
პოლიტიკანებისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ,ანუ არსებობენ მხოლოდ იქამდე,სანამ მათ საკუთარი ბოდვების გაჟღერებაში იყენებენ.ასე მოხდა ახლაც-წიწიბურა ჯუნიორი გაგიჟებულია-საკუთარი ხელით გაუძღვა ხალხს პატრიაქთან,მან კი საქართველოს ისტორიაში რევოლუციათა და გადატრიალებათა მავნებლობაზე იქადაგა.ზურაბიშვილმა ტაძრიდან გამოსვლისას თქვა-პატრიარქმა არ მოგვისმინაო,გრეჩიხამ-პატრიარქი უგულავამ და ზალიკო სამადაშვილმა დააშანტაჟესო (!).მოკლედ,კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ უკვე მერამდენედ.
ოპოებს წინ გზა აღარ აქვთ-ჩიხში არიან და მათი საბოლოო დასასრული მხოლოდ მოკლე დროის საკითხია.ჩიხში იმიტომ არიან,რომ მათი მიზნის მიღწევის მხოლოდ 2 გზა არსებობს:ერთი-მშვიდობიანი და ხანგრძლივი და მეორე-ძალადობრივი და მოკლე.პირველი ვარიანტი უკვე გამოსცადეს და აღმოჩნდა,რომ დრო მხოლოდ მათ წინააღმდეგ მუშაობს-საზოგადოების გაღიზიანება ოპო-რადიკალების მიმართ დღეთა მატებასთან ერთად იზრდებოდა და კვლავაც იზრდება.
მეორე ვარიანტი ექსტრემისტულია-მაგისტრალების გადაკეტვა,სადმე შევარდნა და ძალის უკანონო გამოყენება.უნდა ითქვას,რომ ამ მხრივაც რეალური რეპეტიცია გაიარეს 6 მაისს,როდესაც პოლიციის სამმართველოს მიუვარდნენ და მაშინვე დიდი მორალური გაკიცხვა გამოიწვიეს როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე ქვეყნის გარეთაც.ამდენად რაიმე ძალადობრივს ავტომატურად მოყვება მათი საბოლოო დისკრედიტირება და დასამარება,რადგანაც ხელისუფლებას გაუჩნდება სრულიად კანონიერი მიზეზიც და საბაბიც დაარბიოს თავგასული ოპოები.
მოკლედ,ოპოები დგანან დილემის წინაშე-ან მშვიდობიანი აქციები,რომლებიც სულს ღაფავენ და დღე-დღეზე გარდაიცვლებიან ან "ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილება" და ძალადობრივი აქციების განხორციელება,რაც მომენტალურად მოახდენს მათ საბოლოო დისკრედიტირებას და მათი პოზიციების პოლიტიკურიდან კრიმინალურ სფეროში გადანაცვლებას.რაც დამთავრდება მათი დარბევით და 7 ნოემბრისგან განსხვავებით-არ გამოიწვევს მოსახლეობის მასიურ პროტესტს.
ამას ჰქვია-"წინ წყალი-უკან მეწყერი".
სწორედ მასეა დღეს რადიკალ-მარგინალი ოპოების საქმე.
ვფიქრობ,მათ არაფერი უშველით-მრიცხველი ჩართული აქვთ.
თქვენ რას ფიქრობთ?
This post has been edited by Georgiana on 27 May 2009, 02:38