mamuka_90არ ვიცი, ოფიციალურად თუ ითვლება რომელიმე წმიდანი სიყვარულში შემწედ, მე მგონი, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი წმინდანის მიმართ შეიძლება მიმართვა, ისევე, როგორც თვით ღმერთისა და ღმრთისმშობლის მიმართ, მაგრამ, პირადი პრობლემის დროს წმინდა ნიკოლოზს მივმართე და გასაოცრად დამეხმარა

. ეს ვითომ შემთხვევით მოხდა. სვეტიცხოველში ვიყავი, უცხოელ ტურისტს ვათვალიერებინებდი. ამ დროს წმ. ნიკოლოზის ხატის მახლობლად აღმოვჩნდი და ყური მოვკარი ქალების ლაპარაკს, რომ, რაც არ უნდა სთხოვოო წმ. ნიკოლოზს, გამორიცხულია, არ შეგისრულდესო. მაშინვე გონებაში დამიტრიალდა საკუთარი საწუხარი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე. ძალიან მალე ჩემი პრობლემა გადაწყდა დადებითად.