აქციების პარალელურად და ძირითადად ღამით მომიტინგეების უმოწყალო ცემის და დასახიჩრების 80-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული...
პროვოკატორი პროპაგანდისტისათვის დამსახურებული ჭიტლაყის რტყმევის გამო, კანონის სრული იგნორირებითა და დარღვევით ძალოვნების მიერ გატაცებული იქნა სამი ახალგაზრდა პიროვნება (მათ შორის ერთი არასრულწლოვანი), რომელთა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები ვიზუალურადაა დადასტურებული...
პოლიციის შენობიდან კისტის თოფით დაჭრილი იქნა სახის არეში მამაკაცი, მარალჩინოსანი წყლით სავსე ბუშტებს ესროდა აქციის მონაწილეებს, და ეს ყველაფერი პარლამენტის ტავმჯდომარის მიერ შეფასებულ იქნა წუწაობად და გართობად...
დაპატიმრებულთა ცემით და მათი შეურაცხყოფის საშიშროებით არშფოტებული ადამიანი ფურცლებით ხელში გადაძვრა პოლიციის სამმართველოს ეზოში და ისე ცემეს შემთხვევით გადარცა ცოცხალი...
ამ ფაქტის შემხედვარე და ამ ფაქტით აღშფოთებული მოსახლეობის მიმართ პოლიციის ეზოდან და შენობიდან ნასროლი იქნა პლასტიკური ტყვიები და ქვები, რის შემდეგაც დასახიჩრდა ათეულობით ადამიანი, ხოლო ორმა პიროვნებამ თვალი დაკარგა...
(სიტუაციის სამაგალითო დეტალი: ჭიშკრისკენ ზურგით მდგარ სოსო ჯაჭვლიანს მომიტინგეების დაშოშმინების დროს ეზოდან შეაფურთხა და გინება დაუწყო ეგზალტირებულმა ძალოვანმა...)
ხელისუფლებაში მოთრეული სოციალური წუმპი აღნიშნულ პრეცენდენტს ხალხის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად აფასებს...
2 დღეში მოხდა ოპოზიციონერთა 80-მდე მანქანის ჩამორთმევა კანონის აბსოლუტური იგნორირებითა და დარღვევით...
აბსოლუტურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა სამხედრო ნაწილის განიარაღება და ოფიცრების შეურაცხყოფა... გამოცხდდა ძებნა 3 ოფიცერზე და ვესტერნის სტილში თავზეხელაღებული მკვლელი ბანდიტებივით ფულადი ჯილდო გამოცხადდა მათი ჩაშვებისათვის...
(ე.წ. აჯანყების მოწყობის მცდელობის პარალელურად გავრცელდა საცხოვრებელ ბინაში ორი კამერით გადაღებული, განათება დაყენებული და ხმადარეგულირებული ჩანაწერი, რომელშიც მოღალატეობრივ საქმიანობაში შემჩნეულად დასახელდა ყველა გადამგარი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელთაც დამსახურებული ავტორიტეტი აქვთ მოსახლეობაში)...
ერთ-ერთი ოფიცრის ძმები (ერთი ოჯახიანად) დააკავეს საწამებლად ძებნილის გასამწარებლად...
სამი ბავშვი (გოგონები) ძებნილთა სურათების ჩამოხევის გამო, ცემეს, დააპატიმრეს, 3 სთ კითხავდნენ, მერე დაკითხეს მასწავლებლები, მეზობლები, თანაკლასელები...
გუშინ საბაჟოზე უკანონოდ დააკავეს ნაცემი და ჯერვერგამოჯანმრთელებული სახალხო პროტესტის მედროშე მომღერლის აქციაკონცერტის პირდაპირი ეთერით ჩართვისათვის ოფიციალურად და კანონიერად დქირავებული აპარატურა...
ღამით ჩაცხრილეს "ამბოხი"-ს ორგანიზატორი ძებნილი ოფიცრები... ორი რეანიმაციაშია... ერთი ადგილზე გარდაიცვალა...
რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ სახელისუფლებო მანქანის ქმედებას, ოპოლიდერებმა ტერორი დაარქვან და ზეგ მაგისტრალების გადაკეთვით არ ანძრიონ და აბითურონ მოსახლეობა?
შარკი, დეჟავიუ არა გაქ, ალონსო მოსლის ვესესხე. ოღონდ არ იცის ჯერ.
This post has been edited by A10 on 21 May 2009, 14:19