#13874020 · 17 May 2009, 01:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესავალს არ ვუკეთებ, ისედაც ყველამ იცითა და ხედავთ ჩემს პოლიტიკურ მრწამს სიგნატურაში . . . . 1993 . . . როდესაც ზვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძეს უტევდა . . . აშშ, სენატორ ფერბენკსის მოხსენება . . . ფერბენკსი: -" მე არ ვფიქრობ, რომ შევარდნაძემ კარგად გაართვა თავი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა... როგორც შევარდნაძე, ასევე იოსელიანი არადამაკმაყოფილებელი ფიგურები არიან. მათგან შეუძლებელია მეტს მივაღწიოთ - მაგრამ, მათი დაუყონებლივ ჩამოცილება პოლიტიკიდან ასევე არასასურველია... მე ვთვლი, რომ შევარდნაძის დრომოჭმული და ხშირად სულელური [stupid !] პოლიტიკა მისი საბოლოო წარუმატებლობის მიზეზი გახდება" ... ე.წ. "დიდი პოლიტიკოსის" მიმართ კულვარული შეფასება . . . ჯერ კიდევ 10 წლის წინ 2003 წლამდე გამოთვალეს თავიანთი ლაქიის - ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კრახი . . . ეს აბზაცი ბევრის მთქმელი უნდა იყოს აქ მობაირამე ყალთაბანდი უცოდინრებისა და პუტჩისტებისათვის . . . ამერიკა გამსახურდიას წინააღმდეგ და არამხოლოდ ამერიკა . . . ფაქტებს ქვემოთ წაიკითხავთ . . . მეორე ზესახელმწიფო მხარს უბავდა . . .
გოლცი: - "ბატონი გამსახურდია უდაოდ ძალზე პრობლემატური პიროვნებაა. მაგრამ მას გააჩნია ის, რასაც ჩვენ დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ვუწოდებთ. და იგი ხელისუფლებას პუტჩის მეშვეობით ჩამოაშორეს... ქალბატონებო და ბატონებო, მე დავასკვნი, რომ ედუარდ შევარდნაძის უმთავრესი პრობლემა, რომელსაც ის დღეს საქართველოს მართვისას აწყდება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სახლი ქვიშაზეა აგებული: მისი ხელისუფლება პუტჩის გზითაა დამყარებული, ამ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო პუტჩის გზით ".
ვაისი: - შევარდნაძე დამდაბლდა (has been reduced !) იქამდე, რომ დახმარებისათვის მიმართა რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირს...". . . . ესეც კარგად ჩაინიშნონ იმათ, ვისაც საქართველოში სამოქალაქო ომზე უყვართ ფილოსოფოსობა - ან ბატონ ვაისს ზვიადისტობა დააბრალონ.
ვაისი: - "პრეზიდენტმა კლინტონმა გასულ კვირას შევარდნაძეს მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა და მოიწვია ვაშინგტონში .... თუ დიპლომატიურ ენას გავშიფრავთ, ეს ნიშნავდა: მხარდაჭერა გამოუცხადეს - გასამხნევებლად, ოფიციალური მოწვევა კი გაუგზავნეს პოლიტიკური თავშესაფრისათვის, თუ კი მდგომარეობა გამოუვალი გახდებოდა - თორემ ასეთ დროს რა ემოგზაურებოდა და ევიზიტებოდა შევარდნაძეს?! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორ ისტერიკაში იყო ჩავარდნილი ხუნტის მეთაური , ამერიკა და რუსეთი . . .
შეშფოთებულმა ვაშინგტონმა სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი სასწრაფოდ და საგანგებოდ აფრინა მოსკოვში, რათა მიეღოთ იმის გარანტია, რომ რუსეთის არმია ნამდვილად დაიცავდა შევარდნაძეს. ვაშინგტონში იმედით აღნიშნეს, რომ ისინი შეძლებდნენ რუსების დახმარების მიღებას . . . ვაისი: -" რუსებმა ახლა დაარწმუნეს სახელმწიფო მდივანი ქრისტოფერი, რომ ისინი შეუერთდებიან შეერთებულ შტატებს შევარდნაძის მხარდაჭერაში" . . .
გოლცი: - საქართველოში მოვლენების განვითარებაში არის შინაგანი ფაქტორი[!], მაგრამ არის აგრეთვე გარეგანიც[!]. ხოლო ამ გარეგანის გააზრებას მე თქვენ მოგანდობთ რუსული გამოთქმის შესაბამისად - 'Против лома нет приема', რაც ნიშნავს 'ძალაყინისათვის წინაღობა არ არსებობს (ძალაყინის წინააღმდეგ ილეთი არ არსებობს)', და მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით სწორია ახლა საქართველოს მიმართ... დღეს დილით მე დავუკავშირდი თბილისს და მაქვს ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები არათუ შევიდნენ, არამედ უტევენ კიდევაც ტანკებით გამსახურდიას მომხრეებს ფოთის მიმართულებით და აგრეთვე მთელს დასავლეთ საქართველოში". რა ზომისა და სიმძლავრის იყო ამერიკის დაჟინებული მოთხოვნით საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული გარეგანი ფაქტორი - "ყოვლისმძლევი ძალაყინი"?
. . . . მრავლის მთქმელი აბზაცებია . . . ავადსახსენებელი წლების გასაანალიზებლად . . .
ამერიაკ + რუსეთი ზვიად გამსახურდიას წიანააღმდეგ . . .
ჭეშმარიტად ტიტანი იყო ზვიადი . . .მიკვირს როგორ ატარა მხრებით ეს ქვეყანა . . . ორი სუპერ სახელმწიფო 90- 1991 - 92 -93 . . . და ოთხი წელი ერთი ადამიანის დევნაში . . . ჯერ პოლიტიკური, შემდგომ ფიზიკური . . ამის მერე ნიქსონის სიტყვები მახსენდება "გამსახურდია ძალიან ძლიერი ლიდერია" . . თუმცა როგორ აშფოთებდა თავად მასაც ეს სიძლიერე, ეჭვიც არ მეპარება . . .
მეგობრებო შეგეკითხებით: ძალიან საოცარი პიროვნებაა ედუარდ შევარდნაძე . . . ალბათ ერთადერთი უტვინო ლიდერია ისტორიაში, რომელის დროსაც ენგურს იქით მის ჯარისკაცებს რუსეთი ხოცავდა, ხოლო ენგურს აქეთ თავად მას იცავდა . . მომიყვანეთ მსოფლიო ისტორიიდან ერთი ასეთი მაგალითი . . .
არა . . მეგობრებო ვერსად ნახავთ . . .
This post has been edited by ke-isari on 17 May 2009, 01:17
|