#27428852 · 18 Sep 2011, 08:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„აფსუა“ არის აფხაზების თვითსახელწოდება, ანუ ავტოეთნონიმი, ხოლო „აფხაზი“ – მათი ყველაზე გავრცელებული ალოეთნონიმია, ანუ სახელი, რომელსაც სხვა ხალხები უწოდებენ. ისევე, როგორც „ქართველი“ არის ჩვენი ავტოეთნონიმი, ხოლო ტერმინები: „გურჯი“, „გრუზინ“, „ვრაცი“, „ჟორჟიენ“ და სხვა – ალოეთნონიმებია. ამრიგად, „აფსუა“ და „აფხაზი“ სხვადასხვა ხალხების სახელწოდებები კი არ არის, არამედ ერთი ხალხის – აფხაზების სახელწოდებაა, პირველი - აფხაზურ ენაზე, მეორე კი - ქართულ ენაზე, საიდანაც გავრცელდა ბევრ სხვა ენაში.
P.S ფორუმელებს ძალიან გთხოვთ რომ დაიცვათ წესები და სიტყვიერი შეურაწყოფა არავის მიაყენოთ განსაკუთრებით ეს იუზერ badrikoსს ეხება !
|