ის ძალზე დიდია მოუწესრიგებელი კონსტიტუციით და არმქონე ლიდერით. თუმცა ევროკავშირს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა პოლიტ-ეკონომიკური განვითარების ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. მისმა მოქნილმა პოლიტიკამ კარგად იმუშავა პოლონეთში და შესაძლოა მოაშუშოს იარები ბალკანეთზე. და რატომ არ შეიძლემა იგივე მიდგომამ არ დააწყნაროს ექვსი ექს-საბჭოთა ქვეყნანა, რომლებთანაც კავშირმა ხელი მოაწერა აღმოსავლეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას პრაღაში?
პროცესის დასაწყისი არ იყო მთლად წარმატებული. დასავლელების გამოუცხადებლობაზე მრავლისმთქმელი იყო პოლიტიკური მიღწევები დამსწრე აღმოსავლელი ლიდერებისა: მიხელ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტს მზარდი შიდა უკმაყოფილება ემუქრება მის მიერ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული სავალალო შეტევის შედეგად. აზერბაიჯანის სამუდამო პრეზიდენტი ილხამ ალიევი და ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ლუკაშენკო - რომლებიც ნაკლებად წარმოადგენენ დემოკრატიული თუ ეკონომიკური სტაბილურობის შუქურებს. თუმცა დამსწრე დემოკრატებიც ვერ გამოირჩეოდნენ პოპულარობით, როგორიცაა იუშენკო.
არსებობს ამ პროცესის აზრიანობაში ეჭვის შეტანის სხვა მიზეზებიც. პირველი, იგი შექმნილია რუსეთის გავლენის შესამცირებლად მის ყოფილ სატელიტებზე. მიუხედავად რუსეთის მოწვევისა შემოერთებოდა თანამშრომლობას, ეს დადასტურებულ იქნა როგორც მიზანი ჩეხების მიერ. თუ თანამშრომლობა გამოყენებული იქნება ამ ექვსი ქვეყნის რუსეთის ხელიდან გამოსახსნელად, ის იქნება წარუმატებელი. ამ ექვს ქვეყანას შესაძლოა უფრო დიდი მოცულობის ვაჭრობა აკავშირებს ევროკავშირთან, მაგრამ ზოგიერთსს აქვს გრძელი საზღვარი რუსეთთან. სამუშაოს მაძიებელი უკრაინელები არ იყურებიან დასავლეთისკენ, იმიტომ რომ აუარება სასაზღვრო კოშკებია აღმართული პოლონეთის საზღვართან, რათა ისინი შეაჩერონ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ისინი მიდიან რუსეთისკენ. საფრანგეთს და გერმანიას არ აქვს არანაირი სურვილი, რათა შეამსუბუქონ ძვირადღირებული სავიზო რეჟიმი.
მეორე, არსებობს ძლიერი შიდა დაძაბულობა ამ ქვეყნებში. უკრაინის ფორთოხლის რევოლუცია შეაჩერა არა რუსეთის ჩარევამ, არამედ საკუთარ რიგებში განხეთქილებამ, რომელიც დღემდე მოუგვარებელია. სააკაშვილის პრეზიდენტობა ვერ იქნება უფრო მშვიდი ევროკავშირით, ვიდრე იგი იქნებოდა ნატოს წევრობის შესაძლებლობით. მაგრამ საქართველოში შესაძლოა აირიოს მდგომარეობა კიდევ ერთი ცრუ დაპირებით. რეგიონს არ სჭირდება ცხელთავა ნაციონალისტები, რომლებიც მოუგებელ ომს უწყებენ რუსეთს. მას ესაჭიროება პრაგმატისტი, რომელიც აცნობიერებს გეოგრაფიულ და ეკონომიკურ შეზღუდვებს და შესწევს უნარი იქონიოს კავშირი მოსკოვთანაც და დასავლეთთანაც.
მოსკოვი ცდილობს მისი მეზობლების სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესის შეჩერებას, თუმცა მას ეს არ ძალუძს. მაგრამ ამან არ უნდა განსაზღვროს ევროპის საქციელი, და მან არ უნდა მოახდინოს ალიანსის ჩამოყალიბების მცდელობა, რომლის შესრულება მას არ ძალუძს. თუ იგი ამ გზას მაინც დაადგება, ამით მხოლოდ მისი მეზობლების დამოუკიდებლობის შემცირებას მიაღწევს.
http://www.guardian.co.uk/commentisfree/20...n?commentpage=1 But while the initiative is aimed at bringing the six countries in, it is also intended to keep them out. The declaration adopted yesterday was changed to call the six countries "east Europeans" rather than "Europeans" lest the latter description encourage applications to join the EU, as pushed by Ukraine and Georgia and opposed by western Europe.
Eastern clamour for visa liberalisation to make it easier to travel to the EU was also blocked, with the issue parked for the long-term.
აგერ ამასაც დავამატებ
This post has been edited by IveriKavkasidze on 13 May 2009, 16:12