გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი მუნის ბოლო მოხსენება საქართველოს საკითხზე უაღრესად სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.
http://daccessdds.un.org/doc/UNDOC/GEN/N09...pdf?OpenElementმოხსენებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს შემადგენელი რეგიონებია. ეს რეგიონები ფაქტიურად
დამოუკიდებელ ერთეულებად არის მოხსენებული.
1992-93 წლიდან მოყოლებული გაეროს დოკუმენტები აფხაზეთს მოიხსენიებდნენ ხოლმე როგორც
აფხაზეთი, საქართველო. ბან კი მუნის მიერ შემუშავებული დოკუმენტი რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი დე-ფაქტო ვითარებისათვის იურიდიული საფუძვლის შექმნის მცდელობაა.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო სამართალი პრეცედენტებზე იგება. საქართველოს მთავრობას უდიდესი ძალისხმევა მართებს იმისათვის, რომ საქართველოსათვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამართლებრივი ჩამოცილება არ მოხდეს.
თუ უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუცია, რომლის მიღებაც ივნისში იგეგმება, ბან კი მუნის მოხსენებას დაეფუძნება, ჩვენი ძალისხმევა ქართული მიწების დასაბრუნებლად კიდევ უფრო გაძნელდება.
უნდა ვიმუშაოთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ჩინეთთან (აგრეთვე უშიშროების საბჭოს არჩეულ წევრებთან), რომ რუსეთმა თავისი არ გაიტანოს და უშიშროების საბჭომ ჩვენთვის საზიანო რეზოლუცია არ მიიღოს.
მოგიწოდებთ ხმა აღიმაღლოთ უკანონობის წინააღმდეგ! This post has been edited by ზვიადაური on 28 May 2009, 16:01