ერთ-ერთ მეზობელ საიტზე კარგ სტატიას წავაწყდი
მისი წაკითხვისას მრავალი საინტერესო რამ აღმოვაჩინე
და ჩემს მრავალ კითხვასაც გაეცა პასუხი
სტატია მომზადებულია გენური ფსიქოლოგიის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტის დ. კალინსკის მიერ და წყვილის ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების რეალურ ფსიქოლოგიურ მიზეზებს ეხება.
***
"მემკვიდრეობით მიღებული ქვეცნობიერი პროგრამების გარდა, არსებობს შეძენილიც: ისინი, რომლებიც ბებიებისგან და ბაბუებისგან შთამომავლობით კი არ გვერგო, ჩვენ - თავად შევუქმენით საკუთარ თავს. რა გზით? ძალიან მარტივად:
თუ რომელიმე ცხოვრებისეულ პრობლემას გადაუწყვეტელს დავტოვებთ, ის კომპლექსად გადაიქცევა და, ყველა სიკეთესთან ერთად, გენეტიკურ კოდში აისახება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ თქვენი ცხოვრების განმავლობაში ამ პრობლემას არ გადაწყვეტთ, შვილებსა და შვილიშვილებს მემკვიდრეობითი პროგრამის სახით უანდერძებთ და მათი თანმდევი ტვირთი იქნება.
მაშ ასე, რომელი შეძენილი პროგრამები გვიშლიან ხელს?
ხელს ჩვენი შინაგანი ბლოკების მუშაობა გვიშლის. ეს შინაგანი ბლოკები ერთგვარი ქვეცნობიერი პროგრამებია, რომლებიც გვაიძულებენ პირად ურთიერთობებში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარტო დავრჩეთ.
ბლოკები და პროგრამები შეძენილიცაა (საკუთარი სამწუხარო გამოცდილების კვალობაზე შექმნილი) და მემკვიდრეობითიც(პრობლემებს, რომლებიც ბებიაბმა და ბაბუებმა ვერ მოაგვარეს, შვილიშვილები წყვეტენ). სწორედ ისინი ქმნიან შინაგან ბლოკებს.
1. პირველ რიგში,
ღალატის შიში, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ის მემკვიდრეობითიც არის ხოლმე და შეძენილიც. საკმარისია, ნაცნობების ცხოვრებაზე დაკვირვებები ერთხელ მაინც განაზოგადო და ახალგამომცხვარი ღალატის შიში მზადაა. ვთქვათ: მეზობელი ღიად ღალატობს ცოლს. თანამშრომელი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დარბის ვიღაცასთან. დაქალის შეყვარებულს ტუტუც ქარაფშუტასთან ხანგრძლივი ამბორის პროცესში პირდაპირ ქუჩაში წაასწრეს. პირველი დასკვნა ცხადია: ყველა კაცი – მოღალატეა. შემდეგი დასკვნა კი ასე გამოიყურება: ჩემი რჩეულიც მიღალატებს.
თუ ღალატის შიშს გზას მისცემთ, მთელ ცხოვრებას მოგიწამლავთ: ბანალური “მესამე-ზედმეტი” იქნება პირველ პაემანზე, გამადიდებელი შუშით დაგაკვირვებს ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალზე, მურმანის ეკალივით ამოიზრდება იქ, სადაც ის-ის იყო, ნდობა იბადებოდა. ჰოდა, ასე ან მას შეაშინებს (ადამიანი ხომ გრძნობს, რომ გამუდმებით ეჭვის ქვეშაა), ან – თქვენ... გაიძულებთ, უარი თქვათ ოჯახის შექმნის შესაძლებლობაზე “ნათელი მომავლის” ხათრით, რომელშიც ღალატისგან დაცვა გარანტირებულია. ცნობილ სიმღერაშია: ცოლი არ წავა სხვასთან, თუ ცოლი არა გყავსო”.
2. შიში, რომ
არ აღმოჩნდები რჩეულის ღირსი – ასევე შეძენილია. ეს, ალბათ თავადაც ხვდებით, არასრულფასოვნების კომპლექსის პროდუქტია. ადამიანი თავს სხვებისთვის საკმარისად საინტერესოდ არ მიიჩნევს და სწორედ ამის ტრანსლაციას აკეთებს მთელი სამყაროსთვის. რაზეც, რა თქმა უნდა, სამყაროსგანაც, და უფრო მეტად – საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან, სავსებით ადექვატურ რეაქციას - ყოველგვარი ინტერესესის არარსებობას – იღებს.
სამწუხაროდ, სწორედ პირად ცხოვრებაში თამაშობს ეს კომპლექსი თავის უმთავრეს და უმნიშვნელოვანესს როლს! საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ სოციალურ პლანში რაღაც ფასი გაქვს უფრო ადვილია: მუშაობა და სწავლა, გზადაგზა დაღს იშორებ, ყოველი ახალი გამარჯვებით ახალი, საკუთარ თავში უფრო მეტად დარწმუნებული ხდები! თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერანაირად ვერ დაგეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავის, როგორც ქალის (ან მამაკაცის) ირწმუნო.
განსაკუთრებით უმძიმთ ქალბატონებს. ჯერ ერთი, რომ კარიერულ ასპარეზზე, ბიზნესსა და სხვა საქმიანობაში წარმატებულები, დამატებით, აფრთხობენ კიდეც ბევრ მამაკაცს. მეორეც: მამაკაცური წესებით თამაშით საბოლოოდ კლავენ საკუთარ თავში ქალურ არსს, მით უფრო, თუ მაინცდამაინც საკუთარი ქალური მომხიბვლელობა თავიდანვე არ სჯეროდათ.
3. არასრულფასოვნების კომპლექსზე ასევეა მიბმული კიდევ ერთი შიში:
არ იყო მეორეხარისხოვანი რჩეულის ცხოვრებაში. ეს შიშიც უფრო მეტად ქალებს ახასიათებთ. ვაითუ, ქმრისთვის სამსახური, კარიერა, ბიზნესი ჩემზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა? ვაითუ, დედა უფრო ეყვარება, ვიდრე – მე? ურთიერთობის ბლოკირებითა და დანგრევით ეს პროგრამაც აქტიურად გებრძვით.
4. სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება
სექსუალური დისჰარმონიის შიშიც გადაიქცეს. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ამ შიშს შეუძლია, ოჯახური ცხოვრებისთვის, საერთოდაც, ზურგი შექცევინოს ადამიანს.
5. იმ პრობლემების ნაკრებთან, რომლებიც სექსუალური ურთიერთობების სფეროში ჩასახული შიშითაა განპირობებული, ერთ-ერთი
უარყოფის შიშიცაა : ძლიერი ბარიერი პირადი ბედნიერების გზაზე.
დაბალი თვითშეფასება სექსუალურ პლანში, საკუთარი თავის ქალად აღქმის უუნარობა, ან მამაკაცური მომხიბვლელობის ეჭვქვეშ დაყენება - ადამიანს ურთიერთობების შიშით უბრუნდება და სპობს კავშირს და ანგრევს ძლივს გამოძერწილ ურთიერთობას.
ეს შიში არც ისე იშვიათად ადრეულ ბავშვობაში ჩნდება. ხანდახან დამნაშავე – მშობლების გაყრაა, რომელშიც ბავშვმა გაუცნობიერებლად დაადანაშაულა საკუთარი თავი;
ხანდახან მშობლები შვილისგან ძალიან ბევრს ითხოვენ, ისეთ სიმაღლეს უსახავდნენ, რომელსაც ვერ სწვდება და გამუდმებით რწმუნდებოდა საკუთარ არასრულყოფილებაში. მიზეზი დედის ან მამის უყურადღებობაც ხდება. ეს ყველაფერი ძალიან ღრმადაა, მისავალი ადამიანს თვითონ არ აქვს და სპეციალისტთან ერთად მუშაობა აუცილებელია.
6. ა) მედლის მეორე მხარე: ბავშვი ყურადღების ნაკლებობას არასდროს გრძნობდა. პირიქით: დედისერთა, სიყვარულითა და მზრუნველობით გაზრდილი, ნაქები, ნასათუთარია. როგორც ნებისმიერი უკიდურესობა, ესეც მავნეა და სწორედ პირად ცხოვრებას ვნებს. გაზრდილი «ნებიერა» პარტნიორისგანაც ისეთი უსაზღვრო სიყვარულის დანახვას დაელოდება, როგორსაც სახლში იღებდა.
ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი მოლოდინი უსაფუძვლოა და ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა ამ ბავშვს ძალიან გაუჭირდება, უფრო კი – ვერ შეძლებს.
ბ) მეორე ვარიანტიცაა შესაძლებელი: ადამიანი ისე იღლება საყოველთაო მზრუნველობით, რომ ბოლოს ერთადერთი სურვილიღა რჩება: “დამანებეთ სულ ყველამ თავი!”.
7.
ურთიერთობების გაწყვეტის გენეტიკური კანონი (ანუ დაუსრულებლობის კანონი) - მემკვიდრეობითი პროგრამა:
ეს პროგრამა მაშინ ამუშავდება ხოლმე, როცა რამდენიმე თაობაში მეორდბა გაყრა. ბებო გასცილდა ქმარს, დედა გასცილდა მეუღლეს, იქმნება ბლოკი: ურთიერთობები უნდა გაწყდეს.
8.
დანაკარგის შიში - მას ბლოკირებაც შეუძლია და არსებულის დანგრევაც. თანაც ეს იმ ეტაპზე ხდება, როცა ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი ყალიბდება. ამ დროს ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც დიდი გრძნობა და დამოკიდებულება ისხამს ხორცს, ძლიერდება, მალე უძლეველიც გახდება და ფიქრობს, თუ ეს კავშირი დაირღვევა, ტკივილს ვერ ასცდება, ამიტომ სჯობს, ამ კავშირიდან წინასწარ გამოვიდეს".
საინტერესო იქნება ამ საკითხებზე და ასეთ შიშებზე ფსიქოლოგების
და არამარტო მათი მოსაზრება
This post has been edited by mainc on 23 Apr 2009, 17:11