#14030449 · 28 May 2009, 12:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
K1CK3R სტიქაროსანი ახლად დამკვირდებული ტერმინია. იგი აღნიშნავს იმას, რომ ადამიანი სტიქრით არის შემოსილი.
თავად სტიქარი საეკლესიო შესამოსელია, ანაფორის სტილის, გრძელი, ფართო მკლავებით. განასახიერებს უფლის კვართს და ასევე სიწმინდის შემოსვას. ამიტომ, სტიქაროსანს ევალება განსაკუთრებულად წმინდად ცხოვრობდეს.
სტიქარი შედის ყველა იერარქიის სასულიერო პირის შესამოსელშიც – დიაკვნისა, მღვდლისა და მღვდელმთავრისა. სამღვდელო პირი შემოსვის დროს წარმოთქვამს ლოცვას, სადაც კარგად ჩანს სტიქრის მნიშვნელობა და არსი: "იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე".
დღესდღეობით სტიქრით იმოსებიან ეკლესიის მსახურთა სამი დასი: ა) მნათეები ბ) წიგნის მკითხველები (მედავითნეები) გ) მგალობლები
მნათეების (მათ ყველაზე ხშირად უწოდებენ სტიქაროსნებს) მოვალეობაა საკურთხეველში მსახურება, მოძღვრისთვის დახმარება, სანთლების და კანდელების ანთება, საცეცხლურის გაღვივება, ლიტურგიკულ მომენტებში მღვდლის წინგაძღოლა სანთლით, სეფისკვერის დარიგება მრევლისთვის და ა.შ.
მედავითნეების მოვალეობაა ღმრთისმსახურებაში უშუალო მონაწილეობა განწესებული საკითხავების კითხვით. ესენია ფსალმუნები, გალობები, საგალობელთა დასდებლები, ჟამნები და წირვაზე – სამოციქულო (თუ დიაკონი არ კითხულობს).
მგალობლები ხშირ შემთხვევაში არც იმოსებიან სტიქრით. ისინი ასრულებენ საეკლესიო განწესით დადგენილ საგალობლებს.
იმისთვის, რომ ბიჭი სტიქაროსანი გახდეს, უნდა ცხოვრობდეს გამორჩეულად კარგი ზნეობრივი ცხოვრებით, კარგად ერკვეოდეს ღმრთისმსახურებასა და საეკლესიო მოძღვრებაში. სტიქრის შემოსვის კურთხევას, როგორც წესი, გასცემს ტაძრის წინამძღვარი სულიერი მოძღვრის რეკომენდაციის საფუძველზე.
--------------------
ძალა ერთობაშია!
|