ზვიად ძიძიგური: "მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება სისხლში დგას" 12:52 - 21.05.2009
"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება სისხლში დგას". რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ძიძიგური სამართალდამცველი ორგანოების მიერ წუხელ გლდანში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. "წუხანდელი ამბავი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ მართლები ვართ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვაში. ეს ხელისუფლება სისხლში დგას. არავითარი დამნაშავეები ის ბიჭები არ იყვნენ, ისინი უბრალოდ სააკაშვილის მსხვერპლები არიან და ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ამ ხელისუფლებას ჩადენილ დანაშაულზე," – განაცხადა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ძიძიგურმა. ამასთან, მან მომიტინგეებს დღევანდელი სამოქმედო გეგმა გააცნო. "ჯერ გადავკეტავთ რუსთაველის გამზირს, მერე ჩავალთ ელბაქიძეზე, იქიდან კი მტკვრის მარცხენა სანაპიროს გადავკეტავთ" – აღნიშნა ძიძიგურმა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=25876&Itemid=1---------------------------
ეთანხმებით თუ არა ძიძიგურის შეფასებას?