Ruglen Holon
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7658
წევრი No.: 11625
რეგისტრ.: 19-July 05
|
#13973119 · 24 May 2009, 15:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავიწყოთ შსს-დან:
1) კორუფციის აღმოფხვრა და ხელფასების გაზრდა 2) მთელი საქართველოს მასშტაბით განყოფილებების საკადრო რეაორგანიზაცია, ასევე ახლად დანიშნული უფროსობის მკაცრი კონტროლი 3) საპატრულო პოლიცია 4) სპეცრაზმები (სოდ, კუდ)
შედეგად: გაცილებით უფრო ნაკლები კორუმპირებული კადრები. (კორუფცია ყველგანაა, 100% აღმოფხრა შეუძლებელია)
საგზაო კონტროლი, მოქალაქეთ თვალში პოლიციის დანიშნულების ხარისხის ამაღლება, იტყვით თანმდევი პროცესია ესაო, მარა გაიხსენეთ შევარდნაძის პოლიცია და მერე სააკაშვილის ქაქანი და 2 საათიანი რეჩები იმაზე რომ პოლიცია ხალხს ემსახურება და პატივსაცემია. ეს შეგნება საქართველოს საზოგადოებაში არ იყო. გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, გრეჩიხოზებს და ჩაკუნცხულ საზოგადოებისთვის პოლიცია დღესაც ბოზები არიან ჩმდდშვც!!!
განვაგრძოთ: კრიმინალის საგრძნობლად შემცირება - დაწყებული საკანალიზაციო ჭების თავსახურებიდან დამთავრებული ოქროს ჯვრების აწყვეტით შუა ქუჩაში, მობილურების დახევით, მანქანების გატაცებით, მანქანის მაგნიტაფონებით და ა.შ... რასაც შედეგად მოყვა გარაჟების გაუქმება და მათ ადგილას პარკების აშენება ბავშვებისთვის - ეს სხვა თემაა, მარა მანქანა რო გიყენიათ გარეთ და არავინ არ ტეხავს იმ "შავრაზმელების" დამსახურებაა დღე და ღამე რო თქვენთვის პატრულირებენ ქუჩაში.
განვაგრძოთ: ბევრი ქურდისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების თუ მსვილი ავტორიტეტის აყვანა, ნარკო-ბარიგების, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფების დაკავება.
თუ რამე გამომრჩა მიამატეთ.
განათლების სისტემა: ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა რომელიც კომპლექსურია და ამ რეფორმაში ერთმანეთზეა მიჯაჭვული შედეგები.
სამართლიანმა გამოცდებმა მკვეთრად შეამცირა ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, როგორც მთლიანობაში, ასევე ცალკეულ ფაკულტეტებზე, რაც ლოგიკურია - ბევრი უცოდინარი, რომელიც მანამდე ფულით აბარებდა, გარეთ დარჩა და ვერ ჩააბარა. ამას შედეგად მოყვა იმ კათედრებისა და სპეციალობების გაუქმება ან გაერთიანება სხვა კათედრებთან და სპეციალობებთან, რომელ სპეციალობებზეც სტუდენტთა ნაკლებობა იყო. ამ გაუქმება-შეერთებას მოყვა რა თქმა უნდა პროფესორ-მასწავლებლების შემცირება, შემდგომში რომელთა აზრითაც ლომაია სატანაა. ასევე მოხდა ხელფასების გაზრდა დამსახურების მიხედვვით, ჩვეულებრივ ლექტორს აქვს საათობრივი ანაზღაურება, /ასოც.პროფ/პროფესორ ა.შ... - დამსახურების მიხედვით მოჭრილი ხელფასი + საათობრივი ანაზღაურება. ასე მაგალითად ჩემი ახლობელი, 70 წლის ლექტორია, სრული პროფესორი, შევარდნაძის დროს 50 ლარზე ცხოვრობდა პატიოსნად, უკიდურესად გაჭირვებული, მისი თანამშრომელი, რიგითი ლექტორი, საგნების კეთებაში 100-100$ იღებდა შევარდნაძის დროს. რეფორმის შედეგად დამსახურების მიხედვით პროფესორს დაუნიშნეს ხელფასი + საათობრივი ანაზღაურება და 50 ლარის ნაცვლად 500 ლარს უკაკუნებს, ხოლო ჩვეულებრივ ლექტორს საათობრივი ანაზღაურება, მისი სპეციალობა გაუქმდა, რადგან სტუდენტების საჭირო რაოდენობა ვერ ჩაირიცხა (ისევ და ისევ ფულით ჩარიცხულ სტუდენტების საგნების გაკეთებაზე აკეთებდა შემდგომ 100$ ყოველის სემესტრის ბოლოს), ეხლა საათები ძალიან ცოტა აქვს, 100 დოლარსაც ვეღარ აკეთებს საგნებზე და სააკაშვილის გინებაშია, ეს რა უქნა?!
დანარჩენი თქვენ დაწერეთ, ან მერე დავწერ რო არ დამეზარება. დანარჩენი: ეკონომიკური რეფორმები - საგადასახადოს რეფორმა, კერძო ბიზნესის წახალისებები და მსგავსი პროგრამები, საბანკო სესხები დაფინანსებები, ინვესტიციები, ანტიმონოპოლისტური სამსახურის გაუქმება - ახალის შექმნა და ა.შ... თავდაცვის რეფორმა - კორუფციის აღმოფხვრა, ჯარის პირობების გაუმჯობესება - კვებიდან დაწყებული -ფორმითა და აღჭურვილობIთ დამთავრებული, ნატოს სტანდარტების ინსტრუქტაჟი, წვრთნები, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება (გაგეცინებათ ეს რა რეფორმააო მარა ბოდიშით და შევარდნაძის დროს ჯარის სულისკვეთება სუნიან ნასკებში იყო ჩავარდნილი)
ენერგეტიკის რეფორმა - ამის შესახებ ყველაზე ნაკლები ვიცი, თუ ვინმეს ვრცლად შეუძლია მოგვახსენოს ნუ დაიზარებს, თუმცა ფაქტია ელექტრო ენერგია და გაზი 24 საათი მოგვეწოდება თუ არ ჩავთვლით რიგით კატაკლიზმებს და რუსეთში როცა ჟირინოსვკის მოეხუშტურება გაზს და დენს ვერ გვითიშავენ.
ამას გარდა: შეიქმნა სერიოზული სადაზვერვო სამსახური (როგორც შიდა, ასევე გარე) რაც აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, შეიქმნა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური რომელიც ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ამის გარდა: ინფრასტრუქტურა - გზები, განათებები, პარკები.
ამის გარდა საქართველო სერიოზულ ასპარეზზე გამოვიდა საერთაშორისო პოლიტიკაში, სერიოზულად იმუშავა საგარეო პოლიტიკაზე და როგორი დატვირთვაც შიდა პოლიტიკაზე მოვიდა ამ მთავრობაზე იგივე სიმძიმის ტვირთი მიიღო გარე პოლიტიკაში.
და ეს ყველაფერი ადვილი გასაკეთებელია 4 წელიწადში ? გინდაც 10 წელიწადში, იმ ფონზე როცა ყურის ძირში, მეზობელი ქვეყანა, დიდი ძალა, საქართველოს წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯის ჩაშლას ცდილობდა და ისევე დაუღალავად შრომობდა ამისთვის როგორც საქართველოს მთავრობა შრომობდა რეფორმებისთვის. გარე ძალების კულმინაციური მომენტები იყო 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი და შემდგომი კულმინაცია ახლოვდება ეხლა.
|