#13920419 · 20 May 2009, 18:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კი ნამდვილი ამბავია.. რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ირაკლი ბათიაშვილის მეგობარს და ოპოზიციის მიტინგების მონაწილე ზაზა ბრეგვაძეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრეგვაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, დაკავებულმა სასამართლო პროცესზე მის მიმართ განხორციელებული უკანონობის შესახებ ისაუბრა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაიზიარა. „ბრეგვაძემ განაცხადა, რომ 4 იარაღი აქვს გაფორმებული და უკანონო იარაღის ტარების საფუძველი არ ჰქონდა. სხვათა შორის ერთ-ერთი იარაღი პირადად ვანო მერაბიშვილმა აჩუქა. ბრეგვაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებისას იარაღი ჩაუდეს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა და პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ვინაიდან აქციებზე აქტიურად დადიოდა“,-განაცხადა სამუშიამ. ზაზა ბრეგვაძე, რომელიც უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და ირაკლი ბათიაშვილის მეგობარია, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 18 მაისს დააკავეს.
--------------------
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...
|