#14011867 · 27 May 2009, 03:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ გავხსენი ეს თემა. 26 მაისს, დღეს (აწი უკვე გუშინ, 27 დაიწყო, ღამის 3 საათია ეხლა) სამეგობრო გმირთა მოედანზე, მემორიალთან გავედით, იქიდან მუხათგვედის ძმათა სასაფლაოზე (მიშა უკვე წასული იქნებაო). ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ საღამოს ერთმა რაღაცამ ჩამაფიქრა. გმირთა მოედანზე დაგვხვდა ჩვენს გარდა 4 კაცი, აქედან 2 სამხედრო პირი, მუხათგვედის ძმათა სასაფლაოზე 9 კაცი და აქედან 5-ს პირადად ვიცნობდი. და მეტი არავინ იყო და ეს 26 მაისს. საღამოს ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე რომ დინამოს სტადიონზე რამდენიმე ათეული ათასი კაცი ხაინდრავას, ბესელიას, გუბაზას, მეღვინეთუხუცესს უცნობს და ა.შ. ტაშს უკრავდნენ და ღრიალებდნენ (უღრმესი პატივისცემით და ტერმინისთვის ბოდიში მაგრამ ხალხისგან მომავალ ხმას მხოლოდ ეს ტერმინი შეიძლება მივუყენოთ).
მიშისტებმა და ოპოზავრბმა შეიძლება პროტესტი გამოთქვან, მაგრამ ხალხო, ნუთუ ასე გვაქვს არეული ფასეულობები? იქნებ მე შევცდი და ძმათა სასაფლაოს მაგივრად სტადიონზე გამყრელიძისთვის ტაში დასაკვრლად უნდა წავსულიყავი?
შეგიძლიათ თქვენი აზრი მითხხრათ? მართლა მაინტერესებს.
ხო, გამყრელიძეზე გამახსენდა და ბარემ ერთი თხოვნა მექნება, რამდენადაც ვიცი გამყრელიძე მომხრეა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა, თუ ვცდები? შეგიძლიათ ვინმემ დამიდასტუროთ ან უარყოთ? თუ ვიდეო მასალით იქნება ეს ძალიან მადლობელი დაგრჩებით. იგივე გაჩეჩილაძეებზე, მგონი ისინიც სეპარატისტების აღიარებას უჭერენ მხარს თუ აქაც ვცდები?
ყველას აზრი მაინტერესებს, მთავრობისტებისაც, ნეიტრალებისაც და განსაკუთრებით ოპოისტებისაც, ამათი განსაკუთრებით, რადგან თქვენ ყველანი, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ხალხი ხართ.
--------------------
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშუიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი ©ლკ. 2,14.
თხარე სანგარი, იყავი ის რაც ხარ ©S&W ჩვენი საქმე პარაბელუმია. ©Geronti 炸弹睡觉莫斯科 ©毒蛇
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა, კაცის გულს - დარდი, იარა.
|