http://www.guardian.co.uk/uk/2009/may/12/g...ist-death-crashიცოდით? და საერთოდ ვინაა ნათელა გრინინა? გაგიგიათ ეგეთი ვინმე?
საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა ნათელა გრინინამ 2005 მარტში ავარიაში მოკლა ველოდიპედისტი (30 მეტრზე მოისროლა დაჯახებისას), მიიმალა და შემდეგ მანქანა გაყიდა იბეიზე.
გრინინა პოლიციამ აიყვანა 2005 ნოემბერში და განუცხადებია, რომ ავარიის ღამეს ძმამ დამირეკა მოსკოვიდან დედა ცუდადააო და სასწრაფოდ გადაფრენილა მოსკოვში.
ასევე განაცხადა, რომ იმ დღეს იმყოფებოდა ლორდებთან პარლამენტში და იგი მიუყვანია პიროვნებას, რომელმაც შემდეგ მანქანა ითხოვა მისგან თუმცა უარი თქვა ამ პიროვნების დასახელებისგან.
ბრალმდებელმა უთხრა სასამართლოს, რომ გრინინას მეგობრის ჩვენებიდან, გრინინა უნდა დახვედროდა მეგობარს აეროპორტში, თუმცა გრინინა საფრანგეთში აღმოჩნდა მოულოდნელად.
წინა ჩვენებაში გრინინამ დაასახელა პიროვნება რომელმაც მანქანა ითხოვა მისგან, როგორც გიორგი გიგეიშვილი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ვესტმინსტერის ხიდიდან გადახდა 2005 ივნისში. პოლიციის გამოძიებამ აჩვენამ, რომ გარდაცვლილი არ ატარებდა მანქანას ინგლისში და მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა 11 მარტს მანჩესტერში (გრინინამ რომ კაცი გაიტანა ის დღე).
გრინინა, მოსკოვი, რუსული გვარი, საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, მკვლელი, მატყუარა, გარდაცვლილზე ხელების შემწმენდელი..
საიდან ნახულობენ ამდენ ვიგინდარას ჩვენი ხელისუფალნი?