივარ.
უდიდესი მადლობა
--------------------
"რა დედის დღვნებზე მიდგა საქმე?; დემოგრაფიულ პრობლემას წყვიტავთ?" (c) OtherWorld "მეგა პიზდეცები ემართება ამ ფორუმს" (c) Mama_Basili "რადიოს თავისი მუღამი აქვს" (c) BettingExpert
|