#13881177 · 17 May 2009, 19:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩაწყობილი თამაშები როგორიც დღეს ვნახეთ ბოლნისში?
მთელს მსოფლიოში აწყობენ თამაშებს ზოგან სათანადოდ ებრძვიან ზოგან არ ებრძვიან მაგრამ ასეთი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი?
მერე გამოვლენ სფფ-ს პფლ-ს და გუნდების პრეზიდენტები და ყველანი ბჭობენ როგორ უნდა ებრძოლონ ჩაწყობილ თამაშებს!
რომელიმემ (შეიძლება 1-2 ადამიანის გამოკლებით) შესთავაზეს რეალური გეგმა ვინმეს?
სფფ-ში რაც ხდება გასაგებია ეგ სხვა თემაა, პფლ-ში რომ ზიან და მარტო თავიანთი ჭკუით ხალხის მოზიდვას ცდილობენ სტადიონზე (ეგეც რომ არ გამოსდით) განა არ იციან რომ მასეთი სიტუაცია არის? ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი რომ ჩაწყობილი თამაშები რაც შეიძლება ნაკლები იყოს?
არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს სანამ მასეთი სიტუაცია იქნება და ნელნელა უკან და უკან მიგორავს.
მაგრამ რა გვიკვირს? ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომელშიც გუნდი ჩაწყობილ და მოსაგებ თამაშს აგებს - (ეგ მართალია და ბევრსაც სმენია ეგ ამბავი), იმისთვის ვერ მოუბიათ თავი რომ ნორმალურად ჩააწყონ!
--------------------
FORZA FIORENTINA!!!
Earth Wind & Fire
|