ესეიგი ვიყიდეთ დაახლოებით 50 ლარად მიკროლაიფის ციფრლი თერმომეტრი რომელიც წამებში ზომავს ტემპერატურას, ჯი პი სი ს აფთიაქში, ბავშვისთვის ვიყიდეთ, რომ მალე უზომოთ სიცხე,, 4 თვეა ალაგ ალაგ უზომავ და სულ 36, 4, ან 36, 5 აქვს, დღეს ყელი მტკივა და შეუძლოთაც ვარ, ხოდა გავიზომე, ისევ 36,5 აჩვენა, არადა ცუდად ვარ, ხოდა ვერცხლის წყლიანით გავიზომე, და 37, 4 აჩვენა, ამხელა ცდომილება სახუმარო საქმე არაა, განსაკუთრებით პატარა ბავშვთან. ხოდა მივიტანეთ ჯიპისი ში, და აქ არაო, ამ მიკროლაიფის წარმომადგენლობაში გაგვისვეს, ხოდა ხვალ ვაპირებთ დავლაშქროთ. მე როგორც ვიცი ვერცხლის წყლიანი თერმომეტრი ასეთ მუხანათურ ტყუილს არ ჩაიდენდა