ფრანგი რეჟისორის, ფილიპ ლიორეს ფილმი Welcome გამოვიდა 2009 წლის მარტში საფრანგეთში.
არ ვიცი, ნათარმგნია თუ არა რუსულად, და მიგიწვდებათ თუ არა ხელი, თუ სადმე იპოვით, აუცილებლად უყურეთ.
საფრანგეთში, კალეში, ცურვის მასწავლებელი, სიმონი, ხვდება ახალგაზრდა ქურთ ლტოლვილს, ბილალს, რომელიც ცდილობს გადალახოს ლამანშის სრუტე ინგლისში ჩასასვლელად, სადაც მას შეყვარებული ელოდება. სიმონი ეს-ესაა მიატოვა ცოლმა, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა კალეში ლტოლვილებს, და ცოლის გულის მოსაგებად სიმონი გადაწყვიტავს, დაეხმაროს ბილალს...
ფილიპ ლიორე გვიყვება ორ კაცს შორის მეგობრობის ისტორიას და ნაკლებად უღრმავდება ეკონომიკურ, სოციალურ/კულტურულ მიზეზებს, რომელთა გამოც ახალგაზრდები ტოვებენ სამშობლოს ინგლისში, მათ წარმოდგენაში "ელდორადოში" წასასვლელად.
ფილმი ემოციურად ძალიან ძლიერია და ჩემი მოკრძალებული აზრით, 2009წელს გამოსული ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული დრამაა .
მიმაგრებული სურათი