"თავისუპლების ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველიში ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელის - დენის კორბოის ინტერვიუს.
ინტერვიუ ეხებოდა NYT მიერ გამოქვეყნებულ სტატიას
A Russia Test
By DENIS CORBOY, WILLIAM COURTNEY, and KENNETH YALOWITZ
http://www.nytimes.com/2009/05/07/opinion/...%20denis&st=cseაგერ არის ინტრვიუს ლინკი
http://www.tavisupleba.org/content/article...edInfoContainerციტატა: " როცა საქართველოში არსებულ შიდა კრიზისს უყურებ, ხვდები, რომ ხალხს აქ არ ესმის, რომ საქართველო დღეს შეიძლება იდგეს (და, ჩვენი აზრით, ასეც არის) ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე, რაც კი 1991 წლიდან - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - ჰქონია."
"ჩვენი შეფასებით, რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია, გააკონტროლოს ენერგეტიკა კასპიის ზღვის ორივე მხარეს და ჰქონდეს პოლიტიკური ვეტოს საშუალება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის სფეროში."
ვისაც სტატიისა და ინტერვიუს წაკითხვა ეზარება, მთელი ინტერვიუს შინაარსი (თავი რომ დავანებოთ ქუჩის აქციების შეფასებას) ასეთია
რუსეთს თავისი მიზანი განუხორციელებელი დარჩა 2008წ. და მზად არის გაიმეოროს ინტერვენცია
ამის საბაბს იძლევა ის შეიარაღება, რომელსაც რუსეთმა თავი მოუყარა საქართველოს საზვართან, რუსული შავი ზღვის ფლოტის დისლოკაცია და განლაგება და რუსული რიტორიკა.
საფრთხე რეალურია!!!!
შარშან მე პირადად შევთავაზე საფრთხის აცილების გეგმა ქართველ მაღალჩინოსან დიპლომატებს, რომლებმაც ჩემი იდეა არ მიიღეს. მე მსურს ფორუმს გავაცნო ეს იდეა (ან გეგმა) და თქვენი აზრი მოვისმინო
1974 წელს თურქეთმა განახორციელა კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა ნატოს ორ წევრ ქვეყანას - საბერძნეთსა და თურქეთს შორის, რომ ლამის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. ნატომ შეძლო კონფლიქტის ჩაქრობა, მაგრამ „ვერ გამოიხსნა“ კვიპროსის ოკუპირებული ნაწილი. თურქეთმა, ერთადერთმა მსოფლიოში 1983 წელს ცნო და აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. უკვე ოცდაექვსი წელია რაც ეს რესპუბლიკა (თურქეთის ხარჯზე) არსებობს. „დე იურე“ ერთიანი ხოლო „დე ფაქტო“ გაყოფილი კვიპროსი ეკონომიურად ისე გაძლიერდა რომ ევროკავშირის წევრიც კი გახდა. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას და ევროკავშირის წევრ კვიპროსის რესპუბლიკას ე.წ. მწვანე ხაზი (გაეროს ბუფერული ზონა და საზღვარი) ყოფს, რომელიც 2004 წლამდე დახურული იყო. ნატოს წევრ თურქეთს იმედი არ დაუკარგავს, რომ თვითონაც გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ძალიან ძნელად წარმოსადგენია რომ ევროკავშირის ფაქტიურმა წევრებმა - კვიპროსმა და საბერძნეთმა მხარი დაუჭირონ თურქეთის ამ მოთხოვნას. არადა ევროკავშირში მისაღებად ამ კავშირის ყველა წევრის თანხმობაა აუცილებელი. ასე რომ თურქეთს ალბათ დათმობებზე წასვლა მოუწევს თუ ევროკავშირის წევრობა სურს. დღესდღეობით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკა ცდილობს "შეურიგდეს" კვიპროსის რესპიბლიკას (რომელიოც ძირითადათ ბერძნებით არის დასახლებული) რადგან კვიპროსის თურქულ რესპუბლიკა იზოლიაციაში, არავის არ უცნია თურქეთის გარდა, არსებობს ძირითადათ თურქეთის ხარჯზე თავისი არც ეკომოიკა გააჩნია და არც ინდუსტრია. ცხოვრების დონითაც ძლიერ ჩამორჩება სამხრეთ კვიპროსს.
ჩემი იდეაა რომ საქართველოში გადმოვიტანოთ კვიპროსის მოდელი - გავავლოთ "მწვანე ხაზი"საქართველოსა და რუსეთს შორის (დღეს ეს საზღვარი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს ემთხვევა). მოვითხოვოთ გაეროს ან ევროპის საპოლიციო - სასაზღვრო ჯარის ჩაყენება ამ რეგიონში და საზღვრის ჩაკეტვა. ჩვენ კი მივხედოთ ჩვენს ქვეყანას.
ამით მივაღწევთ
1. ზოგადად საქართველოს უსაფრთხოებას და რუსეთის აგრესიისგან დაცვას
2. სასზღვერე რაიონების დაცვას ბანდიტური თვდასხმებისგან
3. სამხედრო ხარჯების მკვეთრ შემცირებას.
საზღვრის ჩაკეტვას მოჰყვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის "მოწყვეტა"საქართველოდან. ამიტომ შევთავაზოთ ყველას, ვისაც საქართველოში ცხოვრება სურს, გადმოვიდეს არა-ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უზრუნველვყოთ მათი დასახლება არა ბარაკის და გეტოს ტიპის ბლოკებში, არამედ, მიტოვებულ სოფლებში, რომლებიც უხვადაა მაგალითად რაჭაში. იგივე უნდა შევთავაზოთ ლტოლვილებს, რომლებიც სკოლებში და სანატორიუმებში ცხოვრობენ და სახლში დაბრუნებას ელოდებიან.
ბევრი დეტალი იქნება მოსაფიქრებელი და დასახვეწი, მაგრამ ძირითადი იდეა ასეთია
რას ფიქრობთ?
PS დიდი თხოვნა მექნება თავი შეიკავოთ ცინიზმისგან და არასერიოზული კომენტარებისგან