გამარჯობა
პირველ რიგში ადმინს უნდა ვთხოვო რომ ცოტა ხანს მიცოცხლოს ეს თემა და დავხურავ მერე მე თვითონ.
ასეთი სიტუაცია მაქვს - მაქვს იურისტის ბაკალავრის დიპლომი. პირველ რიგში გეტყვით რომ გამომძიებლობა მინდოდა და მაგიტომ ჩავაბარე იურიდიულზე 12 (

) წლის წინ და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი გავიდა 7 წელი. დარეგისტრირებულიც ვარ ხვალინდელი სამაგისტრო გამოცდებისათვის, დღეს ამოვიღე ტესტები და ვფიქრობ ჩავუჯდე, ცოტა გადავხედო რა ხდება. გამოცდები არაერთი მაქვს ჩაბარებული და რასაც ვუყურებ ესენი დიდი სირთულის ტესტები არ არის, მაგრამ ამასობაში დავფიქრდი და ერთ დასკვნამდე მივედი - დავუშვათ ჩავაბარე ეს გამოცდა, ტვინის ჭყლეტვის შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტის შიდა გამოცდაც და ორი წელი უნდა ვისწავლო მაგისტრატურაზე. შედეგად, მექნება ხელში მაგისტრის დიპლომი, რომელსაც ხ.ზ. ცხოვრებაში თუ გამოვიყენებ ოდესმე. გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩემი ამჟამინდელი დიპლომიც მხოლოდ CV-ში ჩასაწერად თუ მჭირდება და მეტი არაფერში და ჩემს გარშემო რასაც ვუყურებ, დიდი მნიშვნელობა სულაც არ თუ აქვს ვის და რის დიპლომი გექნება რომ წარმატებას მიაღწიო თუნდაც საჯარო სამსახურში.
საკითხი მეორე - ჩემი ალტერნატივა:
სამსახურის პარალელურად, წამოვიწყე მეორე საქმე ტურიზმის სფეროში. მე ახლად ვარკვევ ყველაფერს, მაგრამ გარშემო მყავს ხალხი, რომლებიც მუშაობენ და საქმის პრაქტიკულად გაკეთება/დეტალები იციან. ვიფიქრე, რომ ცუდი არ იქნება თუ ჩავაბარებ რომელიმე კერძო სასწავლებელში, რომელიც გამოაცხადებს მიღებას ტურიზმის განხრით, იმის გამო რომ სხვაზე რომ არ ვიყო დამოკიდებული და რეალურად მე თვითონ შევისწავლო თეორიული მხარე, ის დეტალები რასაც ასწავლიან ამ სფეროში. ეს თუ ასეა, მაშინ მივიღებ რაღაც დიპლომს ან მასთან გათანაბრებულ სერთიფიკატს (ეს არც მაინტერესებს) და სწავლის შემდეგ მექნება ცოდნა, რომელსაც გამოვიყენებ რეალურად საქმეში. თავის მხრივ, როდესაც საქმეში პრაქტიკაც და თეორიაც კარგად იცი, მაშინ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხარ და შენს ბიზნესსაც ააწყობ.
ვისაც მთელი ამ ჰაი-პაის წაკითხვა არ დაგეზარათ, თქვენგან მჭირდება რჩევა თუ რა გავაკეთო და როგორ მოვიქცე - გავიდე ხვალ გამოცდაზე და ჩავაბარო (მამენტ იქნებ ვერც ვაბარებ

), ავიღო ერთი დიპლომი რომლის გამოყენებასაც არ ვაპირებ თუ მივაწვე მეორე ვარიანტს?
ერთს დავაზუსტებ: სწავლა არ მეზარება, უბრალოდ მინდა ჩემი დრო და რესურსი სწორად მივმართო და უფრო სასურველი შედეგი მივიღო.