გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ძალიან გაუჭირდათ აღელვებული ხალხის დაწყნარება, ხალხი რადიკალურ ქმედებებს მოითხოვდა, რამაც ცოტაც და უმართავ მდგომარეობამდე მიგვიყვანა......
გუშინ კი სააკაშვილი ბათუმს სტუმრობდა, კონცერტსაც დაესწრო, შადრევნებთან და ბულვარშიც ისეირნა.....
რას აკეთებს ე.წ. ოპოზიცია ამ დროს???
ხალხში დაგროვილ უკმაყოფილების ტალღის ჩაცხრობას ცდილობს რკინიგზის გადაკეტვით.... დააა, საინტერესო ორთქლის გამოსაშვები პროცედურა მოაწყვეს ...
მაინტერესებს აქციებს, გზის გადაკეტვებს რა მიზანი აქვს????
უბრალო ხალხის ხელის შეშლა?, იმ მგზავრების გაწამება რომლებიც გუშინ ბათუმში მიემგზავრებოდნენ?
ამ დროს ხომ სააკაშვილი მშვენივრად ილხენდა ბათუმში??? გამოფხიზლდით ხალხნო...
რატო არავინ არ სვავთ კითხვას, თუ რატომ დადის პრაზიდენტი ისე როგორც მას მოესურვება, ხან ბათუმში, ხან ქუთაისში, ხან სად და ხან სად????
რატო არ გადაუკეთა ოპოზიციამ მას გუშინ ბათუმი? და რატომ დარჩნენ უბრალო მგზავრები, ოპოზიციის უგუნური გადაწყვეტილების ტყვეები????
ვის ებრძვის ოპოზიცია? ხალხს თუ პრეზიდენტს?
რუსთაველის და თავისუფლების, ასევე კოსტავას გადაკეტვით ხომ უბრალო მოქალაქე ზარალდება???
მშვენივრად ვხედავთ რომ, არც პარლამენტის, არც კანცელარიის მუშაობაზე არ არი დამოკიდებული მთავრობა. გადაწყვეტილებებს ქვეყანაში იღებს ერი ადამიანი და კიდე ხუთი მას ტაშს უკრავს....
მაშინ მითხარით რა საჭიროა,- რუსთაველის და თავისუფლების გადაკეტვა? როცა ოპოების აზრით ქვეყანაში კრიზისია, - მთავრობის აზრით კი აღმშენებლობა მიმდინარეობს

ვის ვაზარალებთ ამითი? პრეზიდენტს ნამდვილად ვერა (არადა აქციები პრეზიდენტისთვის ხელის შეშლის, ჭკუის სასწავლებლად, და გადასაყენებლად, და არა საამებლად უნდა ტარდებოდეს მგონი ხომ?), - იმიტომ რომ შესანიშნავ დროს ატარებს საქართველოს სხვა ქალაქებში.... (მაგალითი, - გუშინ ბათუმი).
მე მოვითხოვ, უპასუხისმგებლო, ვითომ და ვაი ოპოზიციონერებისაგან ----- გზა გადაუკეტეთ პრეზიდენტს და არა ხალხს!!!
ნუ მისცემთ საზოგადოების ისედაც გახლეჩილ ორ ნაწილს საბაბს, რომ კიდე უფრო დაუპირისპირდეს ერთმანეთს....
როდესაც აწყობთ 70.000 კაციან მიტინგს მაშინ პასუხისმგებლობაც აიღეთ ამ ხალხის მართვაზე!!!
ნუ აბოლებთ ხალხს....
ნუ უქმნით მათ ცრუ იმედებს....
თუ გინდათ პრეზიდენტისთვის ხელი შეშლა, ხელი შეუშალეთ მხოლოს პრეზიდენტს!!!!...
ნუ ხართ აგრესიულები, რაც უკვე გუშინ გამოჩნდა , და ჩანს იმიტომ რომ ვერ ახერხებენ ხალხის მართვას....
თბილათ მოეპყარით იმათ ვინც ამ ბოლო რამდენიმე დღის, თუ თვენახევრის განმავლობაში იჯდა საკნებში, ან ბათუმის მსვლელობიდან მოგყვებოდათ...
კარგად აწონ-დაწონეთ ყოველი სიტყვა, რადგანაც ხალხმა თქვენ დღეს საქართველოს ბედი განდოთ, და ხალხი არ მოითმენს თქვენგან აბუჩად აგდებას.....
ხალხი ბრბო არ არი, ხალხი თქვენ აგყვათ სამშობლოს სიყვარყლით, და უკეთესი მომავლის იმედით. და ამ იმედს გულში ლახვარს ნუ ჩასცემთ....
2009 წელს მიშას შეგინებისთვის, - 2013 წელს დავორნილი.
ნაცები და ქოცები
ერთად დასახოცები.....
მირბის მიგვაფრენს
უგზოუკვლოდ ჩვენ ჩვენი ,,ლარი",
ქართულ ოცნებას ვენდეთ,
და ხელში შეგვრჩა ჩვენ ,,ჩოილარი".........