მინდა ეს თემა ყველა იმ ადამიანს მივუძღვნა ვინც იცის რას ნიშნავს საყვარელი ცხოველის დაღუპვით გამოწვეული სიმწარე.
ეს მოთხრობა (თუ ჩანახატი) ჩემი დაწერილი არ არის. შემთხვევით ვიპოვე ერთერთ საიტზე. თარგმანი კი ჩემია (აზრი იგივეა, შეიძლება სიტყვებში მცირეოდენი განსხვავებები იყოს).
მოკლედ ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი საყვარელი მხეცუნები ზეცაSი არიან
Rainbow Bridge
Just this side of heaven is a place called Rainbow Bridge.
When an animal dies that has been especially close to someone here, that pet goes to Rainbow Bridge.
There are meadows and hills for all of our special friends so they can run and play together.
There is plenty of food, water and sunshine, and our friends are warm and comfortable.
All the animals who had been ill and old are restored to health and vigor; those who were hurt or maimed are made whole and strong again, just as we remember them in our dreams of days and times gone by.
The animals are happy and content, except for one small thing; they each miss someone very special to them, who had to be left behind.
They all run and play together, but the day comes when one suddenly stops and looks into the distance. His bright eyes are intent; His eager body quivers. Suddenly he begins to run from the group, flying over the green grass, his legs carrying him faster and faster.
You have been spotted, and when you and your special friend finally meet, you cling together in joyous reunion, never to be parted again. The happy kisses rain upon your face; your hands again caress the beloved head, and you look once more into the trusting eyes of your pet, so long gone from your life but never absent from your heart.
Then you cross Rainbow Bridge together....
Author unknown...
ცისარტყელის ხიდი
ზუსტად სამოთხის გვერდით არსებობს ადგილი, რომელსაც ცისარტყელის ხიდი ჰქვია.
როდესაც კვდება ცხოველი, რომელიც აქ, დედამიწაზე ძალიან ახლობელი იყო ვიღაცისთვის, ის ცისარტყელის ხიდს გაივლის..
ცხოველთა სამოთხეში მწვანე მდელოები და გორაკებია, რომ ჩვენმა მეგობრებმა სირბილი და ერთმანეთთან თამაში შესძლონ. იქ უამრავი საჭმელი, წყალი და მზის შუქია და ჩვენი მეგობრები თბილად არიან და კომფორტულად გრძნობენ თავს.
ყველა ცხოველი, რომელიც ავად იყო ან დაბერებული, გამოჯანმრთელებულია და კვლავ ახალგაზრდა. ისინი ვინც დაასახიჩრეს ან ტკივილი მიაყენეს, კვლავ განახლებული და გაძლიერებულია, სწორედ ისეთნი არიან, როგორებიც ჩვენს სიზმრებსა და განვლილ დღეებში გვახსოვს. ყველა ცხოველი ბედნიერი და კმაყოფილია, მხოლოდ ერთი რამ აწუხებთ: თითოეულ მათგანს ენატრება ის ვიღაც, მათთვის განსაკუთრებით ძვირფასი, რომელიც ამ ცხოვრებაში დატოვეს.
ცხოველები ყველანი ერთად დარბიან და თამაშობენ, მაგრამ მოდის დღე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი უეცრად ჩერდება და სიშორეს გასცქერის. მისი ნათელი თვალები შეშდება, სხეული ცაცხაცხს უწყებს. უეცრად ჯგუფს გამოეყოფა და მირბის, ახტება მწვანე ბალახს, ფეხები სწრაფად მიაქროლებენ.
შენ შეგამჩნიეს და როდესაც შენ და შენი განსაკუთრებული მეგობარი საბოლოოდ შეხვდებით, ერთმანეთს ბედნიერები ჩაეხვევით, რომ ამის შემდეგ არასოდეს არ დაშორდეთ ერთიმეორეს. სახეზე ბედნიერი კოცნები გაწვიმს, შენი ხელები საყვარელ თავს ეალერსება და კიდევ ერთხელ ჩასცქერი შენი საყვარელი ცხოველის ნდობით სავსე თვალებს, რომელიც დიდი ხნის წინ წავიდა შენი ცხოვრებიდან, მაგრამ არასოდეს ამოშლილა შენი გულიდან.
შემდეგ კი ერთად გაივლით ცისარტყელის ხიდს........
თარგმანი © Armonida 27.05.2009
დავწეროთ, მოვიგონოთ და ალბათ გულზე ოდნავ მაინც მოგვეშვება....
Drakula-ს ბობი......... მე არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან განვიცადე...
This post has been edited by MITIATO on 23 Oct 2011, 14:24
მიმაგრებული სურათი