ენდრიუ ჩეტლის ბესტსელერიდან ,,პრობლემური წამლები"
სრულად იხილეთ
http://medgeo.net/?p=1297ჩვევების ჩამოყალიბება მთელი სიცოცხლის განმავლობაში
ახალშობილებს და ბავშვებს ხშირი, მაგრამ ჩვეულებრივ მსუბუქი დაავადებები ახასიათებთ. ხშირი ავადმყოფობა ადრეულ ასაკში იმ ბუნებრივი პროცესის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებას. ჩვეულებრივ, ეს მსუბუქ ფორმაში მიმდინარე ინფექციები, ხელს უწყობენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას გავრცელებულ დაავადებებთან საბრძოლველად.
სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ამ დაავადებების დროს წამლების ფართო სპექტრის მიღება? საღი აზრი გვეუბნება, რომ არა. მაგრამ, როგორც წესი, „ახალშობილებსა და ბავშვებს ძალზედ ბევრს წამალს აძლევენ“ [1]. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, არ არის გამორიცხული, რომ ბავშვებისათვის გამოყენებული წამლების ორი მესამედი ნაკლებეფექტური ან საერთოდ უსარგებლოა [2].
ასეთი არასასურველი მოქმედების ერთ-ერთი მიზეზია იმის გაუცნიობიერებლობა, რომ „ბავშვები - პატარა მოზრდილები არ არიან“ [5]. მათი ორგანიზმი წამლებზე უფროსებისაგან განსხვავებულად რეაგირებს. მაგალითად, მათ დაქვეითებული აქვთ ნივთიერებათა ცვლა; ჰემატოენცეფალური ბარიერი განსაკუთრებით იოლად განვლადია ახალშობილებში, ხოლო ღვიძლი და თირკმელები ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია, და შედეგად წამლები ორგანიზმიდან უფრო ნელა გამოდიან [6]. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლოშობილებსა და ბავშვებს, დიდებთან შედარებით წამლების უფრო პატარა დოზები ესაჭიროებათ. საჭირო დოზირების შერჩევისას, ჩვეულებრივ, ითვალისწინებენ ბავშვის როგორს ასაკს, ასევე წონას [7].
ბავშვებში წამლების არასწორად გამოყენების ზოგიერთი ტიპიური მაგალითი
1. ანტიბაქტერიული პრეპარატები ზემოსასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს;
2. სურდოს დროს შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები (რომლებიც ხსნიან სისხლძარღვოვან რეაქციასა და ქსოვილების შეშუპებას);
3. დიარეის (ფაღარათის) სამკურნალო წამლები;
4. ღებინების დროს პერორალურად მისაღები ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები;
5. მაღალი სიცხის დროს ანტიპირეტიკების (სიცხის დამწევი მედიკამენტები) მიცემა;
6. ღამეული ენურეზის დროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
7. ძილის დაღვევების მქონე ან ჰიპერაქტიურად მიჩნეული ბავშვებისათვის სედატიური (დამაწყნარებელი) საშუალებები;
8. სპაზმოლიტიკები მუცლის ტკივილის დროს;
9. მადის სტიმულატორები.
წყარო: Rylance, G. (ed.), Drugs for children, Copenhagen, WHO, 1987, p.11
დიარეის (ფაღარათის) საწინააღმდეგო საშუალებები და სურდოსა და ხველების წამლები
ამ ფაქტების მიუხედავად, ბავშვებს ხშირად მიიჩნევენ მედიკამენტებით მკურნალობის შესაფერის კანდიდატებად, განსაკუთრებით კი რეცეპტის გარეშე გასაცემი წამლების გამოსაყენებლად კუჭის აშლილობის, სურდოსა და ხველების დროს - იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც არ საჭიროებენ ფარმაცევტულ მკურნალობას. ბაშვებისათვის ასეთი სახის წამლების ბაზარზე გამოტანას ასევე შორსმიმავალი მიზანიც აქვს - შემდეგი თაობისათვის შეიქმნას წამლების მომგებიანი ბაზარი. დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ჩვევით - მიიღონ არასაჭირო წამლები, თავისით გამავალი მდგომარეობების გასაადვილებლად, მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდი თანხებს დახარჯავენ წამლების შესაძენად.
ყოველწლიურად ფაღარათის დაავადებებისგან ოთხი მილიონი ბავშვი იღუპება [12]. პერორალურ რეჰიდრატაციულ თერაპიას, რეგულარულ კვებასთან ერთად, შეუძლია თავიდან აგვაცილოს ამ სასიკვდილო შემთხვევევების ყველაზე, ცოტა ნახევარი მაინც, თითოეულ ბავშვზე 50 ცენტზე ოდნავ მეტი ხარჯით [13]. „ანტისაფაღარათო პრეპარატები არაეფექტურია და მათ შეუძლიათ გაახანგრძლივონ ფაღარათით დაავადება. ის არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, და მარტივია რეალური თერაპიული მიზანი: წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება... ისეთი წამლები, როგორიცაა ლოპერამიდი (იმოდიუმი) და დიფენოქსილატი, არ უნდა მიეცეს 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს“ [14]
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა სასუნთქი გზების ინფექცია. „ბავშვებში ინფექციები უმრავლესობა ვირუსებითაა გამოწვეული და არ მოითხოვს სპეციალურ მკურნალობას - ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბავშვი თვითონ გამოჯანმრთელდება“ [15]. ეს განსაკუთრებით ეხება გაციებას: „გაურთულებელი გაციებითი დაავადებები, თუნდაც მათ მაღალი სიცხე ახლდეს, არ საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ ჩარევას“ [16].
სურდოს საწინააღმდეგო მრავალი პრეპარატი შეიცავს ჰისტამინს, რომელსაც სედატიური ეფექტის გამოწვევა შეუძლია. ამ პრეპარატების რეკლამაზე მძინარე ბავშვია გამოსახული, რომელსაც მშობლები, განსაკუთრებით კი დედა, შვებით შესცქერიან. ამ რეკლამის პირდაპირი აზრი შემდეგში მდგომარეობს - მზრუნველმა და მოსიყვარულე დედამ თავისი ბავშვს წვალება გაუადვილა; მაგრამ მისი ფარული ქვეაზრი კი ისაა, რომ მისცა რა დედამ ბავშვს ასეთი სახის წამალი, თვითონაც შეუძლია მოისვენოს. ხოლო რადგანაც ანტიჰისტამინებს ხშირად ხანგრძლივი შემდეგმოქმედება ახასიათებთ, მათი ეფექტი შესაძლოა შემდეგი დღის ნახევარზე მეტ ხანსაც კი გაგრძელდეს, რაც შესაძლოა ბავშვისათვის კუნთების კონტროლის, მოძრაობის კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის გაძნელებაში გამოიხატოს. სურდის საწინააღმდეგო მრავალი პოპულარული წამლის სხვა კომპონენტმა - შეშუპების საწინააღმდეგო ფსევდოეფედრინმა - შესაძლოა ძილის დარღვევები და კოშმარები გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი უმცროსი ასაკის ბავშვებში.
ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკები - ეს ბავშვებისათვის ყველაზე უფრო ხშირად დანიშნული წამლებია. 1986 წელს აშშ-ში 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის 57,8 მილიონი რეცეპტით გამოწერილი წამლების დაახლოებით 35% სწორედ ანტიბიოტიკებზე მოდიოდა. ამასთან, ანტიბიოტიკები ხშირად არამიზნობრივად გამოიყენება [19]. ისინი არ შეესაბამებიან ვირუსული ინფექციების მკურნალობას. და რადგანაც ვირუსები იწვევენ კუჭის აშლისა და რესპირატორული დაავადებების უმრავლესობას - ბავშვებში ამ 2 ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას, ამ მდგომარეობაში ანტიობიტიკების გამოყენების თეორიული აუცილებლობაც კი არ არსებობს. მაგრამ, ამ შემთხვევებში, პრაქტიკაში ანტიბიოტიკები ძალიან ფართოდ გამოიყენება.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და სიცხის საწინააღმდეგო წამლები
ბავშვებში, უმეტეს შემთხვევებში, ტკივილს მწვავე ხასიათი აქვს და წამლებით მკურნალობას არ საჭიროებს.; ის წარმოადგენს ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციისა ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების შედეგს. ბავშვურ ასაკში პერიოდულად წარმოქმნილი ტკივილები - თავის ტკივილი, სპაზმები მუცელში და ტკივილები კიდურებში - იშვიათად საჭიროებენ წამლების მიღებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ იწვევს დაავადება ან მდგომარეობა, რომელთა დროსაც ფარმაკოთერაპია აუცილებელია.
ახალშობილებში მაღალი სიცხე, „როგორც წესი, ჩნდება ვირუსული ინფექციის შედეგად“ და ჩვეულებრივ, ფარმაკოთერაპიას არ საჭიროებს. ამ შემთხვევებში, საუკეთესო შედეგს იძლევა ბავშვის გაშიშვლება, მისთვის ჰაერის ნაკადის შებერვა, და თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია - გრილი ღრუბლით სხეულის ნაზად დაზელა [22].
დიდი ხნის განმავლობაში, ტემპერატურის აწევა ჯანმრთელობისათვის საზიანოდ ითვლებოდა. ამის შედეგად, მედიკამენტებით ტემპერატურის დაწევა, განსაკუთრებით კი ბავშვებში, სტანდარტულ პროცედურად იქცა. მაგრამ, არ არსებობს იმის დამაჯერებლი მონაცემები, რომ ბუნებრივად წარმოშობილი სიცხე საზიანოა. პირიქით, გამოკვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საცდელ ცხოველებს ინფექციების დროს ტემპერატურის აწევა გადარჩენაში ეხმარება. ეს მაშინ, როდესაც სიცხის პროფილაქტიკისათვის წამლების გამოყენება მათში ზრდის სიკვდილიანობას. ასევე არსებობს ლაბორატორიული გამოკვლევების მრავალრიცხოვანი მონაცემი, რომლებიც დამაჯერებლად აჩვენებენ, რომ იმუნური დაცვის მრავალფეროვანი მექანიზმები, ნორმალურთან შედარებით, უკეთ ფუნქციონირებენ ფიბრილური ტემპერატურის დროს, [23].
გრემ დიუქსი (Graham Dukes), ყოველწლიური გამოცემის (წამლების გვერდითი ეფექტები) Side Effects of Drugs Annual რედაქტორი, აღნიშნავს, რომ „ უფრო ხშირად სუსტი პირექსიის (მაღალი სიცხე) მკურნალობა უფრო აზრიანი და შესაძლებელია, თუ არ მივცემთ არანაირ წამალს; ამ მხრივ უფრო განათლებულებად ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა გვევლინება“ [24].
ამერიკის პედიატრიული აკადემიის ჟურნალის - Pediatric - სარედაქციო სტატიაში რეიეს სინდრომთან ასპირინის კავშირის გამო, მოცემულია ბავშვების მოვლის ზოგიერთი სასარგებლო რჩევა: „ბავშვების მკურნალმა თერაპევტებმა უნდა მხედველობაში მიიღონ, რომ თერაპიული ჩარევას საერთოდ და წამლებს თან სდევს დამახასიათებელი პოტენციური რისკი, რომელიც საჭიროა შეჯერდეს მათ თერაპიულ ღირებულებებთან. როდესაც ლაპარაკია რეცეპტის გარეშე გასაცემ წამლებზე, მაგალითად, ასპირინზე, ექიმის ვალია გაუზიაროს პაციენტს თავისი მოსაზრებები“ [25].