#13967487 · 23 May 2009, 23:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მგონი საჭიროა გავარკვიოთ ერთი უბრალო(ერთი შეხედვით) საკითხი.რა როლს და ფუნქციებს ვანიჭებთ ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურას.ამის შემდეგ შეგვეძლება იმაზე ლაპარაკი,თუ რა სტრუქტურა გვჭირდება,სახელმწიფოს მართვის რომელი სისტემა გვირჩევნია და რატომ. ისტორიული მაგალითების მიმოხილვა შორს წაგვიყვანს.ამიტომ უახლოეს წარსულზე შევჩერდები.კომუნისტებმა მაშინ,როცა ე.წ. "ნეპ"ი,ხელისუფლებამ უარი თქვა მოქალაქის ყოველგვარ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე.ანუ მოქალაქე მთლიანად უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ხელისუფლებაზე. საბჭოთა ხელისუფლების ფუნქციას და როლს წარმოადგენდა არსებული დოვლათის განკარგვა და გადანაწილება.აგრეთვე თავისი თავის შენარჩუნებაზე ზრუნვა.ასე სეიქმნა თავისებური სახელისუფლებო პირამიდა,რომელიც ფაქტიურად წარმოადგენდა ფეოდალურის ასლს. ამ სისტემისათვის საფრთხეს წარმოადგენდა თავისუფალი,შემოქმედებითი აზროვნება.მისთვის აუცილებელი იყო დოგმების ერთი სისტემა.ამან შექმნა წრფივი აზროვნების ტრადიცია.დოგმატური აზროვნებიდან ფანატიზმამდე ერთი ნაბიჯია.სადაც არ არსებოსო შემოქმედებიტი აზროვნება,არ არსებობს განვითარებაც.სწორედ შემოქმედებითი აზროვნების დეფიციტმა შექმნა არნახული კორუფცია!სიხარბე როგორც ასეთი ეყრდნობა შემდეგ ფილოსოფიას:"ვარ ის,რაც მაქვს".კორუმპირებულს არ გააჩნია სხვა გამოსავალი ტავისი სიხარბის დასაკმაყოფილებლად.ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ხელთ ქონდეს დოვლათის განკარგვისა და გადანაწილების ბერკეტები.ასე ჩაიკეტა წრე.პოლიტიკა და "ბიზნესი" შეერწყა ერთმანეთს. გამოცხადდა საქართველოში დამოუკიდებლობა.რა ფუნქცია დაეკისრა ხელისუფლებას?ხალხი ხელისუფლების ფუნქციას ხედავდა ისევ იმაში,რასიც კომუნისტების დროს,ოღონდ ელოდნენ უფრო სამართლიან გადანაწილებას დოვლათის. . .აქედან ერთი "სამართლიანი" ლიდერის გაფეტიშება.ფაქტიურად სახელმწიფომ მიიღო მემკვიდრეობად ყველა ის ფუნქცია,რაც ეკისრებოდა კომუნისტების დროს.რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს და შესაბამისად ყველაფერზე იყო პასუხისმგებელი(?).იგივე მივიღეთ დღესაც.ისევ ძალაშია შემოქმედებიტი აზროვნების კატასტროფული დეფიციტი.სამივე პრეზიდენტი ისევ შეეცადა შეექმნა კომუნისტების დროის სახელისუფლბო პირამიდა.თან როგორც ვთქვი დოგმატური წრფივი აზროვნებიდან ერთი ნაბიჯია ფანატიზმამდე("ზვიადი საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო" და მისთნები).ახლანდელმა პარლამენტმაც გამოიჩინა თავისი ამომრჩევლების მიმართ აბსოლტური უპატივცემულობა და ამომრჩეველის ინტერესების დაცვისა და წარდგენის მაგივრად სახელმწიფოს მეთაურს მთელი ძალაუფლება ჩააბარა.ზოგმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა საერთოდ უარი თქვა იმ დავალების შესრულებაზე,რომელიც მას ამომრჩეველმა დაკისრა(ამომრჩეველის ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოში).აქედან გამომდინარეობს,რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას არავითარი წარმოდგენა არ გააჩნია,ტუ რა ფუნქცია და როლი აკისრია პარლამენთს,სასამართლოს,სახელმწიფოს მეთაურს.ისევ შეიქმნა სახელისუფლებო პირამიდა,რომელსაც მონოპოლიზებული აქვს მთრელი პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება(როგორც კომუნისტების დროს აქაც შეირწყა პოლიტიკა და "ბიზნესი") და ისევ ზღუდავს შემოქმედებით აზროვნებას,ინიციატივას,განვითარებას.სახელმწიფო იქცა პარაზიტად.ეს ბუნებრივია იწვევს მასების შეშფოთებას,მაგრამ არც ოპოზიციას უტქვამს ჯერ როგორ ხედავს სახელმწიფო სრუქტურების როლს და ფუნქიას.ისმის მხოლოდ ლაპარაკი პრეზიდენტობაზე,საპარლამენტო რესპუბლიკაზე,კონსტიტუციურ მონარქიაზე და ა.შ. თავისთავად ეს სტრუქტურები არაფრის მომტანი არაა თუ რღაც არსს არ შეიცავენ.ამაზე მინდოდა დღეს დამეწყო მსჯელობა ატივცემულო მეგობრებო. მე პირადად მიმაჩნია,რომ სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი როლი და ფუნქციაა დაარეგულირონ საზოგადოებრივი ცხოვრება და ხელი შეუწყონ კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებსი მის წარმართვას. ამას იქეთ ვიმსჯელოთ რა როლი უნდა ეკისრებოდეს პარლამენტს,სახელმწიფო მეთაურს,სასამართლოს და საერთოდ როგორი სახელმწიფო სტრუქტურები გვინდა და რატომ
--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად სხვას არა წაუღია რა...
|