დიახ.
კოსტავა არ უნდა გახსნილიყო.
მეტიც, უნდა გადაიკეტოს ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, აღმაშენებელი.
უნდა გადაიკეტოს თბილისში შემოსასვლელი გზები.
უნდა გადაიკეტოს ყველა ტრასა.
უნდა დაიკეტოს ფოთისა და ბათუმის პორტები.
უნდა დაიკეტოს თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.
უნდა შეწყდეს იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი.
უნდა დაიბლოკოს ელექტროსადგურები, თბოსადგურები.
უნდა დაიბლოკოს თბილისის წყალი.
ყველამ უნდა მიატოვოს კარ-მიდამო, სამსახური, სახნავი და სათესი, დასაბარი და შესაწამლი - დადგნენ პიკეტებში და ჩასხდნენ გალიებში.
ამას რა თქმა უნდა მოჰყვება შემოსავლების შემცირება, დეფიციტი, მაღაზიების დაცარიელება, ფასების ზრდა...
და ეს არის კარგი. ასე უნდა მოხდეს.
ასე უნდა მოხდეს რო გამოვფხიზლდეთ ბოლოს და ბოლოს და გავიგოთ ვინ ვინ არის ამ ოპოზიციაში.
ჰოდა ამის მერე რო იქნება არჩევნები რესპები და ალასანია მიიღებენ არა 4 არამედ 40%.
ხოლო ბესელია, ბურჯანაძე და ძიძიგური დარჩებიან პარლამენტს გარეთ.
ჰოდა გვეყოლება კარგი პარლამენტი.
ეს კარგი პარლამენტი, შესაბამისად, შექმნის კარგ მთავრობას.
მერე გავხსნით გზებს და შევალთ ნატოში.
