ცივილიზაციის იმ უმაღლეს დონეს, რომელშიც ჩევნ დღეს-დღეობით ვცხოვრობთ, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვაღწევდით მეცნიერული მიდგომის გამოყენებით, რომელც თავისი განმარტებით დიამეტრალურად განსხვავდება რწმენისაგან. ადამიანები მოვლენას სხვადასხვა კუთხით სწავლობდნენ, აკავშირებდნენ სხვა უკვე შესწავლი და/ან ნათელ მოვლენებთან. ამ კავშირებს მათი უტყუარობის დასაბუთებამდე ჰიპოთეზა ეწოდა, ხოლო დასაბუთების შემდგომ-თეორია. ბუნების მოვლენების ამხსნელი მრავალი თეორიის გამოყენებით ადამიანებმა დაიწყეს ფუნდამენტალური მეცნიერებები პრაქტიკაში გამოეყენებინა, ანუ ნელ-ნელა წარმოიშვა გამოყენებითი მეცნიერებები.
მაგრამ მთელი ეს პროცესი ადამიანის როგორც არსების ჩამოყალიებბიდან საკმაოდ გვიან დაიწყო, და თAნაც საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. მანამ, სანამ ადამიანი შეძლებდა მის გარშემო მოვლენების უმნიშვნელო ნაწილის მეცნიერულად ახსნას, სხვა ადამინებმა უფრო მარტივად გასაგები, დისკრეტული და მცდარ ლოგიკაზე დაფუძნებული ახსნა მოძებნეს. ასე წარმოიშვა რელიგია, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობას რწმენას უწოდებენ.
რწმენა-(დეფინიცია)-რაიმის ჭეშმარიტად ცნობა შესაბამისი ლოგიკური ან ფაქტობრივი შემოწმება/დასაბუთების გარეშე.
რაღათქმაუდნა, ადამიანის გარშემო მოვლენების იმ ახსნას, რომელსაც რელიგია გვთავაზობდა ბევრი მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებულ მოვლენების ახსნას რელიგია უკუაგდებდა მისი სირთულის გამო მანამ, სანამ ამ თეორიების პრაქტიკაში გამოყენებას არ ნახავდა. ნელ-ნელა რელიგიამ დაიწყო თავისი მOძღვრობის მცნიერული დაკვირვებებით მიღებული შედეგებისადმი მისადაგება. 1992 თუ 1993 წელს რომის პაპმა "აღმოაჩინა" რომ დედამიწა მრგვალი იყო (დიახ, არამც-თუ არამც უფრო ადრე! და საჯაროდ მოიხადა ბოდიში ინკვიზიციის გამო)..
მიუხედავად ამისა, საზოგადოებბის ჯერ-კიდევ უდიდესი ნაწილის აზროვნებაშია გამჯდარი რელიგიური პრინციპები, ერთგვარი "ინერციულობის" გამო. მათ ოჯახებში უარყოფდნენ ნათელს, და აჯერებდნენ მათ, ეომ უბრალო გადმოცემაზე დამყარებული ცოდნა უფრო სანდოა, ვიდრე დასაბუტებული....
საბედნიეროდ ნელ-ნელა მორწმუნეთა რიცხვი მცირდება, მაგრამ რელიგია პოზიციებს არ თმობს! იგი უფრო-და უფრო მეტად "ექაჩება" ადამიანებს თავსიკენ, სამუდამო სიამოვნების და სხვა სატყუარების მეშვეობით (მომიტევოს ბუდიზმმა და სხვა რელიგიებმა,სადაც სამოთცხის კონცეფცია არ არის, მაგარმ ნებისმიერი რელიგია ავალდებულებს მორწმუნეს რაღაცა სიმრავლე პირობების შესრულებას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, იქნება ეს მუქარა, თუ დაპირება სამუდდამო სიამოვნების ან სხვა რამის შესახებ).
ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: რა საჭიროა ვებრძლოლოთ რელიგიას საერთოდ?! ეს-ხომ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა იწამოს ის, რაც მათ სურთ! ჩემი პასუხი ამრტივი იქნება: კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა რელიგიაზე უფრო დამღუპველი სენი! რელიგიამ გახდა მიზეზი აუარცხელი რაოდენობა ომებისა, რელიგიური ფანატიზმი თანამედროვე საზოგადეობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რელიგია ქათაგებს ფარისევლობას (იმედია ეს ძვირფასო მკითხველებო თქვენთვის დასაბუთებას არ საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე უზარმაზარი რაოდენობა მაგალითებისა ქრისტიანობიდან ხელთ მაქვს)) და ა.შ.
რელიგია ადამიანებს სთავაზობს მზა პასუხებს თავის კითხვებზე, და რაღაც ცრუ მორალს ამ პასუხებზე დაფUძნებით, რომლებიც თავის-თავად პროგრესს აფერხებენ (კლონირებიდან დაწყებული, მოჯაჰედების ელექტროენერგიის მოხმარებაზე განცხადებული პროტესტით დამთავრებული).
დროა რომ გავერთიანდეთ ამხანაგო ათეისტებო და სასიკვდილო დარტყმა მივაყენოთ რელიგიას ერთიანი ძალებით! თითოეულმა ათეისტმა თავისი პირველუ პოსტი ამ თოფიქში დაიწყოს სიტყვებიტ "მე ვარ ათეისტი" რათა ყველამ დაინახოს საზოგადეობის პროგრესული ნაწილის რიცხოვნება! ვიმსჯელოთ ათეიზმის იდეების პოპულარიზაციაზე და ვიმოქმედოთ!
დ.ე.ო
A.K.A. "renovatio"
* * *
ეს ტოპიკი აი აქ გავხსენი პირველად, მარა დამიხურეს:
ათეისტთა კლუბიმერე აი აქ და აქ გავაპროტესტეთ:
უსამართლოდ დამიხურეს თემაათეისტთა კლუბის შემთხვევასთან დაკავშირებითიმედია ეხა მოდერებს კულტურა ეყოფათ და გვაცდიან ჩვენი მცირე კლუბის ჩამოყალიბებას!