მუხროვანი - სამხედროთა ამბოხი თუ სამოქალაქო პირთა ადეკვატურობის ტესტიhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/87363.html///“ახლა მუხროვანში არაფერი აჯანყება არ მომხდარა. მე მგონია, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი. უმრავლესობასაც არ სჯერა, რომ ეს იყო ნამდვილი ამბოხი. ეს მოვლენა ტოვებს ისეთ შთაბიჭდილებას, რომ ეს მოვლენა იყო ინიცირებული, დადგმული. ხელისუფლების ზოგიერ წარმომადგენელს ხელს აძლევს, რომ უჩვენოს ოპოზიციას ისეთი სახე, ისინი ყველაფერზე მიდიან. კარგად უნდა დავაკვირდეთ კადრებს. მთავარსარდალი ხან ერთ კოსტიუმშია, ხან მეორეში. ხან ჰქონდა ჰალსტუხი, ხან არა”, - აცხადებს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ
“მთელი კვირის” კორესპონდენტთან საუბრისას, სტატიაში სათაურით
ედუარდ შევარდნაძე: “ცუდი მოლოდინი მაქვს” / რატომ მივიდა ედუარდ შევარდნაძე აგვისტოში ხელისუფლების აქციაზე და რატომ არ მისცეს მას გამოსვლის უფლება”.“რაც შეეხება ჩემს დროს მუხროვანში განვითარებულ მოვლენებს, მართლა იყო ამბოხი. მაშინ რამდენიმე ბატალიონი ამბოხდა და როგორც კი გავიგე, მაშინვე იქ წავედი. ეს მათთვის მოულოდნელობა იყო. შევედი ბატალიონის მეთაურის კაბინეტში. დიახ, არსებობდა ჩემი ლიკვიდაციის საფრთხეც, ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც წავედი. უფრო ადრე ავედი, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. ყველა ბატალიონის მეთაური მოვიწვიე, ვისაუბრეთ ერთი-ორი საათი. მერე დამშვიდდნენ და ყველა ბატალიონი წავიდა თავ-თავიანთ ბაზებში. არავითარი შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. ახლა თუ ნამდვილი ამბოხი იყო, 10-15 წუთში როგორ მორჩა ყველაფერი?” - ეჭვობს ექსპრეზიდენტი.
“ბევრი და ბევრნაირი ხელისუფალი ჰყოლია ჩვენს ცოდვილ სამშობლოს. მეფე თუ ხანი, ქრისტიანი თუ მუსლიმი, რუსი მთავარმმართებელი და ქართველი ცეკას მდივანი, ჟორდანია თუ გამსახურდია, ბერია თუ შევარდნაძე, მაგრამ მგონი, ჯერ ასეთ შარში არ გავხვეულვართ და არც ეგეთ გაუგებრობაში მოვყოლილვართ. ყოველი ერი ისეთ ხელისუფლებას იმსახურებს, როგორიც ჰყავსო, ნათქვამია. ძალიან ბევრი უნდა დაგვეშავებინა, რომ ის მიგვეღო, რასაც დღეს ვუყურებთ”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით
საქართველო - განსაცდელების ქვეყანა.“ჩვენ უკვე რამდენი ხანია ვიცით მუხროვანის ბაზაზე განხორციელებული გადასარევი ვოდევილის ყველაზე ცნობილი პასაჟი: “ვინ დაქოქა ტანკი? უთხარი, უთხარი, მითხარი შენს მთავარსარდალს...” მთელ ქალაქში ანეკდოტად დადის, ჩვენი მეფე კი თვითონ ჩვენზე მეტად იცინის, ჩვენზე ხმამაღლა და ჰგონია, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოსა და ოთხიოდე ტელევიზიას მართავს, ქვეყნის მართვაც ეგ არის”, - მიაჩნია გამოცემას.
“რაც შეეხება დიალოგის გაგრძელებას, სააკაშვილთან შეხვედრები საჭიროა იმის გამო, რომ მან ან მისმა გარემოცვამ რამე დრამატული ნაბიჯი არ გადადგას. მაგალითად, როგორიც იყო “მუხროვანი”. ეს ბუნტი აბსოლუტურად ინსპირირებული იყო. შემიძლია დაახლოებით სცენარიც კი წარმოგიდგინოთ. ეს იყო ამორალური ფაქტი. არავის აქვს უფლება, ფეხები უბაკუნოს და მორალი უკითხოს თავისი ქვეყნის დამცველებს. მით უმეტეს, ამის უფლება არ აქვს პრეზიდენტს, რომელმაც ამ ჯარისკაცებს სისხლი დააღვრევინა ომში, აპრიორი წაგებული რომ ჰქონდა”, - აცხადებს რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი გაზეთ
“ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით
ეროსი კიწმარიშვილი სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის საჭირო კონკრეტულ გეგმას სთავაზობს / “ვინც მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზებულ კონსტიტუციურ ცვლიბებებს დათანხმდება, გამყიდველია!” / “მუხროვანის ბუნტი აბსოლუტურად ინსპირირებული იყო”.///
ზემოთ მოყვანილ ტექსტში ციტირებულია ორი ნაძირალასა და ერთი კრეტინთკრეტინის დამოკიდებულება მუხროვანის ამბოხის მიმართ.
ქვემოთ გთავაზობთ თავდაცვის მინისტრის განმარტებებს:
///“ამბოხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ყველა დეტალს. 5 მაისს, დილით, ინციდენტი დაიწყო ორთაჭალაში დისლოცირებულ რეინჯერთა ბატალიონში. მისმა მეთაურმა ამირიძემ ბატალიონში დაუმორჩილებლობის გამოცხადება სცადა (იგი არ იმყოფებოდა ნაწილში, მაგრამ ტელეფონით გადასცემდა ბრძანებებს). განწესიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოსთხოვა, არ ჩაებარებინათ იარაღი. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ნაწილში ჩავიდა სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომელთა ჩარევის შემდეგ ამბოხის მცდელობა აღკვეთილ იქნა. აღსანიშნავია, რომ ბატალიონის პირადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა არ შეასრულა მეთაურის უკანონო ბრძანება”, - აცხადებს გაზეთ
“კვირის პალიტრის” კორესპონდენტთან საუბრისას თავდაცვის მინისტრის დავით სიხარულიძე, სტატიაში სათაურით
“მუხროვანში სამხედრო პოლიციის ორი ოფიცერი განაიარაღეს და გათოკეს”/ როგორ ვითარდებოდა მოვლენები მუხროვანში / “ჩემი იქ მისვლისას ჰაერშიც კი გაისროლეს...”“გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ამირიძისთვის ნათელი გახდა, რომ ვერ ახერხებს რეინჯერთა ბატალიონის ამბოხებას, ის თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა მუხროვანის სამხედრო ნაწილში. ცოტა ხანში მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონიდან მივიღეთ საგანგაშო სიგნალი და იქ სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი სასწრაფოდ გავგზავნეთ. მან გადმოგვცა, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილის გარე პერიმეტრზე შეამჩნია ნიღბიანი სამოქალაქო პირები, რომლებსაც კამუფლირებული საწვიმრები ჰქონდათ მოსხმული და შეიარაღებული იყვნენ ავტომატებით. ისინი არავის აძლევდნენ ნაწილის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას. ნაწილის შესასვლელთან ერთი ტანკი და ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა უკვე იდგა. ამბოხებულებმა მუხროვანის ნაწილში მუდმივად მყოფი სამხედრო პოლიციის ოფიცრები განაიარაღეს და გათოკეს. ამის შემდეგ მუხროვანში ჩავიდა სახმელეთო ჯარების სარდალი შმაგი თელია, რომელსაც ბატალიონის მეთაურმა გორგიაშვილმა განუცხადა დაუმორჩილებლობის შესახებ. ის საკმაოდ აგრესიულად იყო განწყობილი და რამე კონკრეტული მოთხოვნა არ წამოუყენებია. როგორც დღეისთვის სამართალდამცავებისთვის გახდა ცნობილი, ეს ამბოხი დიდი ხანია მზადდებოდა”, - აღნიშნავს დავით სიხარულიძე.
“შსს-ს ოპერატიული ინფორმაციითა და მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ კრიალაშვილი და ოთანაძე მართლაც იმყოფებოდნენ ნაწილის ტერიტორიაზე. ადგილზე ჩემი მისვლისას ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც გამშვებ პუნქტზე იდგნენ, არ მოგვცეს ნაწილში შესვლის საშუალება. მათ ჰაერშიც კი გაისროლეს. როგორც კი გაირკვა, რომ ნაწილში ამბოხი დაიწყო, თავდაცვის სამინისტრომ და შსს-მ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, მოეხდინათ მუხროვანის ნაწილიდან გამომავალი გზების ბლოკირება, რათა შეეჩერებინათ ამბოხი და არ დაეშვათ, რომ ნაწილის ტერიტორიაზე მყოფ ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს დაეტოვებინათ პერიმეტრი. იყო სრული მზადყოფნა შესაბამისი ზომების მისაღებად, თუ ამბოხი გაგრძელდებოდა. პარალელურად, ოპერატიულ საქმიანობას ეწეოდნენ სამხედრო პოლიციისა და შსს-ს თანამშრომლები. გაიმართა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტსა და ბატალიონის ამბოხებულ მეთაურს შორის. პრეზიდენტმა მკაცრად და მკაფიოდ განუცხადა, - თუ ერთ საათში არ დაყრიდნენ იარაღს, ადეკვატური ზომები იქნებოდა მიღებული. შემდგომ იყო პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა. ამის შემდეგ ნაწილის ტერიტორიაზე მყოფმა სამხედროებმა ეტაპობრივად დაიწყეს იარაღის ჩაბარება და გამოსვლა”, - განაგრძობს თავდაცვის მინისტრი და შეკითხვას - “დაუმორჩილებლობის გამომცხადებელი ოფიცრები არ შეეწინააღმდეგნენ ამას?” - პასუხობს:
“ბატალიონის ამბოხებულ მეთაურებს თავისი ხელქვეითები არ დაემორჩილნენ. გამოძიება აზუსტებს დეტალებს. როგორც ჩანს, ამ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დიდმა ნაწილმა ამბოხების მზადების შესახებ არაფერი იცოდა. პირველი ინფორმაცია მათ ტელევიზიიდან მიიღეს. შემდეგ მათთან სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მუშაობდნენ და არწმუნებდნენ, დაეყარათ იარაღი. ინციდენტის დროს ნაწილის ტერიტორიაზე დაახლოებით 500-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ნიღბიანი სამოქალაქოები, რამდენიმე ამბოხებულ სამხედროსთან ერთად, მახლობელ ტყეებში მიიმალა, მათი ნაწილი დაკავებული იქნა. ბატალიონის მეთაური ადგილზე დააკავეს”.
გამოცემის კორესპონდენტის კითხვას - “საზოგადოების ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომლის მიხედვითაც მუხროვანის ბატალიონის მეთაურობამ არ შეასრულა ხელისუფლების ის ბრძანება, რომელიც ოპოზიციის მოსალოდნელი საგზაო პიკეტების განბლოკვას ითვალისწინებს...” - დავით სიხარულიძე პასუხობს:
“ეს აზრი ყოვლად უსაფუძვლოა. თუ ასეთი ბრძანება გაიცემა, გაიცემა სამართალდამცავ სტრუქტურებზე და არა შეიარაღებულ ძალებზე... ყოველგვარი აზრი მხოლოდ მავანთა არაჯანსაღი ფანტაზიის შედეგი შეიძლება იყოს... ყველა რანგის მეთაური და გაერთიანებული შტაბის ოფიცერი, ქართველი სამხედროები ერთსულოვანი არიან შეფასებაში - ეს იყო ღალატის ტოლფასი, რადგან სამხედრო დაუმორჩილებლობა და ამბოხი მძიმე დანაშაულია. ამბოხებებმა უამრავი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას წარსულში. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს”.///
სრული სახით ინტერვიუს ნახვა შეიძლება აქ:
"მუხროვანში სამხედრო პოლიციის ორი ოფიცერი განაიარაღეს და გათოკეს" - "ჩემი იქ მისვლისას ჰაერშიც კი გაისროლეს..." http://www.ambebi.ge/samkhedro/4737-qmukhr...gaisrolesq.html This post has been edited by Geronti on 18 May 2009, 15:40