ke-isari
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2411
წევრი No.: 81356
რეგისტრ.: 4-January 09
|
#13972736 · 24 May 2009, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1991 წელი . . . საქართველოში პარტიული ნომენკლატურაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო დაკვეთითა და რუსეთის არმიის შესრულებით, სამხედრო გადატრიალება ხდება . . . ამასობაში მოულოდნელად იშლება სსრკ . . . ვხმარობ სიტყვა "მოულოდნელად" . . . მიუხედავად იმისა, რომ მთელი "ცივი ომის" პერიოდი ესაა მცდელობა დაიშალოს წითელი იმპერია . . . მაგრამ მარიონეტი გორბაჩოვის ხელისუფლების სათავეში მოსვლით, სსრკ ნელ-ნელა დასავლეთის სატელიტი გახდა . . . თანაც შესაძლო დაშლის შემდგომ 14 საელჩოს, 28 საკონსულოსა და რაც მთავარია ბირთვულ ღილაკზე თითის დაჭერის დივერსიფიცირებას, დამატებით მილიარდობით დოლარის ხარჯი და რისკი უნდა გამოეწვია . . . თუმცა მოსახდენი მოხდ . . . როგორც ედუარდ შევარდნძე იხსენებს თავის მემუარებში : "სსრკ დაშლა არც იგეგმებოდა, სსრკ გორბაჩოვისა და ელცინის დაპირისპირებამ დაანგრია" . . . .
მოკლედ გადატრიალება თბილისში და სსრკ-ს დაშლა ლამის უნისონში ემთხვევა ერთმანეთს . . . ასეთ ვითარებაში უმუშევარი რჩება ამერიკის ("სტუპიდ", როგორც მას ერთხელ უწოდეს კონგრესში) ლაქია ედუარდ შევარდნაძე, რომელიც პირადი კონტაქტების წყალობით ახერხებსა და ამერიკას თენგიზ სიგუას კანდიდატურის მაგივრად სთავაზობს თავისას . . . ჩანაცვლება ხდება . . . . 1992 წლიდან ახალი ერა, ახალი სავალალო ეპოქა იწყება საქართველოს ისტორიაში, რომელიც დღემდე გრძელდება . . .
ჩამობრძანებული ედუარდ შევარდნაძე აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს, ისიც იარაღისა და თავზეხელაღებული სამხედრო ფორმირებების წყალობით . . . რეგიონები კვლავაც დაუმორჩილებელია . . . . სამხედრო საბჭო დაუმორჩილებელი კუთხეების მიმართ იწყებს სამხედრო სვლებს . . . . 1992 წლის ზაფხულში სვლა განხორცილედა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ, რომელიც ერთგარად ზვიადისტი პირების ყველაზე მძლავრი კერა იყო . . . ამავე პერიოში და მანამდედაც ზვიად გამსახურდიას კომპრომისული შეთანხმება ავად თუ კარგად თავის სასიკეთო საქმეს აკეთებდა . . . "დიდი პოლიტიკოსი" წუთით ვერ აანალიზებს იმ სავალალო შედეგებს, რაც აფხაზეთის დალაშქვრას შეიძლება მოჰყვეს და უფრო მეტიც, თავის წიგნში წერს, რომ ბორის ელცინმა გააფრთხილა კიდეც სატელოფონო საუბრისა, რომ ამ შესვლას ომი მოჰყვებოდა . . .
გამოღლევებული კიტოვანის ბანდა შედის აფხაზეთში, უფრო კონკრეტულად სოხუმში და იწყებს მოსახლეობის ძარცვასა და დაწიოკებას . . . მსგავსად სხვა ქართული კუთხეებისა . . . მისთვისა და მისი გვარდიელებისთვის სულ ერთი იყო და ვერც არჩევდნენ იქაურ აფხაზს, ქართველსა თუ სომეხს ერთმანეთისგან . . . ყველა ერთია "ზვიადისტი" . . . . ვაშინგტონში, 1993 წლის 25 ოქტომბერს, მომხსენებელმა არაორაზროვნად განაცხადა: გოლცი: - "შევარდნაძის ხალხმა გაილაშქრა აფხაზეთზე და გზადაგზა მძარცველობდნენ. ეს იყო კიტოვანი, შემდეგ მხედრიონი. ამან პრობლემები საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის მთავრობას შორის გადაზარდა ჯერ ჩვეულებრივ ომში და შემდეგ უარესშიც - ომში, რომელშიც ორივე მხრივ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა ". როგორც ხედავთ, ამერიკელებმა მშვენივრად, ზოგ "ქართველზე" უკეთესად იციან თუ ვინ და როგორ მოაწყო ომის პროვოცირება აფხაზეთში. . . . ამერიკელები, არც იყვნენ შევარდნაძით კმაყოფილები, მაგრამ ჯერ "ის" არ გამოზრდილა . . . "ის", რომელიც სულ სხვა უნდა იყოს, ანუ არანაირი კავშირით კომუნისტურ წარსულთან და რაც მტავარია ეროვნულ მოძრაობასთან. . . . ამიტომ მოთმინება . . . მოკლედ: ფერბენკსი: - "მე არ ვფიქრობ, რომ შევარდნაძემ კარგად გაართვა თავი, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა... როგორც შევარდნაძე, ასევე იოსელიანი არადამაკმაყოფილებელი ფიგურები არიან. მათგან შეუძლებელია მეტს მივაღწიოთ - მაგრამ, მათი დაუყონებლივ ჩამოცილება პოლიტიკიდან ასევე არასასურველია... მე ვთვლი, რომ შევარდნაძის დრომოჭმული და ხშირად სულელური [stupid !] პოლიტიკა მისი საბოლოო წარუმატებლობის მიზეზი გახდება...". . . . . ნუ კიტოვანისა და შევარდნაძის ომობანას თამაში ნელ–ნელლა ნამდვილ ომში გადაიზარდა . . .
1992-93-94 წლებს აღარ ვეხები, ყველამ ვიცით რა და როგორ . . .
მაშ ასე, ახლოვდება 1995 წლის არჩევნები . . . . ამერიკის გეგმა თითქოსდა წარმატებულია . . . საქართველოში სიტუაცია სტაბილურდება, დაკარგული ტერიტორიებისა და დაღვრილი სისხლის ხარჯზე . . . წინააღმდეგობის სურვილი გამქრალია . . .ხალხი ევროპასა და ამერიკაში გადახვეწას ამჯობინებს . . . ასე რომ ამერიკისთვის ბოლო საფრთხედ რჩება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გია ჭანტურია . . . ვიღაც ვიღაცეები მეტყვიან აქ: გია ვს ედუარდი . . . ედო დამარცხდებოდაო . . . არა მეგობრებო, ედუარდი ისევე გაიმარჯვებდა მომავალ გასაყალბებელ არჩევნებში, როგორც ეს შემდგომ ხდებოდა . . . არა გია ჭანტურია, ამერიკისთვის, მიუხედავად მათი თანამშრომლობისა 1989-91 წლებში, იყო ეროვნული მოძრაობის გადმონაშთი . . . ანუ ეროვნული მოტივების აფეთქება ისევე მოსალოდნელი იყო . . . მისი მოკვლით კი ამერიკა თითქოსდა საბოლოოდ ინაღდებს თავისას . . .
. . . 1995 წელს შევარდნაძე და მოქ კავშირის ###ების ბანდა, გაყალბების წყალობით სათავეში მოდის . . .და ყველაზე მტავარი . . . "ის" მზადაა . . . 1995 წლის შემოდგომაზე ამერიკაში ვიზიტად მყოფ ზურაბ ჟვანიას, თითქოსადა "ვიღაც ვიღაცა" "არაპოლიტიკური" პირები, ზეპირად გააცნობენ ვინმე მიხეილ სააკაშვილს . . . . ამასობაში, როგორც მისი ლექტორი ამბობს, ის ცალკე ელაპარაკება მიხეილსა და ეუბნება: " წადი საქართველოში და მიიღე მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიზაციაში" . . . . მაშ ასე ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მუხტი მოშთილია, რჩება მეორე: ხელისუფლება, რომელიც მართალია ამერიკის მარიონეტია, მაგრამ მთლიანად ემყარება საბჭოურ პარტიულ ნომენკლატურასა და გონებრივ შეზღუდულობას . . . . ამ მეორე წინააღმდეგობის ასალაგმად საქართველოში უშვებენ მიხეილ სააკაშვილს . . . .
1996 წელი . . . პარლამენტში შედის კანონპროექტი დროშისა და ეროვნული ჰიმნის შეცვლის შესახებ . . . . პირველი მოსმენით მიღებულია კანონი ხუთჯვრიანი დროშისა და ჰინის (ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოები, კეჭაყმაძისეული არანჟირებით) . . . უფრო მეტიც იმავე წლის შემოდგომაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩადის პოლონეთში . . . მნიშვნელოანია არა ეს და არც ის, რომ ჩვენ წავაგეთ ტრადიციულად თანაც 4-1, არამედ ის, რომ რეპორტაჟის ტიტრებში პოლონური დროშის გვერდით, პოლონელი რეჟისორები დებენ ხუთჯვრიან დროშას . . . რომლის ვარიანტიც საქართველოს დელეგაციამ ჩაიტანა . . . . თითქოს ყველაფერი წინ მიდის, მაგრამ მოულოდნელად კანონპროექტი ქრება . . . დროშასა და ჰიმნზე საუბარიც კი აღარ მიდის . . . . რატომ??? . . . პასუხი: 2003 წლის ე.წ. რევოლუცია ჯერ კიდევ 1996 წელს იყო ცნობილი . . . რევოლუცია, რომელსაც უნდა დაეშალა მართალია მარიონეტი, მაგრამ ყავლგასული საბჭოთ ნომეკლატურის გადმონაშთი . . . რევოლუციას კი სჭირდება თვისი ფერი და თვისი ჰიმნი . . . . . უღიმღამოდ მიედინება 1997 - 98 წლები . . .
და მივედით 1999 წელს . . . ამერიკაში თვლიან, რომ სააკაშვილი ანუ "ის" უკვე მზადაა . . . პარალელურად ხდება ახალგაზრდა მიშას დასავლურ პრესაში ამოწევა . . . . . . . .
"ის" მაჟორიტარ დეპუტატად გაყავთ . . .
2000 წელს კი მას იუსტიციის მინისტრად ნიშნავენ . . .
გაურკვეველ ვითრებაში "თავს იკლავს" ნუგზარ საჯაია, ხოლო მის მაგივრად უშიშროების მდივნად ინიშნება ელჩი აშშ–ში თედო ჯაფარიძე, რომელსაც ორი აზრი არაა გეგმის სრული ნაწილის გაცნობა ევალება მიხეილ სააკაშვილისადნი . . . . ჭანჭიკებს ნელ ნელა ცვლიან . . .
კლავენ ხალხის უსაყვარლესს ჟურნალისტს გიორგი სანაიასა და სამარცხვინო სარჩულს საქვეყნოდ აფრიალებენ . . . სინამვილეში ეს იყო ამერიკის მკვლელობა და ასე ვთქვათ ხალხის მოთელვა, მომავალი წინააღმდეგობის მიზნით . . . . ტარდება კიდევ ერთი რეპეტიცია, კერძოდ: 2000 წლის ბოლოს სტუდენტები გამოდიან უცნაური მოთხოვნით: " გაუქმდეს დეკემბრის გამოცდები" . . . ამ ვითომდა არაპოლიტიკური აქციის უკან, რომ თავისუფლების ინსტიტუტი იდგა, მონაწილეები დღეს აღარც კი მალავენ . . . .
ასევე ხაზგასმით ვამბობ შევარდნაძე ყველაფრის საქმის კურსშია . . . მას მხოლოდ და მხოლოდ გეგმის მეორე ნაწილს არ უმხელენ ამერიკელები, გემისა სადაც სააკაშვილის გაოპოზიციონერობა და რევოლუცია იყო გაწერილი . . .
იმის დასადასტურებლად, რომ შევარდნაძისათვის ყველაფერი ცნობილი იყო, საკმარისია გავიხსენოთ სააკაშვილის ცნობილი დემარში მთავრობის სხდომაზე . . . ის აფრიალებს კორუმპირებული ჩინოვნიკების სურათებს . . . ხოლო შევარდნაძე ვითომდა აზრზეც არაა . . . მხოლოდ გაიძახოდა: "მიშა დაწყნარდი ! მიშა!" . . . . . თან ქაღალდებში იყურება, ცდილობს აიცილოს მოულოდნელი თვალის კვრა სხდომის ხვა წევრებისგან . . . რომლებიც გაოგნებულნი უყურებდნენ შევარდნაძეს , , , , , , ანუ დასკვნა . . . გეგმის ნაცნობი ნაწილი ედუარდ შევარდნაძე ჩვეული სირეგვენითა და უგონობით აითვისა . . . ანუ ის როდესაც თავისი ჭკუით წავიდოდა 2005 წელს, ხოლოს ხელისუფლებას მოქალაქეთა კავშირი გააგრძელებდა, მიშა თამადობით, იტყოდა "აი თურმე ჩემი ჩინოვნიკები რას სჩადიოდნენო, მე დიდ პოლიტიკას ვქმნიდიო, მაგათთვისაც ხომ ვერ მოვიცლიდიო!" . . .
არ შემიძლია არ შევეხო ამ ვაი ინტელიგენტებს, რომლებიც ედოს მისტირიან და ვერც კი ხვდებიან, რომ მათაც კი სწირავდა ბატონი შევარდნაძე . . . . . .
გეგმის წარმატებით განხორციელებას არც თავად აკლებს . . . გაიხსენეთ ერთ ერთ სხდომაზე ის უშნოდ გაიხუმრებს ზურაბ ჟვანიაზე და ამბობს : " მე ვიცოდი, რომ მწვანე იყო , ის კი ცისფერი ყოფილაო" . . . და თითიდან გამოწოვილი ბრალდებაც კი შეთხზა: " საქართველოს დენის პრობლემა იმიტომ აქვს, რომ 1987-88 წლებში მწვანეებმა ხუდონჰესის აშენებას ხელი შეუშალესო . . . " ანუ ამ საქციელით ის ზურაბ ჟვანიას მარკის დაწევას ცდილობდა სააკაშვილის სასარგებლოდ . . . .
და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ . . . საპრეზიდენტო არჩევნების დროს ედუარ შევარდნაძეს უბან–უბან დაყავს მიხეილ სააკაშვილი და ხალხს ეუბნება: "ესაა თქვენი მომავალი პრეზიდენტი" . . . .
ყველასათვის მოულოდნელად დასავლეთს მაინცდამაინც სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას გაახსენდა, რომ თურმე ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან . . . იწყება ე.წ. "ზვიადისტების" ამნისტია, რომელთა გამოშვებაც სააკაშვილის კანონპროექტებით ხდებოდა, ანუ ამით ზვიადის მომხრეების მიშას გარშემო შემოკრება ხორციელდებოდა და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტის . . . . . .
მოდის 2001 წელი. . . უცებ ჩნდება დარდუბალა . . . და რაც მთავარია რუსთავი 2 ში " შეჭრა" . . . როდესაც ოპერაციის მონაწილეებსა კი ეცინებოდათ კამერების წინ . . . .
აი გეგმის ამ ნაწილიდან არარ იყო შევარდნაძე საქმის კურსში, თუმცა ყველა გონიერი ადამიანი გათვლიდა . . . მაგრამ რა უნდა მოსთხოვო უგონო გადმონაშთს, რომელსაც კულუარულ წრეებში ხშირად "სტუპიტ" უწოდებდნენ . . . . რომელიც მის იქითი ვერასდროს ვერაფერს ხედავდა . . .
აი ამ შეჭრის შემდგომ შეეცვალა ედოს ხასიათი და სახე . . . მაგრამ გვიანი იყო . . . მიშა, ჟვანია ოპოზიციაში გადავიდნენ . . .
დანარჩენი კი ყველამ ვიცით . . . .
This post has been edited by ke-isari on 24 May 2009, 14:58
|