სოჭში საქართველოს ხალხების მსოფლიო ასამბლეის დამფუძნებელი კონგრესი გაიმართა
სოჭში დღეს საქართველოს ხალხების მსოფლიო ასამბლეის დამფუძნებელი კონგრესი გაიმართა.
როგორც ‘’იტარ-ტასი’’ იუწყება, კონგრესს 18 ქვეყნის დელეგატი ესწრებოდა. მიღებულია რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ერებს გაერთიანებისკენ მოწოდებს.
ასამბლეის პრეზიდენტია ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი. მან კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ყველა ერის წარმომადგენელს, პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდა დაივიწყონ წყენა, უკან გადაწიონ პოლიტიკური ამბიციები და ‘’სახელმწიფოს მომავალზე დაფიქრდნენ’’.
ძასოხოვის თქმით, დადგა მომენტი, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერსების ირგვლივ და ხელი შეუწყონ პოლტიკური კრიზისის დაძლევას. მისივე განცხადებით, ახალი საზოგადოებრივი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის რიგითი ოპოზიციური ჯგუფი, რომელმაც დღევანდელი ხელისუფლების გადადგომის მოლოდინში საკუთარი განაცხადი გააკეთა.
‘’ახალი საქათველოსთვის ბრძოლა უნდა დაიწყოს ყველა იმ ძალის გაერთიანებით, რომელთაც სურთ საქართველო იხილონ თავისუფალი, დემოკრატიული და აყვავებული, რომელსაც პატივს სცემენ მეზობლები და მსოფლიო თანამეგობრობა და რომელიც თავის ხალხს უფრთხილდება’’, - განაცხადა გოჩა ძასოხოვმა კონგრესზე.
მიღებული რეზოლუციის თანახმად, საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა გახდეს
რუსეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი ურთიერთობების აღდგენა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1ორგანიზაციის ლოკალიზაცია უკვე მეტყველებს რა ორიენტაციის იქნება ეს ახალი დაჯგუფება. ვშიშობ, რომ ეს ე.წ. ეთნიკური ჰარმონიის მქადაგებლები რეალურად ეთნიკურ უმცირესობებში წყლის ამღვრვეას გეგმავენ. ფული როგორც ჩანთ აქვთ და კიდევ ექნებათ პატრონებისგან.