ეს არის რუსულ-ქართული ერთობლივი კინოპროექტი, რომელიც რეჟისორმა რევაზ გიგინეიშვილმა გადაიღო და მასში მონაწილეობენ ქართველი ცნობადი სახეები როგორიცაა: სოფო ნიჟარაძე, ნანი ბრეგვაძე, დუტა სხირტლაძე და სხვები. თრეილერით თუ ვიმრსჯელებთ ფილმი კარგი ჩანს კარგი კასთია და სასიამოვნო საყურებელი ველოდებით პრემიერას რომელიც 23 აგვისტოს გაიმართება


რეზო გიგინეიშვილის ახალი ქართულ-რუსული ფილმის გადაღებები დასასრულს უახლოვდება. შვიდი ნოველისგან შემდგარ რომანტიკულ კომედიას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ. „სიყვარული აქცენტით“ – ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც, ქართველებთან ერთად, ცნობილი რუსი მსახიობებიც მონაწილეობენ. ერთ-ერთი ნოველის გადაღებები ყაზბეგში რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ყაზბეგის სოფელ სნოში მიმდინარე გადაღებებს „პრაიმტაიმიც“ შეესწრო.
ნოველაში სახელწოდებით „ქორწილი“ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე ასრულებს. როგორც ცნობილია, ფილმის გადაღებები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება. სოფო ნიჟარაძის ფილმში გადაღება რეჟისორს თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი და მათი თანამშრომლობაც შედგა. ქართველ მომღერალს ფილმში პარტნიორობას უწევენ რუსეთში ცნობილი და გამოცდილი ვარსკვლავები – არტურ სმოლიანინოვი და ფილიპ იანკოვსკი.
სოფო ნიჟარაძე: „ფილმში ჩემი გადაღების ინიციატივა რეზოსგან წამოვიდა. ქართულ-რუსული ფილმია და ჩემს გმირს აუცილებლად რუსულად უნდა ელაპარაკა. მაგის პრობლემა რომ არ მქონდა, ალბათ, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო. ერთი კვირა ვიყავით ყაზბეგში და ძალიან სწრაფ ტემპში ვიმუშავეთ. ერთ დღეში სამ სცენას ვიღებდით, თუმცა იყო ისეთი სცენები, რომლებსაც დიდი დრო მიჰქონდა. შეიძლება მთელი დღე ერთი სცენა გადაგვეღო და ეს ძალიან რთული იყო. ჩემთვის ეს პირველი ფილმია. კინოგადაღებებში პირველად ვმონაწილეობდი. ისე, ბევრ სპექტაკლში მითამაშია, სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ამიტომ თამაში ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ თეატრი და კინო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. კინო სხვანაირ თამაშს ითხოვს, უფრო თავისუფალს, თუმცა მგონი, არ გამჭირვებია. ძალიან ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა“.
„სასიყვარულო ოთხკუთხედი“
ახალ ქართულ-რუსულ ფილმში სოფო პატარძლის როლში მოგვევლინება. მისი გმირი ერთი ჩვეულებრივი გოგოა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიმღერასთნ. ყაზბეგში, საქმროს ჩამოსვლის მოლოდინში, მას უამრავი თავგადასავალი გადახდება.
„მე ვთამაშობ საცოლის როლს და მყავს ძალიან ნიჭიერი პარტნიორები – არტურ სმოლიანინოვი და ფილიპ იანკოვსკი. ერთი ჩემი გმირის საქმროა და მეორე კი ის, ვინც უბრალოდ საქმროდ ასაღებს თავს, რადგან ნამდვილი საქმრო რეისზე აგვიანებს და ვერ ჩამოდის. სხვათა შორის, სიმღერას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს გმირთან. ჩვეულებრივი გოგოა, რომელიც მოსკოვში სწავლობდა და საქმროს ჩამოსვლას ელოდება. ძველი ქართული ტრადიციული ოჯახიდანაა, სადაც სიძე ქორწილამდე აუცილებლად უნდა გაიცნონ. სიძე ვერ ჩამოდის, ჩამოდის სხვა ადამიანი, ძალიან ცნობილი რეჟისორი, რომელიც ყველა ჟურნალის ყდაზეა გამოსახული. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ ბიჭის ცოლიც ჩამოდის და ასეთი სასიყვარულო ოთხკუთხედი იქმნება, მაგრამ ბოლოს ყველა თავის ადგილას რჩება. ძალიან სასაცილო ისტორიაა. მუშაობა დავასრულე, ფილმში ჩემი გმირის გადაღებები დამთავრდა. ჯერჯერობით არ მიფიქრია იმაზე, მომავალში კიდევ თუ დავთანხმდები კინოში გადაღებას. სცენარსა და დაკავებულობას გააჩნია“.
„ტურისტი“ ყაზბეგში
„ამჯერად მეც ჩვეულებრივი ტურისტი ვიყავი ყაზბეგში. პირველად მოვხვდი იქ და გაოცებული დავრჩი იმ ყველაფრით, რაც იქ ვნახე. ძალიან ბევრი ტურისტი იყო ჩამოსული და ყველა ყაზბეგზე ლაპარაკობდა. ბევრი საინტერესო, ულამაზესი და შთამბეჭდავი ადგილია, რაც არ შეიძლება, არ მოგეწონოს. გერგეთის სამებაზე ასვლა ვერ მოვასწარი, რადგან გადაღებები ქვევით გვქონდა. შემდეგ ჩასვლაზე აუცილებლად ავალ. ვიცი, რომ იქიდან სასწაული ხედია, ძალიან სხვანაირი ჰაერი და ულამაზესი ბუნება, თუმცა ჩვენი სასტუმროდანაც კარგად ჩანდა. გადაღებების გამო დილის 7 საათზე ვდგებოდი და სასტუმროდან მყინვარწვერს ვუყურებდი. მართლა სასწაულია“.
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...znesi&Itemid=17